ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი (დ. 27 ივლისი, 1972, სოფ. მთისძირი, ყვარლის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2008–2012 წლებში.
ბიოგრაფიარედაქტირება
1988 წელს დაამთავრა მთისძირის საშუალო სკოლა. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1997 წელს ჩაირიცხა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1998–1999 წლებშიც სწავლობდა ნიდერლანდებში, გრონინგენის სამეფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში. 1996 წლის თებერვლიდან 1999 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში — საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვან სპეციალისტად. 1999 წლის ივნისიდან 1999 წლის სექტემბრამდე სამართლებრივი განათლებისა და ინფორმატიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
1999 წლის სექტემბრიდან 1999 წლის ნოემბრამდე მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ოქრუაშვილი და პარტნიორები“ იურისტად.1999 წლის ნოემბრიდან 2003 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარე. 2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2004 წლის თებერვლიდან 2004 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანამდებობაზე. 2004 წლის ივნისიდან 2008 წლის იანვრამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის ნოემბრამდე ეკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი. 2008 წლის 2 ნოემბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ზურაბ ადეიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზურაბ ადეიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: როლანდ გილიგაშვილი |
საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2003-2004 |
შემდეგი: გიორგი პაპუაშვილი |
წინამორბედი: ვალერიან ხაბურძანია |
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 2004 |
შემდეგი: გაუქმდა |
წინამორბედი: ნიკა გვარამია |
საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2008-2012 |
შემდეგი: თეა წულუკიანი |