ლადო ჭანტურია

ქართველი ცივილისტი

ლადო ჭანტურია (დ. 14 აპრილი 1963, ჯვარი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) — სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან, ქართველი ცივილისტი, რომელიც 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა ნაწილი ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ბულგარულ ენებზე საზღვარგარეთ არის გამოქვეყნებული. არის მრავალენოვანი სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და თანაავტორი. დაჯილდოებულია გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, სახელმწიფოს წინაშე დამსახურების ჯვრით ("Das Grosse Bundesverdienstkreuz").[2]

ლადო ჭანტურია
დაბ. თარიღი 14 აპრილი, 1963(1963-04-14) (61 წლის)
დაბ. ადგილი ჯვარი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა იურისტი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი და მოსამართლე
მუშაობის ადგილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[1]
ჯილდოები კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“

განათლება და სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

1980—1985 წლებში ლადო ჭანტურია სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, 1986—1989 წლებში კი საბჭოთა კანონმდებლობის ინსტიტუტის (ამჟამად კანონმდებლობისა და შედარებითი სამართლისმცოდნეობის ინსტიტუტი, მოსკოვი) ასპირანტურაში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1991—1993 წლებში ლადო ჭანტურია იმყოფებოდა გეტინგენის უნივერსიტეტში, როგორც გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიატი, 1994 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „უძრავი ნივთების საკუთრება. შედარებით-სამართლებრივ კვლევა გერმანული სამართლის მაგალითზე”. 1996 წელს იგი მაქს პლანკის სახელობის კერძო სამართლის ინსტიტუტის (ჰამბურგი) მაქს პლანკის საზოგადოების სამეცნიერო სტიპენდიატი გახდა. 2004—2006 წლებში ლადო ჭანტურია ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სამეცნიერო სტიპენდიატს წარმოადგენდა მაქს პლანკის სახელობის კერძო სამართლის ინსტიტუტსა და ბრემენის უნივერსიტეტში.

ლადო ჭანტურია ფლობს რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

სამეცნიერო შრომები

რედაქტირება

ლადო ჭანტურია 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ქართულენოვანი შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

  • კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში. თბილისი. გამომცემლობა "სამართალი". 2006 წ. 527 გვ.
  • სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა. (ჰაინ ბოელინგთან თანაავტორობით). გამომცემლობა `ჯისიაი~, 2003 წელი. 264 გვ.
  • მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი. მესამე გამოცემა. თბილისი, გამომცემლობა `სამართალი~, 2002 წელი, 554 გვ. (თ. ნინიძესთან თანაავტორობით).
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მესამე. ვალდებულებითი სამართალი. ზოგადი ნაწილი. თბილისი, 2000 წელი. მუხლები 316-360, 427-454.
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეხუთე. საოჯახო სამართალი. მემკვიდრეობის სამართალი. სამოქალაქო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი. თბილისი, 2000 წელი. მუხლები 1504-1520.
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი. თბილისი, 1999 წელი. მუხლები 254-310.
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი პირველი. სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებანი. თბილისი, 1999 წელი. მუხლები 11-16, 20-49.
  • საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. თბ. 1999 წელი. “სამართალი”, 113 გვ.
  • მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი. მეორე გამოცემა. თბ. გამომცემლობა “სამართალი”, 1998 წ. 460 გვ.
  • შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში. გამომცემლობა “სამართალი”, თბ. 1997 წ. 447 გვ.
  • მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარები. თბ. 1996 წ. 340 გვ. (თ. ნინიძესთან თანაავტორობით).
  • უძრავი ნივთების საკუთრება. შედარებითი სამართლებრივი ანალიზი. გერმანული სამართლის მაგალითზე. თბ. თსუ. 1994 წ. 270 გვ.
  • სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი (სახელმძღვანელო), თბ. გამომც. “სამართალი,” 2011 წელი.

შრომითი საქმიანობა

რედაქტირება
  • 2014-2018 — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
  • 2018 წლის 8 იავრიდან — სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან.
  • 2011 წლის აპრილიდან — კილის უნივერსიტეტის გასტპროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტი.
  • 2009—2011 — გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების უფროსი მრჩეველი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში სამართლის რეფორმის რეგიონულ პროექტში.
  • 2006—2009 — პროექტის „კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა სამოქალაქო და ეკონომიკური სამართალი“ ხელმძღვანელი ბრემენის უნივერსიტეტში.
  • 2001 წლიდან — სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
  • 1999—2004საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
  • 1998-1999 — საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
  • 1997—2004 — საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.
  • 1993—1996 — საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი.
  • 1995 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
  • 1990—1995 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი.
  • 1985—1990 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ასისტენტი.

სხვა პროფესიული საქმიანობა

რედაქტირება
  • 2008 წლიდან — ყაზახეთის საერთაშორისო არბიტრაჟის წევრი.
  • 2007 წლიდან — შედარებითი სამართლის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი (პარიზი).
  • 2005 წლიდან — მაქს პლანკის ინსტიტუტის მეგობართა კავშირის წევრი (ჰამბურგი).
  • 2004 წლიდან — ამერიკის იურისტთა ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის (ABA/CEELI) ფარგლებში დაფუძნებული პრაღის ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი (პრაღა).
  • 2001 წლიდან — საკორპორაციო სამართლის საერთაშორისო კავშირის წევრი (ჰაიდელბერგი).
  • 2001—2003 — საქართველოს უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი.
  • 2000 წლიდან — საინვესტიციო დავების მარეგულირებელი საერთაშორისო ცენტრის (ICSID) წევრი.
  • 2000-2001 — ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
  • 1994—1998საქართველოს წარმომადგენელი დსთ-ის სახელმწიფოთა კერძო სამართლის კვლევით ცენტრში.
  • 1996-დან — გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტი კერძო სამართლის რეფორმის საკითხებზე ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში.
  • 1993—1996 — გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის კოორდინატორი საქართველოში.
  • 1992—1995საქართველოს კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის წევრი.
  • 1991—1996 — საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემმუშავებელი სარედაქციო ჯგუფის წევრი.

ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ლადო ჭანტურია მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილეა (მათ შორის ევროპის ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მე-7 კონფერენციის, რომელიც 2001 წელს თბილისში ჩატარდა). იგი რამდენიმე ჟურნალის რედაქტორთა კოლეგიის წევრია, მათ შორის: „სამართლის ჟურნალი“, „სამართალი“, „ადამიანი და კონსტიტუცია“, „ბანკი“, „Юрист“ (ყაზახეთის რესპუბლიკა).

ჯილდოები

რედაქტირება

2009 წელს — ყაზახეთის ჟურნალ „იურისტის“ პრიზი „საუკეთესო ავტორს“, 2006 წელს — გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო,[2] 2004 წელს — ამერიკის იურისტთა ასოციაციის პრიზი და 2003 წლის რეფორმატორის წოდება, 1996 წელს — ჯორჯ შულცის პრემია ახალგაზრდა მეცნიერთათვის.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლადო ჭანტურიას ჰყავს მეუღლე — დალი ჭანტურია და ორი შვილი: გიორგი და ნუცა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ლადო ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ. 1997 წ.
  • ლადო ჭანტურია, სამოქალაქო სამათლის ზოგადი ნაწილი, თბ. 2011 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1033393770 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bundesverdienstkreuz für Lado Tschanturia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-27. ციტირების თარიღი: 2011-10-13.