ქართული პარტია - პოლიტიკური პარტია საქართველოში, პარტიის თავმჯდომარეა ირაკლი ოქრუაშვილი

ქართული პარტია
ქართული პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი
ისტორია
დაფუძნდა ოქტომბერი, 2010
შტაბ-ბინა თბილისი, დ. უზნაძის 113

„ქართული პარტია“ დაარსდა 2010 წლის 12 ოქტომბერს. დამფუძნებლებს შორის იყვნენ: საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, ბიზნესმენი ეროსი კიწმარიშვილი და პოლიტიკოსები ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე. 2010 წლის 24 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დამფუძნებელ ყრილობაზე დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს. პარტიის გენერალური მდივანი გახდა კოკა გუნცაძე, ხოლო პოლიტიკური მდივანი-ეროსი კიწმარიშვილი.[1] მოგვიანებით პარტია დატოვა სოზარ სუბარმა. 2011 წლის 18 დეკემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და „ქართული პარტიის“ გაერთიანებული სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა, რომელზეც “ქართული პარტიის” თავმჯდომარედ ირაკლი ოქრუაშვილი აირჩიეს.[2] ყრილობაზე „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და „ქართული პარტია“ გაერთიანდა.[3]

2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიამ მიიღო ხმათა 0.8%. „ქართულმა პარტიამ“ გორის მერობის კანდიდატად დაასახელა კახაბერ ერგემლიძე, რომელმაც მიიღო 29.27%, დაიკავა მეორე ადგილი და მეორე ტურში დაუპირისპირდა ქართული ოცნების კანდიდატს. არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ხმების 62.23% მიიღო, ხოლო ერგემლიძეს არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 37.37%-მა დაუჭირა მხარი.[4]

პოლიტიკური პლატფორმა

რედაქტირება

პარტიის პრიორიტეტებია: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია. პარტიის მიზანია, შექმნას და იბრძოლოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის, რაც უნდა დაეფუძნოს - თვითმყოფადობას, უსაფრთხოებას და პროგრესს[5]

  1. https://www.radiotavisupleba.ge/a/2229123.html
  2. https://netgazeti.ge/news/11984/
  3. საქართველოს პოლიტიკური პარტიების სია დაარქივებული 2012-05-22 საიტზე Wayback Machine. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  4. http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=17811&lang=Geo
  5. „ირაკლი ოქრუაშვილი: "ქართული პარტია" გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება“. საინფორმაციო პორტალი - ამბები.ge. 2010-10-15. ციტირების თარიღი: 2010-10-26. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)