ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1973, ცხინვალი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2004), თავდაცვის მინისტრი (2004-2006), ეკონომიკური განვითარების მინისტრი (2006).

ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 ნოემბერი, 2006 – 17 ნოემბერი, 2006
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედიირაკლი ჩოგოვაძე
მემკვიდრეგიორგი არველაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 2004 – 10 ნოემბერი, 2006
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
ზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედიგიორგი ბარამიძე
მემკვიდრედავით კეზერაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივნისი, 2004 – 17 დეკემბერი, 2004
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
წინამორბედიგიორგი ბარამიძე
მემკვიდრეივანე მერაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 იანვარი, 2004 – 7 ივნისი, 2004
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
წინამორბედინიკოლოზ (ნუგზარ) გაბრიჩიძე
მემკვიდრეზურაბ ადეიშვილი

დაბადებული6 ნოემბერი, 1973 (1973-11-06) (51 წლის)
ცხინვალი, სამხრეთ ოსეთი, საქართველოს სსრ
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
(2002-2007)
მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის
(2007-2011)
გამარჯვებული საქართველო
(2019-დღემდე)
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაადვოკატი, პოლიტიკოსი
რელიგიამართლმადიდებელი

ადრეული წლები

რედაქტირება

ირაკლი ოქრუაშვილი დაიბადა 1973 წლის 6 ნოემბერს ცხინვალში. წარმოშობით არის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავიდან.[1] 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, რის შემდეგაც, 2000 წლამდე, ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება
 
ირაკლი ოქრუაშვილი

2001 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, მიხეილ სააკაშვილის, მოადგილედ და ამ თანამდებობაზე 2002 წლამდე მუშაობდა.

საქართველოს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში დასახელებული იყო გორის მაჟორიტარობის კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და გახდა გორის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. ირაკლი ოქრუაშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის ნოემბერში მომხდარ ვარდების რევოლუციაში, რის შემდეგაც, 2 დეკემბერს, დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორად.[2] ამ თანამდებობაზე ოქრუაშვილი 2 თვე მუშაობდა, 2004 წლის 14 იანვარს კი ის საქართველოს გენერალურ პროკურორად დაინიშნა.[3][4]

2004 წლის 22 აპრილიდან 7 მაისამდე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (გორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2004 წლის 7 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა,[5] 16 დეკემბერს კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა.[6][7] ამ პერიოდში ვრცელდებოდა ხმები ოქრუაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე თავის თანაგუნდელებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. 2005 წელს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საბაბით შიდა ქართლის რეგიონის პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რაც ზოგიერთმა გამოცემამ ოქრუაშვილის გავლენის შესუსტებისაკენ მიმართულ კამპანიად ახსნა. თუმცა მთავრობის წევრებმა უარყვეს ეს მოსაზრება.[8][9] მოგვიანებით, 2005 წლის ივლისში, გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში, ირაკლი ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ ინტრიგებზე საუბრობდა.[10]

2006 წლის 10 ნოემბერს, მთავრობაში ცვლილებების შედეგად, ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახდა.[11] პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებით, ეს გადაადგილება „განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაზე შეტევაა“. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ და პოლიტოლოგმა კი ოქრუაშვილის გადაყენება მის მიერ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის ვადების თაობაზე კატეგორიულ განცხადებებს დაუკავშირა.[12][13] 1 კვირის შემდეგ, 17 ნოემბერს, ოქრუაშვილმა ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა.[14]

2007 წლის 25 სექტემბერს ოქრუაშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებში დაადანაშაულა.[15][16] 2 დღის შემდეგ ის მის მიერ შექმნილი პარტიის — „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი.[17]

ოქტომბერში მან უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და აღიარა დანაშაული,[18] რის შემდეგაც 2007 წელს იძულებით იქნა დეპორტირებული საქართველოდან და ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. 2012 წლის 20 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში და დაპატიმრებული იქნა, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა გლდანის ციხეში.[19]

2013 წელს ირაკლი ოქრუაშვილი სცნეს პოლიტიკურ დევნილად, სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლეს სასამართლოდან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ტყვიავში არჩევნები ბადრი ბასიშვილმა ოქრუაშვილს მოუგო. საინფორმაციო ცენტრი „შიდა ქართლი“. qartli.ge (2020-11-03). ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.
  2. ახალი გუბერნატორები დაინიშნენ. სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 დეკ.'03 / 16:02
  3. სააკაშვილმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურა დაასახელა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 იან.'04 / 18:30
  4. პარლამენტმა ახალი გენერალური პროკურორი დაამტკიცა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 იან.'04 / 10:15
  5. პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი განიხილება. სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ივნ.'04 / 18:01
  6. სახეცვლილ მთავრობას პარლამენტი დაამტკიცებს. სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 დეკ.'04 / 12:53
  7. სააკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 დეკ.'04 / 10:57
  8. ქართული პრესა შიდა ქართლის პოლიციაში საკადრო ცვლილებების მიზეზებზე წერს დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მარ.'05 / 18:11
  9. მერაბიშვილი ოქრუაშვილთან დაპირისპირებას უარყოფს[მკვდარი ბმული]. სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მარ.'05 / 19:06
  10. ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ "ინტრიგებზე“ საუბრობს დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივლ.'05 / 19:34
  11. მთავრობაში ცვლილებების შედეგად, ოქრუაშვილი თანამდებობას ტოვებს დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ნოე.'06 / 18:12
  12. ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. „რადიო თავისუფლება“. 11.11.2006
  13. პრეზიდენტმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების მოტივები ახსნა დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ნოე.'06 / 22:15
  14. გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილმა თანამდებობა დატოვა[მკვდარი ბმული]. სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 ნოე.'06 / 16:58
  15. ოქრუაშვილი დუმილს პრეზიდენტზე შეტევით არღვევს. „სივილ ჯორჯია“. 25 სექ.'07
  16. ექსპერტი ოქრუაშვილის ოპოზიციურ დებიუტს აფასებს. „სივილ ჯორჯია“. 27 სექ.'07
  17. ოქრუაშვილი დააპატიმრეს. „სივილ ჯორჯია“. 27 სექ.'07
  18. ოქრუაშვილი დანაშაულს აღიარებს და სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებს უარყოფს. „სივილ ჯორჯია“. 8 ოქტ.'07
  19. ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოვიდა[მკვდარი ბმული]. რუსთავი 2, 20.11.12 11:23
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი ბარამიძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
2004
შემდეგი:
ვანო მერაბიშვილი
წინამორბედი:
გიორგი ბარამიძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
2004–2006
შემდეგი:
დავით კეზერაშვილი
წინამორბედი:
ირაკლი ჩოგოვაძე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
2006
შემდეგი:
გიორგი არველაძე