მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვისპოლიტიკური პარტია საქართველოში 2007-2011 წლებში.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის
ხელმძღვანელობა
ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი
ისტორია
დაფუძნდა 15 დეკემბერი, 2007
შეერწყა ქართული პარტია
შერწყმის თარიღი 18 დეკემბერი, 2011
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

პარტია დაარსდა 2007 წლის აგვისტოში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების მიერ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მეთაურობით.

პარტიის დაარსების შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა გამოაცხადა 2007 წლის 25 სექტემბერს.[1] ყრილობა შედგა დეკემბერში. პარტიის დამფუძნებელთა შორის იყვნენ დეპუტატები: თეო ტლაშაძე, ქეთევან მახარაშვილი, კოკა გუნცაძე, გია ცაგარეიშვილი, გია თორთლაძე, დავით კოღუაშვილი; ჟურნალისტები: ნათია ლაზაშვილი, ნანა ლეჟავა; ასევე: ლევან ნიკოლაიშვილი (თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე), ეკა ბესელია (ადვოკატი). თავმჯდომარედ აირჩიეს გია თორთლაძე, გენერალურ მდივნად - გიორგი ცაგარეიშვილი.

პარტია დაფუძნებისთანავე შევიდა ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში და იყო 2007 წლის ნოემბრის აქციების თანაორგანიზატორი. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა ლევან გაჩეჩილაძეს. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკის შემადგენლობაში. ბლოკმა მიიღო 17,73%,[2] მაგრამ უარი განაცხადა მოპოვებულ მანდატებზე.

პარტია დატოვა ბევრმა დამფუძნებელმა, მათ შორის: გია თორთლაძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა (ორივემ 2008 წლის 3 მარტს[3]), კოკა გუნცაძემ, ნინო ლეჟავამ, ნათია ლაზაშვილმა.

2009 წლის აპრილსა და მაისში პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებისა. პარტია არ მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში. 2011 წლის 18 დეკემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და „ქართული პარტიის“ გაერთიანებული სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და „ქართულ პარტიას“ შეუერთდა.[4]