არიში, არეში — სტრატეგიული პუნქტი ძველ ჰერეთში (ახლანდელი სოფელი მთისძირი, ყვარლის მუნიციპალიტეტი), სავაჭრო გზაზე, რომლითაც ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ქართლი და კახეთი ალბანეთის შიგა მუნიციპალიტეტებს უკავშირდებოდა. არიშზე გადიოდა (დღესაც გადის) „ცხვრის გზა“. ამ გზით ცხვარი დაღესტნის მთებში აჰყავდათ. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, X საუკუნის დასაწყისში, კონსტანტი აფხაზთა მეფისა და კვირიკე I კახთა ქორეპისკოპოსის(მთავარი) შეერთებულმა ჯარმა ჰერეთის ლაშქარი დაამარცხა და ვეჯინის ზავის თანახმად, ადარნასე ჰერთა პატრიკმა კვირიკეს დაუთმო ორჭობი, ხოლო კონსტანტის — გავაზნი და არიში. 1962 წელს მთისძირში აღმოჩნდა არაბული მონეტების განძი.

ლიტერატურა რედაქტირება