მთისძირის მეორე განძი
(გადამისამართდა გვერდიდან მთისძირის განძი)
მთისძირის მეორე განძი — არქეოლოგიური ძეგლი აღმოჩნდა 1962 წელს მიწის ხვნის დროს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის ცენტრალურ ნაწილში. 1988 წელს ამ ადგილზევე, მიწის დამუშავების დროს, წააწყდნენ აღმოჩენილი განძის დარჩენილ ნაწილს. დღეისათვის განძის შემადგენლობაშია 697 ვერცხლის მონეტი: სასანური დრაქმები, ომაიანი და აბასიანი ხალიფების სახელით მოჭრილი მონეტები, მონეტების მოჭრის ადგილებია: მადინათ ახ-სალამი, მუჰამადია, ბასრა, ვახიტი, ბალხი, ქუფა, დამასკო, ქირმანი, სამარვანი და სხვა. ყველაზე ძველი მონეტებია სასანური და დრაქმები. ყველაზე ბოლოს მოჭრილთაგან კი ჰარუნ-არ-რაშიდის (786-809 წლები) და ამინის (809—813-814 წლები) სახელებით მოჭრილი მონეტები. განძი ჩაფლული უნდა იყოს IX საუკუნის I მეოთხედში. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯალაღონია ი., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 414.