ეროსი კიწმარიშვილი

ეროსი კიწმარიშვილი (დ. 5 აგვისტო, 1964, რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 15 ივლისი, 2014[1], თბილისი, საქართველო) — ქართველი ექიმი, ბიზნესმენი, დიპლომატი და პოლიტიკოსი. საქართველოს ელჩი რუსეთში 2008 წლის აპრილიდან სექტემბრამდე. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელი.

ეროსი კიწმარიშვილი
დაბადების თარიღი 5 აგვისტო, 1964
დაბადების ადგილი რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 15 ივლისი, 2014 (49 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული პარტია
საქმიანობა ექიმი
ბიზნესმენი
დიპლომატი
პოლიტიკოსი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1964 წლის 5 აგვისტოს რუსთავში. კიწმარიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ექიმ-პედიატრის სპეციალობით. კიწმარიშვილი 1994 წლამდე მუშაობდა რუსთავის ბავშვთა საავამდყოფოს ინტერნად, ონის რაიონის სოფლის ამბულატორიის ექიმად და რუსთავის ჯანდაცვის სამსახურის უფროსად. 1994 წელს კიწმარიშვილმა დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად დააფუძნა ტელეკომპანია რუსთავი 2, რომელიც მოკლე დროში საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზია გახდა. კიწმარიშვილი 2000-2004 წლებში იყო რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. 2004 წელს იყო საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, 2004-2007 წლებში კი საგანგებო დავალებათა ელჩი ნიუ-იორკში. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი. 2008 წლის აპრილში კიწმარიშვილი დაინიშნა საქართველოს ელჩად რუსეთში. ამავე წლის სექტემბერში კიწმარიშვილი თანამდებობიდან გადადგა, მიზეზი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გამწვავებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იყო. 2010 წელს კიწმარიშვილმა ოპოზიციის ლიდერთან ლევან გაჩეჩილაძესთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან და ყოფილ სახალხო დამცველთან სოზარ სუბართან ერთად დააფუძნა ახალი პოლიტიკური პარტია „ქართული პარტია“. 2011 წელს შეიქმნა კოლიცია „ქართული პარტიისა” და „მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის” შემადგენლობით. კოალიციის თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი გახდა, თანათავმჯდომარე კი – ეროსი კიწმარიშვილი. [2] კიწმარიშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში იბრძოდა მშობლიური რუსთავის მერობისთვის. კიწმარიშვილმა 12,07% (4383 ხმა) მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა. [3] თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, 2014 წლის 15 ივლისს 49 წლის კიწმარიშვილი გარდაცვლილი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე. [4] დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. [5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება