გოჩა ლორთქიფანიძე

გოჩა ლორთქიფანიძე (დ. 3 თებერვალი, 1964, ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი იურისტი, თანამდებობის პირი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 31 მარტამდე.

გოჩა ლორთქიფანიძე
გოჩა ლორთქიფანიძე
გოჩა ლორთქიფანიძე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 დეკემბერი, 2020 – 31 მარტი, 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედითეა წულუკიანი
მემკვიდრერატი ბრეგაძე

დაბადებული3 თებერვალი, 1964 (1964-02-03) (60 წლის)
ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1964 წლის 3 თებერვალს, ფოთში. 1995 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა. 2004 წელს დაამთავრა ჰარვარდის სამართლის სკოლა. 2011 წლიდან არის ფორდამის სამართლის სკოლის დოქტორანტი. 1991-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში - იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი. 1999-2003 წლებში მუშაობდა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად. დიპლომატიურ უწყებაში საქმიანობის პერიოდში დაკავებული იყო, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზითა და დაგეგმარებით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ასპექტებით, საერთაშორისო სამართლებრივი და ადამიანის უფლებების პრობლემატიკით, გაეროსთან და სხვა (ეუთო, ევროპის საბჭო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ევროკავშირი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობების საკითხებით. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. იგი ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების სამსახურს, მუშაობდა სამართლის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე, შიდა კონფლიქტების პრობლემატიკაზე, ასევე ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. 2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ნიუ-იორკში, აკადემიურ სფეროში გააგრძელა. 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი. 2013-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2020 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2020 წლის დეკემბერში არჩეულ იქნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
24 დეკემბერი, 2020 – 31 მარტი, 2021
შემდეგი:
რატი ბრეგაძე