მთისძირი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მთისძირი.

მთისძირი (1944 წლამდე ხაშალხუტი) — სოფელი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე. მდინარე არეშის (კაბალის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 340 მეტრი, ყვარლიდან 26 კილომეტრი. სოფელში დაიბადა საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.

სოფელი
მთისძირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყვარლის მუნიციპალიტეტი
თემი მთისძირი
კოორდინატები 41°52′20″ ჩ. გ. 46°03′23″ ა. გ. / 41.87222° ჩ. გ. 46.05639° ა. გ. / 41.87222; 46.05639
ადრეული სახელები ხაშალხუტი
ცენტრის სიმაღლე 340
მოსახლეობა 723[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 89,5 %
ოსები 9,4 %
სომხები 0,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მთისძირი (ყვარლის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მთისძირი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)
მთისძირი (ყვარლის მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
მთისძირი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)
მთისძირი (ყვარლის მუნიციპალიტეტი) — ყვარლის მუნიციპალიტეტი
მთისძირი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)

სოფელი ყვარელის მუნიციპალიტეტში. ისტორიული არიში, 1944 წლამდე ხაშალხუტი. ისტორიული ძეგლი მდებარეობს მდინარე არეშის ზედა წელში, ქალაქ ყვარლიდან 26 კილომეტრზე.

1973-1982 წლებში არიშში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ლ. ჭილაშვილი). არეში შუა საუკუნეებშიც მნიშვნელოვანი დასახლება ყოფილა, იგი ქრისტიანობის გავრცელების ადრეული საფეხურებიდანვე მოქცეულა ქრისტიანულ ორბიტალში, რასაც მოწმობს აქ გათხრილი და შესწავლილი ცხრა ნაეკლესიარი.

არიშის დაწინაურებას, ხელსაყრელ გეოგრაფიულ გარემოსთან ერთად, ხელი შეუწყო სავაჭრო გზამ, რომლითაც ადრინდელი შუა საუკუნეებში ქართლი და კახეთი ალბანეთს უკავშირდებოდა და ე.წ. ცხვრის გზამ, რომლითაც ცხვარი დაღესტნის მთებში აჰყავდათ.

არსებობს მოსაზრება (ლ. ჭილაშვილი), რომ ტოპონიმი არეში (არიში) მიმდინარეობს არაბული სიტყვიდან და ნიშნავს კარავს, ბანაკს (დამკვიდრდა IX საუკუნეში). ამ ტოპონიმის გაჩენა შესაძლოა არაბთა ლაშქრობებს უკავშირდებოდეს. მანამდე აქ არსებული დასახლების სახელი უცნობია, რაც შეეხება სოფლის დღევანდელ სახელწოდებას - მთისძირი. იგი, როგორც ჩანს, მის ადგილმდებარეობას უკავშირდება.

„მატიანრე ქართლისაის“ ცნობით, X საუკუნის დასაწყისში კონსტანტი აფხაზთა მეფისა ფა კვირიკე კახთა ქორეპისკოპისის შეერთებულმა ჯარმა ჰერეთის ლაშქარი დაამარცხა და ადარნასე ჰერთა პატრიკმა, ვეჯინის ზავის თანახმად, არიში გავაზთან ერთად, კოსტანტი მეფეს დაუთმო.

არეში შერეული დასახელების ტიპს განეკუთვნებოდა, სადაც ერთნაირად ძლიერად იყო წარმოდგენილი, როგორც მთის, ისე ბარის მეურნეობა.

არიში არიშიანების საგვარეულო ფუძედ იქცა. აქედან აღზევებულმა ჰერმა დიდებულებმა - არტუშიანებმა XII-XIII საუკუნეებში მაღალ პოლიტიკურ მდგომარეობას მიაღწიეს.

XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, თემურლენგის არაერთგზის შემოსევების შედეგად, არიში დაქვეითდა და ადრინდელი მნიშვნელობა დაკარგა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 723 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 927 452 475
2014[1]   723 373 350

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II