სევასტოპოლი (უკრ. Севастополь) — ქალაქი უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქი შეფენილია სევასტოპოლის ყურის ნაპირების ტერასებზე. ყურე ქალაქს ყოფს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად. ცენტრი შექმნილია წრიული მაგისტრალით. არის საავტომობილო გზების კვანძი, მოქმედებს ნავსადგური. არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია 1843 წლის პეტრე-პავლეს ტაძარი.

ქალაქი
სევასტოპოლი
Севастополь
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
კოორდინატები 44°36′00″ ჩ. გ. 33°31′48″ ა. გ. / 44.60000° ჩ. გ. 33.53000° ა. გ. / 44.60000; 33.53000
მმართველი Mikhail Razvozhayev
დაარსდა 1783
ფართობი 1,079 კმ²
ცენტრის სიმაღლე 100
ოფიციალური ენა უკრაინული ენა და რუსული ენა[1]
მოსახლეობა 443211 კაცი (2019)
სიმჭიდროვე 350 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +380-692
საფოსტო ინდექსი 99000—99699
საავტომობილო კოდი 92[2] და СН
ოფიციალური საიტი sev.gov.ua/en/
სევასტოპოლი — უკრაინა
სევასტოპოლი

ახლანდელი სევასტოპოლის მიდამოებში არსებობდა ქალაქი ქერსონესი. სევასტოპოლი გაშენებულია 1783 წელს როგორც სამხედრო საზღვაო ნავსადგური და ციხესიმაგრე. თავდაპირველად ქალაქს ერქვა ახტიარი (თეთრი ფრიალო კლდე), 1784 წლიდან სევასტოპოლი ჰქვია (ბერძნ. „დიადი ქალაქი“). 1804 წლიდან იქცა რუსეთის იმპერიის მთავარ სამხედრო ნავსადგურად შავ ზღვაზე. ყირიმის ომის დროს სევასტოპოლი ხანგრძლივი ალყის შედეგად აიღო სმალეთ-ინგლის,-საფრანგეთის ჯარებმა. 1905 წლის რევოლუციის დროს სევასტოპოლში მოხდა აჯანყება ჯავშნოსან „პოტიომკინზე“.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941-1942 წლებში გაჩაღდა მნიშვნელოვანი ბრძოლა სევასტოპოლის დასაცავად. 1942 წლის ივლისიდან 1944 წლის მაისამდე ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. გათავისუფლდა ყირიმის ოპერაციის შედეგად. მიენიჭა სსრკ-ის გმირი ქალაქის სტატუსი. ომის შედეგად თითქმის მთლიანად დანგრეული ქალაქი განაშენიანდა 1946 წლის გენგეგმის მიხედვით. XX საუკუნის II ნახევარში იყო ყირიმის ოლქის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრი. მოქმედებდა თევზის, ხორცის, საზღვაო ქარხნები. 19564-1956 წლებში აშენდა თეატრის შენობა, 1962-1963 წლებში სასტუმრო „უკრაინა“. 1983 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 328 ათასი ადამიანი. 2014 წლიდან ანექსირებულია რუსეთის მიერ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება