გიორგი ცაგარეიშვილი

გიორგი ცაგარეიშვილი (დ. 7 მარტი, 1969, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი.

გიორგი ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი 7 მარტი, 1969 (1969-03-07) (55 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით, ხოლო 1999 წელს იმავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

2021 წლის 24 დეკემბერს კახა კუჭავას გადადგომისა და საპარლამენტო მანდატის დატოვების შემდეგ გახდა პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი ხდება“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)