სევასტოპოლის დაცვა (1941-1942)
სევასტოპოლის დაცვა (1941-1942) — მეორე მსოფლიო ომის ნაწილი. მიმდინარეობდა 1941 წლის 30 ოქტომბრიდან 1942 წლის 4 ივლისამდე.
1941 წლის 25-27 ოქტომბერს გერმანიის არმიამ გაარღვია საბჭოთა არმიის დაცვა პერეკოპის ყელზე და ყირიმში შეიჭრა. საბჭოთა 51-ე არმიამ მძიმე ბრძოლებით დაიხია ქერჩისკენ, ხოოლო ზღვისპირეთის არმიამ იალტისა და სევასტოპოლისკენ. 30 ოქტომბრიდან ნოემბრამდე სევასტოპოლის გარნიზონი საკუთარი ძალებისთ იცავდა თავს. 9 ნოემბერს მას შეუერთდა ზღვისპირეთის არმია. სევასტოპოლის დაცვის რაიონის სარდლად დაინიშნა ვიცე-ადმირალი ფ. ოქტიაბრსკი. ჯარების რიცხვი შეადგენდა 55 ათას კაცს, მათ შორის 29 ათასი სახმელეთო ფრონტზე.
11 ნოემბერს გერმანიის სარდლობამ თავი მოუყარა 4 ქვეით დივიზიას და სხვა ნაწილებს, სულ 60 ათასამდე კაცს. და განაახლა შეტევა სევასტოპოლზე იალტის საავტომობილო გზის გასწვრივ. 21 ნოემბერს გერმანიამ შეტევა შეწყვიტა და თავდაცვაზე გადავიდა. ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის I ახევარში სევასტოპოლის დაცვას დაემატა 388-ე მსროლელი დივიზია და სამარშო შევსება. 17 დეკემბერს გერმანიის და რუმინეთის ჯარებმა შეტევა განაახლეს. მათი მიზანი იყო ჩრდილოეთ უბეზე გასვლა. 20 დეკემბერს გერმანიის ჯარები მიზანთან ახლოს იყვნენ. სევასტოპოლის დაცვა გაძლიერებულ იქნა 79-ე ბრიგადით, 23-24 დეკემბერს 345-ე მსროლელი დივიზიით და სატანკო ბატალიონით, ხოლო 28 დეკემბერს 386-ე დივიზიით. გერმანიის ჯარებმა უკა დქაიხიეს. ამაში თავისი წვლილი შეიტანა ქერჩ-ფეოდოსიის სადესანტო ოპერაციამ. 1-4 იანვარს კონტრშეტევით საბჭოთა ჯარებმა მოწინააღმდეგე საწყის პოზიციებზე დააბრუნეს.
1942 წლის მაისში საბჭოთა ჯარების მიერ ქერჩის დატოვების შემდეგ სევასტოპოლის დაცვა გაჭირდა. გერმანიამ დაიწყო ქალაქის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვა და ბლოკადა ზღვიდან. სევასტოპოლთან გერმანიამ თავი მოუყარა 10 ქვეით დივიზიას, 1 მოტორიზებულ ბრიგადას და სამ პოლკს, სულ 200 000 კაცი. სევასტოპოლში იყო 7 მსროლელი დივიზია, 4 ბრიგადა და სამი პოლკი, სულ 106 ათასი კაცი. 7 ივნისს გერმანიამ შეტევა განაახლა და 18 ივნისს გავიდა ჩრდილოეთ უბეზე, 29 ივნისს გადალახა ჩრდილოეთ უბე და აიღო საპუნ-მთა. 30 ივნისს ბრძოლები გაიმართა მალახოვ-კურგანზე, ქალაქის მისადგომებთან. 1 ივლისს საბჭოთა ჯარმა დაიწყო ევაკუაცია, ნაწილი ქერჩის სრუტის გადალახვით კავკასიონის სანაპიროზე გადავიდა, ნაწილი კი პარტიზანებს შეუერთდა. გერმანიისა და რუმინეთის ჯარებმა დაკარგეს 35 ათასამდე კაცი, ხოლო საბჭოთა კავშირმა 300 ათასზე მეტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 266.