გრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1977, ქუთაისი [1]) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი. სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი.
გრიგოლ ლილუაშვილი | |
![]() | |
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 17 ოქტომბერი, 2019 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
წინამორბედი | ვახტანგ გომელაური |
საქართველოს პარლამენტის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2016 – 22 დეკემბერი, 2017 | |
დაბადებული | 1 სექტემბერი, 1977 ქუთაისი |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
წოდება | გენერალ-მაიორი |
პროფესია | ეკონომისტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა 1977 წლის 1 სექტემბერს. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. 1999 წელს „Air Georgia“-ს ფინანსური მენეჯერი. 1999-2001 წლებში იყო „ქართული ავიახაზები - აირზენას“ მარკეტინგის მენეჯერი. 2003-2004 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის „RILO“-ში, დსთ-ის ქვეყნების საბაჟო სამსახურების მეთაურთა უმაღლეს საბჭოში. 2004-2008 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2007-2008 წლებში – ასოციაცია „ATU“-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2008-2013 წლებში იყო შპს „ქართუ მშენებელის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 2013-2014 წლებში იყო შპს „ბურჯის“ გენერალური დირექტორი. 2014-2016 წლებში შპს „Old City Development“-ის გენერალური დირექტორი. 2015-2016 წლებში „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2015-2016 წლებში ს/ს „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016 წელს იყო თბილისის მერის მოადგილე. 2016-2017 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანისა და ხონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2017 წლის 22 დეკემბრიდან 2019 წლის 8 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. 2019 წლის 8 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
პირადი ცხოვრებარედაქტირება
ჰყავს მეუღლე მაია ჭეიშვილი (დ. 1982) და ორი შვილი: ნიკოლოზი (დ. 2008) და ლაზარე (დ. 2013).