ალექსანდერ ჰუმბოლდტი

გერმანელი ბუნებისმეტყველი, გეოგრაფი და მოგზაური
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰუმბოლდტი.

ალექსანდერ ჰუმბოლდტი (გერმ. Alexander von Humboldt; დ. 14 სექტემბერი, 1769, ბერლინი — გ. 6 მაისი, 1859, ბერლინი) — გერმანელი ბუნებისმეტყველი, გეოგრაფი და მოგზაური. ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1800), პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1818).

ალექსანდერ ჰუმბოლდტი
გერმ. Alexander von Humboldt
დაბ. თარიღი 14 სექტემბერი, 1769(1769-09-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19]
დაბ. ადგილი ბერლინი, პრუსიის სამეფო, საღვთო რომის იმპერია[20] [13] [4]
გარდ. თარიღი 6 მაისი, 1859(1859-05-06)[1] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [17] [18] [19] (89 წლის)
გარდ. ადგილი ბერლინი, პრუსიის სამეფო[21] [13]
დასაფლავებულია Schloss Tegel
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო[22]
საქმიანობა გეოლოგი[17] , მკვლევარი[21] , ბოტანიკოსი, გეოგრაფი[23] , კამერგერი, ოკენოგრაფი, დემოგრაფი, ვულკანოლოგი, მოგზაური მწერალი, სამეცნიერო მწერალი, მეტეოროლოგი[17] , უნივერსალური ადამიანი, მეცენატი, ზოოლოგი, ბუნებისმეტყველი[21] [17] , მინერალოგი, ასტრონომი, კლიმატოლოგი, ეთნოლოგი, botanical collector, ორნითოლოგი, world traveler[17] , ეკონომისტი[17] და პოლიტიკოსი[17]
მუშაობის ადგილი იენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი Alma Mater Viadrina, ფრაიბერგის სამთო აკადემია, გეტინგენის უნივერსიტეტი[24] და იენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Johann Wilhelm Ritter[24]
მეუღლე
მამა ალექსანდერ გეორგ ფონ ჰუმბოლდტი
დედა მარი-ელისაბეთ ფონ ჰუმბოლდტი
ნათესავ(ებ)ი Alexander Joseph von Steuben
ჯილდოები ბავარიის გვირგვინის მოქალაქეობრივი დამსახურების ორდენი, ვარდის ორდენი, დანებროგის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი[25] , მექსიკის საიმპერატორო ორდენები, Grand Cross of the Order of Christ, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, თეთრი შავარდენის ორდენი, Knight Grand Cross of the Order of Saints Maurice and Lazarus, კარლოს III-ის ორდენის დიდი ჯვარი, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, კოპლის მედალი[26] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, ბერლინის საპატიო მოქალაქე, შავი არწივის ორდენი, Order of the Red Eagle 1st Class, Civil Order of Saxony, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[27] , honorary doctor of the University of Tübingen, honorary doctor of the University of Bonn, honorary doctor of the University of Tartu, honorary doctor of the University of St Andrews, კარლის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ორდენი „დამსახურებისათვის“ და დანებროგის ორდენი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა საქსონიის კურფიურსტის კარისკაცის ოჯახში. ვ. ჰუმბოლდტის ძმა. 1787-1792 სწავლობდა ბუნებისმეტყველებას, ეკონომიურ მეცნიერებებს, სამართალსა და სამთო საქმეს ოდერის ფრანკფურტისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში, ჰამბურგის სავაჭრო და ფრაიბერგის სამთო აკადემიებში. 1790 იოჰან ფორსტერთან ერთად იმოგზაურა საფრანგეთში, ნიდერლანდსა და ინგლისში. 1793 წელს გამოქვეყნდა ჰუმბოლდტის ბოტანიკური-ფიზიოლოგიური გამოკვლევა „ფრაიბერგის მიწისქვეშა ფლორა“. 1799-1804 ფრანგ ბოტანიკოს ე. ბონპლანთან ერთად იმოგზაურა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, საიდანაც ჩამოიტანა მდიდარი კოლექცია, რომელსაც ამუშავებდა პარიზში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 1807-1834 გამოვიდა ჰუმბოლდტის 30-ტომიანი „მოგზაურობა ახალი ქვეყნის ბუნიობის მხარეში 1799-1804 წლებში“. 1827 წელს ჰუმბოლდტი პარიზიდან გადავიდა ბერლინში, სადაც ასრულებდა პრუსიის მეფის კამერჰერისა და მრჩევლის მოვალეობას.

1829 ჰუმბოლდტმა იმოგზაურა რუსეთში. აზიის ბუნების საკითხებს მიუძღვნა შრომები: „ფრაგმენტები აზიის გეოლოგიიდან და კლიმატოლოგიიდან“ და „ცენტრალური აზია“. ჰუმბოლდტის მეცნიერული შეხედულებანი დედამიწისა და სამყაროს ბუნების შესახებ გადმოცემულია მონუმენტურ შრომაში „კოსმოსი“ (ტ. 1-5, 1845-1862).

ჰუმბოლდტის შეხედულებანი დაედო საფუძვლად ზოგად ფიზიკურ გეოგრაფიასა და ლანდშაფტმცოდნეობას, აგრეთვე მცენარეთა გეოგრაფიასა და კლიმატოლოგიას. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იმდენად ფართო იყო, რომ თანამედროვენი მას „XIX საუკუნის არისტოტელეს“ უწოდებდნენ. ჰუმბოლდტი იყო ჰუმანიზმის დამცველი, იგი გამოდიოდა რასებისა და ხალხების უთანასწორობისა და დამპყრობლური ომების წინააღმდეგ.

ჰუმბოლდტის სახელი ეწოდება მთელ რიგ გეოგრაფიულ ობიექტებს, მათ შორის ქედებს ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მთას კუნძულ ახალ კალედონიაში, მყინვარს ჩრდილოეთ და დასავლეთ გრენლანდიაში, მდინარესა და რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აშშ-ში, რამდენიმე მცენარეს, მინერალსა და კრატერს მთვარეზე. ძმების ალექსანდერ და ვილჰელმ ჰუმბოლდტების სახელს ატარებს ბერლინის უნივერსიტეტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Alexander von Humboldt
  3. Alexandre Humboldt deministère de la Culture.
  4. 4.0 4.1 4.2 Kellner C. L. Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. 8.0 8.1 KNAW Past Members
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 GeneaStar
  12. 12.0 12.1 Diccionario biográfico españolReal Academia de la Historia, 2011.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 www.accademiadellescienze.it
  14. 14.0 14.1 Salzburgwiki
  15. 15.0 15.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  16. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 17.6 17.7 The Fine Art Archive — 2003.
  18. 18.0 18.1 Académie nationale de médecine
  19. 19.0 19.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. ЛаминНовосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
  20. http://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/02331938408842911
  21. 21.0 21.1 21.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118554700 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  22. https://www.nytimes.com/books/first/j/johnson-blues.html
  23. Union List of Artist Names — 2009.
  24. 24.0 24.1 Mathematics Genealogy Project — 1997.
  25. Léonore databaseministère de la Culture.
  26. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  27. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 181.