რატი ბრეგაძე

ქართველი პოლიტიკოსი

რატი ბრეგაძე (დ. 12 დეკემბერი, 1982) — ქართველი პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2021 წლის 1 აპრილიდან.[1]

რატი ბრეგაძე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 აპრილი, 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედიგოჩა ლორთქიფანიძე

დაბადებული12 დეკემბერი, 1982 (1982-12-12) (42 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1982 წლის 12 დეკემბერს.

2000-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლობდა გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

2011-2012 წლებში იურიდიული კომპანია „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“-ს იურისტი, გერმანული მიმართულების ხელმძღვანელი.

2012-2013 წლებში სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი. 2012-2015 წლებში – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2015 წელს იყო საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. 2015-2016 წლებში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. ამავე წლებში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. 2016 წელს იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2017-2019 წლებში – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი. 2019 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2021 წლის 1 აპრილს საქართველოს იუსტიციის მინისტრად. იუსტიციის მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება