ყირიმის ოპერაცია — საბჭოთა ჯარების შეტევითი ოპერაცია მეორე მსოფლიო ომის მპერიოდში, ყირიმის გათავისუფლების მიზნით. მიმდინარეობდა 1944 წლის 8 აპრილიდან 12 მაისამდე. ოპერაციაში მონაწილეობდა პრიმორსკის და უკრაინის მეოთხე არმიები. საბჭოთა ჯარების შეტევას მხარს უჭერდა შავი ზღვის ფლოტი და აზოვის სამხედრო ფლოტილია. გერმანიის მე-17 არმიას ყირიმში ეკავა ღრმად ეშელონირებული თავდაცვითი პოზიციები. 8 აპრილს საბჭოთა ჯარები გადავიდნენ შეტევაზე და დაიკავეს არმიანსკი, ხოლო 11 აპრილს ქერჩი და ჯანკოი. 15-16 აპრილს საბჭოთა ჯარები მიადგნენ სევასტოპოლს, რომელიც შტურმით აიღეს 9 მაისს.