საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური — საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. ცალკე სამსახურად ფუნქციონირებს 2015 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | |
![]() | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 1 აგვისტო, 2015 |
წინამორბედი უწყება | საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო |
უწყების ხელმძღვანელი | ვახტანგ გომელაური |
სექციების სია
- 1 ისტორია
- 2 სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები
- 3 სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრები
- 4 საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეები
- 5 აფხაზეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომისრები
- 6 აფხაზეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომისრის მოადგილეები
- 7 აფხაზეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეები
- 8 აჭარის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომისრები
- 9 აჭარის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეები
- 10 სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქუთაისის რეგიონის სამმართველოს უფროსები
- 11 სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქუთაისის რეგიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე
- 12 სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის რეგიონის სამმართველოს უფროსები
- 13 სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის რეგიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე
- 14 სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრები - მინისტრები
- 15 სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის სამმართველოს უფროსები
- 16 სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსები
- 17 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრები
- 18 საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის უფროსი
- 19 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრები
- 20 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსები
- 21 იხილეთ აგრეთვე
- 22 რესურსები ინტერნეტში
- 23 სქოლიო
ისტორია
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ფორმირება მოხდა 2015 წლის 1 აგვისტოს, გამოეყო რა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
რეფორმის შედეგად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში იმჟამად შსს-ის სტრუქტურაში შემავალი შემდეგი დანაყოფები გაერთიანდნენ: კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (სუს-ი), ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი. ამ უკანასკნელს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ევალებოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ 2015 წლის 4 ივნისს საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო საქმეთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე წარდგენისას რამდენიმეჯერ გაუსვა ხაზი, რომ ფარული მოსმენების ფუნქციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განახორციელებს.
დანარჩენი დანაყოფები, რომელთაც პოლიციური, კერძოდ კი საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციები აკისრიათ, მათ შორის კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია და მომსახურების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩებიან.
შსს-სგან განსხვავებით, რომელიც მთავრობის შემადგენელ ნაწილად რჩება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, რომლისთვისაც ერთ-ერთ სახელმძღვანელო პრინციპად კანონპროექტი „პოლიტიკურ ნეიტრალობას“ განსაზღვრავს.
ამ ახალი უწყების ხელმძღვანელს, კანონპროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი შეარჩევს და შესთავაზებს მთავრობას, რომელიც მოწონების შემთხვევაში, კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად. საკანონმდებლო ორგანო წარდგენიდან მაქსიმუმ 14 დღეში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით ამტკიცებს თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომლის უფლებამოსილების ვადა 6 წელს შეადგენს. ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
2017 წლის 13 ნოემბრის საკადრო ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდა საგარეო დაზვერვის სამსახური.
სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები
სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრები
- ავქსენტი ნარიკის ძე რაფავა, 7 მაისი, 1943 – 12 იანვარი, 1948 , სახელმწიფო უშიშროების მე-3 რანგის კომისარი, 1945 წლის 9 ივლისიდან - გენერალ-ლეიტენანტი;
- ნიკოლოზ მაქსიმეს ძე რუხაძე, 11 იანვარი, 1948 – 9 ივნისი, 1952, გენერალ-ლეიტენანტი (2 ნოემბერი, 1944);
- ალექსანდრე ივანეს ძე კოჭლავაშვილი, 9 ივნისი, 1952 – 16 მარტი, 1953, გენერალ-მაიორი (9 ივლისი, 1945).
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეები
მისამართი: ქ. თბილისი, ლესია უკრაინკას ქუჩა, სახლი №3.
- ალექსი ნიკოლოზის ძე ინაური, 26 მარტი, 1954 – 2 დეკემბერი, 1988, გენერალ-მაიორი. 1957 წლის 9 იანვრიდან გენერალ-ლეიტენანტი, 1967 წლის 27 ოქტომბრიდან - გენერალ-პოლკოვნიკი;
- გივი გრიგოლის ძე გუმბარიძე, 2 დეკემბერი, 1988 - 28 აპრილი, 1989;
- ტარიელ ვლადიმერის ძე ლორთქიფანიძე, 28 აპრილი, 1989 – 28 ნოემბერი, 1990, გენერალ-მაიორი (1990).
აფხაზეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომისრები
- ილარიონ ავქსენტის ძე გაგუა, 21 ივლისი, 1943 - 28 ოქტომბერი, 1950, სახელმწიფო უშიშროების კომისარი, 1945 წლის 9 ივლისიდან - გენერალ-მაიორი;
- შალვა იონას ძე კუჭავა, 28 ოქტომბერი, 1950 - 12 ივლისი, 1952, პოლკოვნიკი;
- ვლადიმერ ვიქტორის ძე თოფურია, 12 ივლისი, 1952 - 14 აპრილი, 1953, კაპიტანი.
აფხაზეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომისრის მოადგილეები
- ილარიონ ბესარიონის ძე მალანია (1940-ანი წლები.), ვიცე-პოლკოვნიკი;
- შალვა იონას ძე კუჭავა, 6 თებერვალი, 1950 - 28 ოქტომბერი, 1950
აფხაზეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეები
- ოთარ ალექსანდრეს ძე ქავთარაძე, 13 ივლისი, 1954 – 24 ივლისი, 1956, მე-3 რანგის შინაგან საქმეთა გენერალი (21 ოქტომბერი, 1962);
- ფიოდორ სერგეის ძე პილიუგინი, 24 ივლისი, 1956 – 4 ოქტომბერი, 1969, გენერალ-მაიორი (1970);
- ნოდარ შალვას ძე მაისურაძე, 4 ოქტომბერი, 1969 – 30 აპრილი, 1971;
- ლევონ ვართანის ძე გალუსტოვი, 30 აპრილი, 1971 – 19 მაისი, 1978, პოლკოვნიკი;
- გრიგოლ იორდანის ძე კომოშვილი, 19 მაისი, 1978 – 16 დეკემბერი, 1990, გენერალ-მაიორი;
- ავთანდილ შოთას ძე იოსელიანი, 1990 წლის 16 დეკემბრიდან, გენერალ-ლეიტენანტი (24 მაისი, 1996).
აჭარის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომისრები
- ანდრო პავლეს ძე კაპანაძე, 26 ივნისი, 1943 - 30 დეკემბერი, 1943, სახელმწიფო უშიშროების კომისარი (პრაქტიკულად მოვალეობის შესრულებას არ შედგომია ავადმყოფობის გამო);
- კონსტანტინე ოქროპირის ძე მიქაუტაძე, 11 თებერვალი, 1944 - აპრილი, 1945, სახელმწიფო უშიშროების პოლკოვნიკი (1945 წლის მარტში დააკავეს თანამდებობრივი დანაშაულის ბრალდებით);
- მიხეილ ნიკოლოზის ძე კუკუტარია, 26 ივლისი, 1945 - თებერვალი, 1948, პოლკოვნიკი;
- ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ფარცხალაძე, თებერვალი, 1948 - ივლისი, 1949, პოლკოვნიკი;
- ილია გრიგოლის ძე ურუშაძე, ივლისი, 1949 - აგვისტო, 1950;
- ფილარეტ დავითის ძე სებისკვერაძე, აგვისტო, 1950 - ნოემბერი, 1951;
- ივანე სარდიონის ძე ნოზაძე, ნოემბერი, 1951 - აგვისტო, 1952, ვიცე-პოლკოვნიკი;
- ივანე იოსების ძე ღარიბაშვილი, აგვისტო, 1952 - 14 აპრილი, 1953
აჭარის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეები
- ივანე იოსების ძე ღარიბაშვილი, 10 მაისი, 1954 - 3 სექტემბერი, 1954
- ტიტე სამსონის ძე ჩიქოვანი, 29 სექტემბერი, 1954 – 1974;
- გაიოზ გიორგის ძე ჩუბინიძე, 1 თებერვალი, 1974 – 1979;
- ოთარ გიორგის ძე ხატიაშვილი, 21 აგვისტო, 1979 – 9 მარტი, 1982, გენერალ-მაიორი (1983);
- ანზორ გიორგის ძე ჯაიანი, 16 აპრილი, 1982 – 1991
სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქუთაისის რეგიონის სამმართველოს უფროსები
სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქუთაისის რეგიონის სამმართველო ჩამოყალიბდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით 1951 წლის 5 ნოემბერს.
სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქუთაისის რეგიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე
სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის რეგიონის სამმართველოს უფროსები
სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის რეგიონი სამმართველო ჩამოყალიბდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით 1951 წლის 5 ნოემბერს.
სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის რეგიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე
- ივანე იოსების ძე ღარიბაშვილი, 24 იანვარი, 1952 - აგვისტო, 1952
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრები - მინისტრები
- მიხეილ ალექსანდრეს ძე სანაკოევი, 31 ივლისი, 1934 – 17 ივლისი, 1935;
- ალექსანდრე გიორგის ძე გოლოვანოვი, 17 ივლისი, 1935 – 31 ოქტომბერი, 1937, 1936 წლის 13 იანვრიდან - სახელმწიფო უშიშროების უფროსი ლეიტენანტი;
- ილარიონ ავქსენტის ძე გაგუა, 20 მარტი, 1938 – 31 აგვისტო, 1938, სახელმწიფო უშიშროების უფროსი ლეიტენანტი, 1938 წლის 23 მაისიდან - სახელმწიფო უშიშროების კაპიტანი (1937 წლის 31 ოქტომბრიდან - უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- იასონ ამბროსის ძე ჟღენტი, 25 ივლისი, 1939 – 23 ნოემბერი, 1940, სახელმწიფო უშიშროების ლეიტენანტი, 1939 წლიდან სუ უფროსი ლეიტენანტი, 1940 წლის 19 ივნისიდან სუ კაპიტანი (1938 წლის 4 სექტემბრიდან უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- ალექსანდრე სიმონის ძე ქვლივიძე, 23 ნოემბერი, 1940 – 19 მარტი, 1941, სუ კაპიტანი;
- ეფიმ რუსების ძე კაჯაევი, 19 მარტი, 1941 – აგვისტო, 1941;
- ალექსანდრე სიმონის ძე ქვლივიძე (მეორეჯერ), 3 აგვისტო, 1941 – 28 ნოემბერი, 1942, სუ კაპიტანი, 1942 წლის 5 მაისიდან სუ მაიორი;
- ალექსანდრე გიორგის ძე გოლოვანოვი (მეორეჯერ), 28 ნოემბერი, 1942 – 21 მაისი, 1943, სუ მაიორი, 1943 წლის 14 თებერვლიდან სუ პოლკოვნიკი;
- გერასიმე კიმიჩის ძე ხუჯეევი, 21 მაისი, 1943 – 22 სექტემბერი, 1944;
- რევაზ ნესტორის ძე გაბარაევი, 22 სექტემბერი, 1944 – 13 მარტი, 1948;
- ბორის ილიას ძე ტეკაევი, 13 მარტი, 1948 – 17 ნოემბერი, 1950, გენერალ-მაიორი;
- ზაქარია მელიტონის ძე კუდუხაშვილი, 17 ნოემბერი, 1950 – 21 მაისი, 1953;
- ლავრენტი ილიას ძე შიუკაშვილი, 21 მაისი, 1953 – 27 ნოემბერი, 1953;
- სარდიონ ვასილის ძე ჯიოევი, 12 დეკემბერი, 1953 – 13 მაისი, 1954;
- ვლადიმერ ისაკის ძე გაზაევი, 18 მაისი, 1954 – 25 დეკემბერი, 1954;
- ამბროსი სუხიაშვილი, 8 მარტი, 1955 – 7 იანვარი, 1957;
- გრიგორი ნაფის ძე კაჩმაზოვი, 7 იანვარი, 1957 – 30 ნოემბერი, 1961;
- ზაურ გაბრიელის ძე ცხოვრებოვი, 30 ნოემბერი, 1961 – 29 აპრილი, 1975;
- სიმონ ილიას ძე ბითაროვი, 29 აპრილი, 1975 – 3 აგვისტო, 1978;
- გრიგოლი გრიგოლის ძე შალამბერიძე, 3 აგვისტო, 1978 – 14 დეკემბერი, 1982;
- ბესარიონ კირილეს ძე ბალავაძე, 28 დეკემბერი, 1982 – 2 ოქტომბერი, 1987;
- გიორგი სიმონის ძე ინჯია, 2 ოქტომბერი, 1987 – 13 აპრილი, 1990;
- მერაბ ირაკლის ძე ღუდუშაური, 13 აპრილი – 28 დეკემბერი, 1990.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის სამმართველოს უფროსები
- ილია ივანეს ძე გასიევი, 21 ივლისი, 1943 – მაისი, 1949, სუ ვიცე-პოლკოვნიკი, 1945 წლის 9 ივლისიდან - პოლკოვნიკი;
- ლავრენტი ილიას ძე შიუკაშვილი, 19 მაისი, 1949 – ნოემბერი, 1949, ვიცე-პოლკოვნიკი;
- მიხეილ ალექსის ძე ლობჟანიძე, 19 ივლისი, 1950 – 27 თებერვალი, 1952
- ლავრენტი ილიას ძე შიუკაშვილი (მეორეჯერ), 27 თებერვალი, 1952 – 30 აპრილი, 1953;
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსები
- სარდიონ ვასილის ძე ჯიოევი, 13 აპრილი, 1954 – 28 აგვისტო, 1959;
- გიორგი ილიას ძე ლოლაევი, 26 აგვისტო, 1959 – 12 ოქტომბერი, 1965;
- სერგეი სიმონის ძე ბეტეევი, 12 ოქტომბერი, 1965 – 30 სექტემბერი, 1986;
- მამია გიორგის ძე ალასანია, 30 სექტემბერი, 1986 – 1 ნოემბერი, 1988;
- გივი დავითის ძე სუბაშვილი, 1988 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრები
1991 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (КГБ) ტრანსფორმაცია განიცადა და ეწოდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრად პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დანიშნა КГБ-ს ყოფილი საგარეო დაზვერვის თანამშრომელი ანზორ მაისურაძე. ამ ჩეკისტის შესახებ ცნობილია, რომ 60-ან წლებში 8 წელი იმსახურა КГБ-ს რეზიდენტურაში იორდანიაში. 1991 წლის 2 დეკემბერს ანზორ მაისურაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. იგი შეცვალა ასევე ყოფილმა КГБ-ს თანამშრომელმა, თამაზ ნინუამ.
- ანზორ ამბროსის ძე მაისურაძე, 30 სექტემბერი, 1991 - 2 დეკემბერი, 1991 (გენერალ-მაიორი, 7 მაისი, 1992);
- თამაზ ვახტანგის ძე ნინუა, 2 დეკემბერი, 1991 - 2 მაისი, 1992 (გენერალ-მაიორი, 29 ნოემბერი, 1996).
1991 წლის 22 დეკემბრის თბილისის სამოქალაქო ომის დროს თამაზ ნინუა გადავიდა ბოევიკების თენგიზ კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის მხარეს. მათი ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლის დროს თ. ნინუამ მიიღო შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2003 წელს ის გავიდა პენსიაზე და დაკავდა მცირე ბიზნესით ტყავის წარმოების დარგში.
ცალკეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია ამოიცნო თუ რომელ ჩეკისტურ კლანს ეკუთვნოდა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების მინისტრი თამაზ ნინუა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს იყო რომელიღაც პროამერიკული КГБ-ს კლანი.
2009 წლის 13 ნოემბერს ის და მისი მეუღლე თბილისში, ადამ მიცკევიჩის №18-ში მოკლულები იპოვეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, გვამები საძინებელ ოთახში აღმოაჩინეს. თამაზ ნინუა სავარძელში მჯდომი მოკლეს, მისი მეუღლე ეთერ ნინუა კი საწოლში იყო ჩაცხრილული. ორივე მათგანს ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი. უშიშროების გენერლის მკვლელობა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის საგამოძიებო კომისიის შექმნას დაემთხვა, რაც სხვადასხვა ეჭვის მიზეზად იქცა. ოფიციალურად თამაზ ნინუას მკვლელად ითვლებოდა ახლო პარტნიორი ბიზნესში, ვინმე თამაზ გოგია. ის გასამართლდა 2010 წლის 13 აგვისტოს და მკვლელობისთვის 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ მან ჩადენილი დანაშაული არ აღიარა.
„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თამაზ გოგიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ამისა, ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი“, — ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
2010 წლის 13 აგვისტოს თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თითქოსდა დანაშაულის ჩადენას ამტკიცებდა. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებულმა ექსპერტიზამ თამაზ გოგიას ბრალეულობა გამორიცხა და აჩვენა, რომ მის მიმართ ბრალეულობის მტკიცებულებები გაყალბებულია. თამაზ გოგია გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, 2017 წლის 20 ივლისს სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის უფროსი
1992 წლის 2 მაისს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ოფიციალურად დაიშალა და მის ნაცვლად შეიქმნა საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახური. ამ ახალი სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს წევრი, ირაკლი ბათიაშვილი. იგი ამ თანამდებობას აფხაზეთში ომის დროს იკავებდა.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრები
- იგორ გიორგაძე, 12 ოქტომბერი, 1993 - 2 სექტემბერი, 1995 (გენერალ-მაიორი, 14.11.1993 წ, გენერალ-ლეიტენანტი, 18.12.1994 წ.);
- შოთა კვირაია, 2 სექტემბერი, 1995 - 30 ივნისი, 1997 (გენერალ-მაიორი, 13.05.1992 წ, გენერალ-ლეიტენანტი, 12.09.1993 წ.);
- ჯემალ გახოკიძე, 30 ივნისი, 1997 - 9 თებერვალი, 1998 (გენერალ-მაიორი, 15.06.1994 წ, გენერალ-ლეიტენანტი, 02.12.1997 წ.);
- ვახტანგ ქუთათელაძე, 9 თებერვალი, 1998 – 21 ნოემბერი, 2001 (გენერალ-მაიორი, 12.03.1995 წ, გენერალ-ლეიტენანტი, 12.03.1999 წ.);
- ვალერიან ხაბურძანია, 21 ნოემბერი, 2001 - 17 თებერვალი, 2004;
- ზურაბ ადეიშვილი, 17 თებერვალი, 2004 - 7 ივნისი, 2004;
- ივანე მერაბიშვილი, 7 ივნისი, 2004 - 18 დეკემბერი, 2004.
უწყება შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მის ნაცვლად იმავე წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდ-ი) შეიქმნა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს დეპარტამენტები გაუქმდა და მათი ადგილი სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა დაიკავეს.
საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 27 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა მსხვილი პაკეტი, რომელიც სამინისტროდან უსაფრთხოების სტრუქტურების გამოყოფას ითვალისწინებდა. ცვლილებებს განხილვიდან ორი კვირის თავზე ეყარა კენჭი და მას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი შაბათს, 11 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსები
- ვახტანგ გომელაური, 22 ივლისი, 2015 – 8 სექტემბერი, 2019
- გრიგოლ ლილუაშვილი (მოვალეობის შემსრულებელი), 8 სექტემბერი, 2019 – 17 ოქტომბერი, 2019
- გრიგოლ ლილუაშვილი, 17 ოქტომბერი, 2019[1] – მოქმედი