იაკობ ვარძიელი
იაკობ მიხეილის ძე ვარძიელი (დ. 1891, სოფ. ხიზაბავრა, ახლანდ. ასპინძის მუნიციპალიტეტი, — გ. 26 დეკემბერი, 1937) — ქართველი ბოლშევიკი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოხელე.
დაამთავრა ბათუმის გიმნაზია (1913) და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1918). 1917 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი. მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში, შემდეგ პარტიულ მუშაობას ეწეოდა მოსკოვის მუშათა და ჯარისკაცთა შორის. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მუშაობდა მოსკოვის საბჭოს ადმინისტრაციული განყოფილების გამგედ და სხვა თანამდებობებზე. 1920 წელს დამოუკიდებელ საქართველოში გამოგზავნეს საბჭოთა რუსეთის დიპლომატიურ კურიერად.
1922 წლიდან ვარძიელი ჯერ ქალაქ მოსკოვისა და მოსკოვის გუბერნიის მილიციის უფროსი იყო, შემდეგ კრასნაია-პრესნიას რაიონის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. 1923 წელს საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარი იყო, შემდეგ — რესპუბლიკის პროკურორი, საქართველოს სსრ ცაკის მდივანი, ამიერკავკასიის სფსრ მუშგლეხინის სახალხო კომისრის მოადგილე, სახკომსაბჭოს საქმეთა მმართველი, საკავშირო კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის საკონტროლო კომისიის პრეზიდიუმის წევრი. 1937 წელს დააპატიმრეს „მემარჯვენე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით და დახვრიტეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 316-317.