საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომელიც მინდობილ სფეროში ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს. სამინისტრო მდებარეობს ქ. თბილისში, გორგასლის ქ. N24ა-ში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო | |
სამინისტროს ემბლემა | |
უწყების შესახებ | |
---|---|
მინისტრი | რატი ბრეგაძე |
უწყების ტიპი | სამინისტრო |
საიტი | |
www.justice.gov.ge |
ისტორია
რედაქტირებაპირველად საქართველოში იუსტიციის სამინისტრო ჩამოყალიბდა 1918 წელს. სამინისტროს ძირითად უფლებამოსილებას წარმოადგენდა სასამართლო ორგანოების ხელმძღვანელობა.
საბჭოთა ანექსიის შემდეგ, საქართველოს სსრ-ში 1921 წლის 6 მარტს სამინისტრო გადაკეთდა იუსტიციის სახალხო კომისარიატად. იუსტიციის სახალხო კომისარიატი ახორციელებდა სასამართლო ორგანოების საერთო ხელმძღვანელობას, კანონპროექტების მომზადებას, რესპუბლიკის კანონებისა და მთავრობის დადგენილებების გამოქვეყნებას, ზედამხედველობდა დამცველთა და ნოტარიუსების მუშაობას. 1933 წლის 4 იანვრიდან სახელმწიფო პროკურატურა შევიდა იუსტიციის სახალხო კომისარიატის უწყებაში, თუმცა 1936 წლიდან კვლავ გამოეყო მას.
1946 წლიდან იუსტიციის სახალხო კომისარიატს შეეცვალა სახელწოდება და მას იუსტიციის სამინისტრო ეწოდა. 1959 წელს სამინისტრო გაუქმდა და მისი ფუნქციები საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოსა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ იურიდიულ კომისიას გაუნაწილდა. 1970 წელს კვლავ შეიქმნა საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო, რომლის დებულება მიიღეს 1972 წელს. ეს დებულება ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით მოქმედებდა 1993 წლის 20 დეკემბრამდე.
საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია მნიშვნელოვნად შეიცვალა: 1997 წლიდან მისი მმართველობის სფეროში აღარ შედის საერთო სასამართლოების ორგანიზაციული ხელმძღვანელობა; 1998 წლიდან იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ მიღებული ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობა; 2000 წლიდან სამინისტრომ შეიძინა სასჯელაღსრულების სისტემის მართვის და მისი ორგანიზაციული ხელმძღვანელობს ფუნქია, 2004 წლიდან — საჯარო და სამოქალაქო რეესტრის წარმოების, სახელმწიფოს არქივების მართვის ფუნქცია.
2008 წელს იუსტიციის სამინისტრომ კვლავ განიცადა რეორგანიზაცია. მას ჩამოშორდა სასჯელაღსრულების სისტემის მართვის კომპონენტი, რომელიც ჩამოყალიბდა ცალკე სამინისტროდ. მეორე მხრივ, იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა საქართველოს პროკურატურა.
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2018 წლის 14 ივლისი #3141–რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, უწყებას შეუერთდა — სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები
რედაქტირებასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები
რედაქტირება- შალვა ალექსი-მესხიშვილი, 26 მაისი, 1918 — 21 მარტი, 1919
- რაჟდენ არსენიძე, 21 მარტი, 1919 — მარტი, 1921
- ევგენი გეგეჭკორი, მარტი, 1921 — 25 თებერვალი, 1921
საქართველოს სსრ სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები
რედაქტირება- სერგო ივანეს ძე ქავთარაძე, 25 თებერვალი, 1921 — 28 თებერვალი, 1922
- ეფრემ ალექსის ძე ეშბა
- იაკობ მიხეილის ძე ვარძიელი
- გიორგი თევდორეს ძე სტურუა
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის იუსტიციის სახალხო კომისრები
რედაქტირება- გიორგი თევდორეს ძე სტურუა
- ათანასე ლევანის ძე ჩხეტიანი
საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრები
რედაქტირება- ავქსენტი რაფავა 25 იანვარი, 1948 — 17 ნოემბერი, 1951
- ალექსანდრე შუშანაშვილი
- მიხეილ ლომიძე 1955 — 31 მაისი, 1957
- სერგი როსტიაშვილი
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები
რედაქტირება- ჯონი ხეცურიანი, 1990 — 1992
- კონსტანტინე კემულარია, 1992 — 1993
- თედო ნინიძე, 1993 — 1998
- ლადო ჭანტურია, 1998 — 1999
- ჯონი ხეცურიანი (მეორეჯერ), 1999 — 2000
- მიხეილ სააკაშვილი, 12 ოქტომბერი, 2000 — 5 სექტემბერი, 2001
- როლანდ გილიგაშვილი, 5 სექტემბერი, 2001 — 15 სექტემბერი, 2003
საქართველოს იუსტიციის მინისტრები
რედაქტირება- ზურაბ ადეიშვილი, 26 დეკემბერი, 2003 — 17 თებერვალი, 2004
- გიორგი პაპუაშვილი, 17 თებერვალი, 2004 — 18 თებერვალი, 2005
- კონსტანტინე კემულარია (მეორეჯერ), 18 თებერვალი, 2005 — 22 დეკემბერი, 2005
- გია ქავთარაძე, 22 დეკემბერი, 2005 — 30 აგვისტო, 2007
- ეკა ტყეშელაშვილი, 30 აგვისტო, 2007 — 31 იანვარი, 2008
- ნიკა გვარამია, 31 იანვარი, 2008, — 1 ნოემბერი, 2008
- ზურაბ ადეიშვილი (მეორეჯერ), 2 ნოემბერი, 2008 — 25 ოქტომბერი, 2012
- თეა წულუკიანი, 25 ოქტომბერი, 2012 — 29 სექტემბერი, 2020
- გოჩა ლორთქიფანიძე, 24 დეკემბერი, 2020 — 31 მარტი, 2021
- რატი ბრეგაძე, 1 აპრილი, 2021 - დღემდე
ყოფილი შენობა
რედაქტირებაშენობა რომელშიც იუსტიციის სამინისტრო მდებარეობდა 1898 წელს აიგო არქიტექტორ კორნელი ტატიშჩევის პროექტით. თავდაპირველად იგი შემოსავლიან სახლს წარმოადგენდა. რუსთაველის გამზირისპირა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩისპირა ფასადების გადაწყვეტა ღიობებისა და ნაძერწი ელემენტების თანაბარ რიტმს ემყარება. ნაგებობა ერთიან რიტმს ქმნის მომიჯნავე შენობასთან, რომელიც 1897 წელს ააგო არქიტექტორმა პაულ შტერნმა (ალ. გრიბოედოვის ქ. N19).[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იუსტიციის სამინისტროს ვეგბვერდი დაარქივებული 2021-11-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0