საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2010

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2010) — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომელიც გაიმართა 2010 წლის 30 მაისს. ამ არჩევნებში პირველად ჩატარდა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული მანდატების 86,4%.

საფუძველი რედაქტირება

2009 წლის გაზაფხულზე საქართველოს სხვადასხვა ოპოციციური პარტიების მიერ თბილისში გაიმართა საპროტესტო აქციები საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. აქციების მიმდინარეობისას, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ წამოაყენა წინადადება, რომ ადგილობრივი არჩევნები კანონით გათვალისწინებულ ვადაზე, 2010 წლის შემოდგომაზე, ადრე – 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარებულიყო, ხოლო თბილისის მერი ამომრჩევლებს პირდაპირი წესით აერჩიათ. უგულავას ინიციატივას დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც 2009 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გამოხატა მზადყოფნა 2010 წელს ყველა მერის პირდაპირი არჩევნების შესახებ.[1] მიუხედავად ამისა, 2009 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც პირდაპირი წესით მერის არჩევნები მხოლოდ თბილისში დადგინდა.[2] ასევე განისაზღვრა, რომ თბილისის მერი აირჩეოდა 30 %-იანი ბარიერი,[3] რასაც წინ უძღოდა დისკუსიები ბარიერის ოდენობის შესახებ.[4]

არჩევნების წესი რედაქტირება

ამომრჩეველი ირჩევდა მხოლო წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. საკრებულოების არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულო შედგებოდა 15 მანდატისაგან (10 მაჟორიტარული და 5 პროპორციული), ქალაქები იყოფოდა ხუთ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქად. ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს ჰქონდა ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლებაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საარჩევნო ოლქში არჩეულად ითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა სხვებზე მეტ ხმას. 10 პროცენტული მანდატი გადანაწილდება მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებს (პარტია/ბლოკი) შორის, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით მიღებდა ხმების არანაკლებ 5 %.

ანალოგიური წესი მოქმედებდა მუნიციპალიტეტებში, თუმცა აქ მაჟორიტარული ოლქებისა და მანდატების რაოდენობა სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული იყო. მაქსიმალური რაოდენობის მაჟორიტარული ოლქი და მანდატი შეიქმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – 29. განსხვავებული წესი მოქმედებთა თბილისში, სადაც განისაღვრა 25 მაჟორიტარული და 25 პროპორციული მანდატი. პროპორციული სიისთვის დაწესდა 5%-იანი ზღურბლი. თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდა პირდაპირი წესით, ორტურიანი სისტემით, 30 %-იანი ბარიერის პირობებში. სულ საკრებულოებში არჩეულ იქნა 1550 წევრი.

ამომარჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 544 770.

საარჩევნო სუბიექტები რედაქტირება

სულ არჩევნებში 26 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, მათაგნ 16 დამოუკიდებლად, ხოლო დანარჩენი პარტიები სამ ბლოკში გაერთიანდნენ. მოგვიანებით, ორმა პარტიამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, რის გამოც სულ დარჩა 17 საარჩევნო სუბიექტი.[5] მნიშვნელოვანი საარჩევნო სუბიექტები იყვნენ:

არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს ეროვნულმა ფორუმმა და საქართველოს ლეიბორიტულმა პარტიამ.

 
საარჩევნო კამპანია თბილისში

თბილისის მერობის კვალიფიციური კანდიდატები იყვნენ:

თბილისის მერის არჩევნებში აგრეთვე მონაწილეობდნენ: თამაზ ვაშაძე, დავით იაკობიძე, ნიკა ივანიშვილი, გიორგი ლაღიძე.

შედეგები რედაქტირება

საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში ხმათა უმრავლესობა მიიღო მმართველმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მათ შორის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში (ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, თიანეთის მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი) - ხმათა 80 %-ზე მეტი. მეორე ადგილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავიდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა.

შედეგები იმ პარტიებისთვის, რომლებმაც გადალახეს 5 %-იანი ბარიერი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით:

თვითმმართველი ერთეული ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ალიანსი საქართველოსთვის ერთიანი ეროვნული საბჭო მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს დემოკრატიული პარტია თავისუფლება
აბაშის მუნიციპალიტეტი 65.38% 12,07% 6,87% 5,38% 9,53%
ადიგენის მუნიციპალიტეტი 80.74% 11,39%
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი 70,87% 9,55% 8,92% 8,14%
ასპინძის მუნიციპალიტეტი 74,12% 9,93%
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 83,87% 8,46%
ახალციხის მუნიციპალიტეტი 70,41% 12,82% 5,36% 6,67%
ახმეტის მუნიციპალიტეტი 78,15% 7,86% 8,17%
ბათუმი 60,06% 15,01% 8,34% 13,42%
ბაღდათის მუნიციპალიტეტი 63,71% 16,31% 7,67% 5,44% 6,22%
ბოლნისის მუნიციპალიტეტი 74,9% 9,75%
ბორჯომის მუნიციპალიტეტი 58,23% 15,37% 5,35% 6,29% 11,89%
გარდაბნის მუნიციპალიტეტი 86,47%
გორის მუნიციპალიტეტი 77,94% 10,98% 5,06%
გურჯაანის მუნიციპალიტეტი 68,59% 15,02% 6,85%
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 77,15% 9,91%
დმანისის მუნიციპალიტეტი 68,94% 8,53% 9,19% 6,29%
დუშეთის მუნიციპალიტეტი 76,94% 5,18% 9,58%
ვანის მუნიციპალიტეტი 74,23% 12,12% 5,33% 5,25%
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 58,61% 15,19% 12,39% 10,14%
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 68,57% 6,27% 10,73% 6,82% 5,3%
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 67,35% 13,32% 5,88% 7,63%
თელავის მუნიციპალიტეტი 71,97% 11,86% 5,21%
თერჯოლის მუნიციპალიტეტი 74,96% 9,68% 5,76%
თიანეთის მუნიციპალიტეტი 85,96% 8,55%
კასპის მუნიციპალიტეტი 77,55% 10,74% 7,28%
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 75,13% 12,78%
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 56,53% 16,71% 10,51% 13,77%
ლენტეხის მუნიციპალიტეტი 81,51% 13,32% 5,17%
მარნეულის მუნიციპალიტეტი 78,85% 5,65% 5,3% 5,09%
მარტვილის მუნიციპალიტეტი 66,75% 10,24% 5,96% 5,6% 6,3%
მესტიის მუნიციპალიტეტი 57,17% 17,69% 9,98% 9,23
მცხეთის მუნიციპალიტეტი 79,83% 7,49% 6,08%
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 77,7% 9,48% 9,6%
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 61,34% 16,58% 10,35% 9,34%
რუსთავი 62,04% 16,3% 7,37% 5,44%
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 74,15% 10,39% 5,09% 7,62%
სამტრედიის მუნიციპალიტეტი 64,89% 15,06% 5,62% 9,39%
საჩხერის მუნიციპალიტეტი 56,89% 24,12% 9,02%
სენაკის მუნიციპალიტეტი 70,12% 12,58% 8,64% 5,4%
სიღნაღის მუნიციპალიტეტი 81,76% 7,63% 6,08%
ტყიბულის მუნიციპალიტეტი 77,72% 8,57% 6,4%
ფოთი 63,75% 16,49% 8,52% 5,38%
ქარელის მუნიციპალიტეტი 72,15% 9,24% 7,46% 5,85%
ქედის მუნიციპალიტეტი 68,66% 14,76% 7,65%
ქობულეთის მუნიციპალიტეტი 66,37% 8,82% 5,07% 16,58%
ქუთაისი 64,45% 21,27% 5,25%
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 75,02% 9,76% 5,63% 9,59%
ყვარლის მუნიციპალიტეტი 68,1% 20,45% 5,99%
შუახევის მუნიციპალიტეტი 71,18% 12,91% 8,56%
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 70,65% 12,68% 8,5% 6,86% 6,3%
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 63,68% 10,42% 10,72% 9,23%
ცაგერის მუნიციპალიტეტი 68,87% 18,11% 11,08%
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 66,96% 8,84% 12,15%
წალკის მუნიციპალიტეტი 71,22% 7,42% 10,25% 8,71%
ჭიათურის მუნიციპალიტეტი 61,15% 18,69% 5,07% 9,02%
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 59,56% 14,29% 11,88% 5,92% 5,93%
ხაშურის მუნიციპალიტეტი 70,34% 10,83% 6,6% 5,34%
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 62,01% 15,65% 6,29% 13,59%
ხობის მუნიციპალიტეტი 65,77% 14,5% 10,69%
ხონის მუნიციპალიტეტი 84,04% 6,42% 5,64%
ხულოს მუნიციპალიტეტი 70,58% 10,17% 11,37% 6,3%

ჯამური შედეგები საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში (გარდა თბილისისა):

პარტიები და ბლოკები პროპორციული წესით მიღებული ხმების რაოდენობა % პროპორციული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა სულ მიღებული მანდატების რაოდენობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 73.9 495 958 1453
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 10.3 69 12 81
ალიანსი საქართველოსთვის 7,2 48 5 53
თოფაძე–მრეწველები 2.5 17 26 43
ერთიანი ეროვნული საბჭო 5,5 37 4 41
სხვები 0.6 4 13 17

თბილისში ამომრჩეველელთა აქტივობამ 46,64 % შეადგინა. პროპორციულ სიაში ხმათა 52,5% მიიღო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა „ალიანსი საქართველოსთვის“. შერეული საარჩევნო სისტემის მეშვეობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო მანდატების 78%. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები:

პარტიები და ბლოკები პროპორციულიწესით მიღებული ხმების რაოდენობა % პროპორციული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა სულ მიღებული მანდატების რაოდენობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 52.5 14 25 39
ალიანსი საქართველოსთვის 18,0 5 0 5
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 12.0 3 0 3
ერთიანი ეროვნული საბჭო 8,3 2 0 2
თოფაძე–მრეწველები 6.2 1 0 1
სხვები 3.0 0 0 0
სულ 100 25 25 50

თბილისის მერად არჩეულ იქნა გიგი უგულავა, რომელმაც მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა და გადალახა 30%-იანი ბარიერი. უგულავა გახდა პირველი პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერი.

კანდიდატი პარტია ხმების რაოდენობა
გიგი უგულავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 55,23%
ირაკლი ალასანია ალიანსი საქართველოსთვის 19,05%
გიორგი ჭანტურია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 10,7%
ზვიად ძიძიგური ერთიანი ეროვნული საბჭო 8,31%
გოგი თოფაძე მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს 5,19%
თამაზ ვაშაძე პოლიტიკური მოძრაობა სოლიდარობა 0,65%
ნიკოლოზ ივანიშვილი ივანიშვილი - სახალხო დემოკრატები 0,51%
დავით იაკობიძე თორთლაძე დემოკრატიული პარტია 0,21%
გიორგი ლაღიძე მომავალი საქართველო 0,14%

შეფასება რედაქტირება

არჩევნებს უმეტესწილად, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.[6] არჩევნების შედეგები აგრეთვე აღიარა რამდენიმე დამარცხებულმა საარჩევნო სუბიექტმა.[7]

აგრეთვე დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ეხებოდა მედიის მიერ საარჩევნო საკითხების გაშუქებისას საერთერო დროის უთანასწორო განაწილებას.[8]

ლიტერატურა რედაქტირება

  • „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, გვ. 16, 158 თბილისი, 2015

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სააკაშვილის თქმით, ”ყველა მერი პირდაპირი წესით აირჩევა”. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2010-12-08.
  2. პარლამენტმა ჩააგდო ”ყველა მერის” პირდაპირი წესით არჩევის წინადადება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-12-08.
  3. პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2010-12-08.
  4. უნდა იყოს თუ არა თბილისის მერის არჩევნებში 50 %-იანი ბარიერი?
  5. ადგილობრივი არჩევნებისთვის სამი ბლოკი დარეგისტრირდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-12-08.
  6. საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი მოხსენება არჩევნების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-12-08.
  7. ალასანია: ”არჩევნები შედგა, წინ საპარლამენტო არჩევნებია” დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. , გიორგი ჭანტურიამ უგულავას გამარჯვება აღიარა დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
  8. ეუთოს წინასწარი ანგარიში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2010-12-08.