ვახტანგ გივის ძე ქუთათელაძე (დ. 8 ოქტომბერი, 1955, აბასთუმანი, ადიგენის რაიონი, საქართველოს სსრ) — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 1998 წლის 9 თებერვლიდან2001 წლის 21 ნოემბრამდე, გენერალ-ლეიტენანტი.

ვახტანგ ქუთათელაძე
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 თებერვალი, 1998 – 21 ნოემბერი, 2001
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიჯემალ გახოკიძე
მემკვიდრევალერიან ხაბურძანია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მარტი, 1996 – 30 ოქტომბერი, 1998
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრესულხან პაპაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ივნისი, 1994 – 12 მარტი, 1996
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეთანამდებობას სახელი შეეცვალა

დაბადებული8 ოქტომბერი, 1956
აბასთუმანი, ადიგენის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებასაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
წოდებაგენერალ-ლეიტენანტი
პროფესიაინჟინერი
ჯილდოებივახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვახტანგ ქუთათელაძე დაიბადა 1955 წლის 8 ოქტომბერს ადიგენის რაიონის დაბა აბასთუმანში. 1977 წელს თბილისში დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროამძრავი და საწარმოო დანადგარების ავტომატიზაციის ფაკულტეტი. 1983 წლიდან იყო სკკპ წევრი. 1972 წლის ივლისიდან 1973 წლის სექტემბრამდე მუშაობდა სპორტულ ნაგებობათა სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში მუშად, 1973 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე — ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეურნეო განყოფილებაში მუშად, 1976 წლის სექტემბრიდან 1977 წლის იანვრამდე — ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის საერთო განყოფილებაში სანიტრად, 1977 წლის ოქტომბრიდან 1980 წლის იანვრამდე — სპეციალური საკონსტრუქტორო ტექნიკური ბიუროს — „მშენინდუსტრიის“ საქართველოს ფილიალში კონსტრუქტორად.

1980 წლის 28 იანვრიდან 1981 წლის 30 იანვრამდე გაიარა სსრკ სუკ-ის უმაღლესი კურსები. 1981 წლიდან მუშაობა დაიწყო სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. 1981 წლის 30 იანვრიდან 1 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სუკ-ის მე-5 განყოფილების მე-6 ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულად, 1981 წლის 1 ივლისიდან 1982 წლის 27 სექტემბრამდე — სუკ-ის მე-5 განყოფილების მე-4 ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულად. 1982 წლის 27 სექტემბრიდან 1986 წლის 3 სექტემბრამდე იყო სუკ-ის მე-9 ქვეგანყოფილების დაცვის უფროსი ოფიცერი, 1986 წლის 3 სექტემბრიდან 18 ნოემბრამდე — სუკ-ის მე-5 განყოფილების მე-4 ქვეგანყოფილების უფროსი ოპერრწმუნებული, 1986 წლის 18 ნოემბრიდან 1987 წლის 29 ივლისამდე — სუკ-ის მე-5 განყოფილების მე-6 ქვეგანყოფილების უფროსი ოპერრწმუნებული, 1987 წლის 29 ივლისიდან 28 ოქტომბრამდე — სუკ-ის მე-5 განყოფილების მე-5 ქვეგანყოფილების უფროსი ოპერრწმუნებული, 1987 წლის 28 ოქტომბრიდან 1989 წლის 25 ნოემბრამდე — სუკ-ის მე-5 განყოფილების მე-5 ქვეგანყოფილების უფროსი, 1989 წლის 25 ნოემბრიდან 1990 წლის 9 აგვისტომდე — სუკის „ზ“ განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების უფროსი, 1990 წლის 9 აგვისტოდან 1991 წლის 18 ნოემბრამდე — საქართველოს სსრ სუკ-ის თავმჯდომარის თანაშემწე — საზოგადოებრივი კავშირების ჯგუფის უფროსი. 1991 წლის 18 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილე კადრების დარგში, 1991 წლის 10 დეკემბრიდან 1992 წლის 11 მაისამდე — საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილე კადრების დარგში, კადრების განყოფილების უფროსი, 1992 წლის 11 მაისიდან 1993 წლის 24 აგვისტომდე — საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე, 1993 წლის 24 აგვისტოდან 14 ოქტომბრამდე — საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე — სამხედრო კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი, 1993 წლის 14 ოქტომბრიდან 1994 წლის 25 აპრილამდე — საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილე კადრების დარგში, 1994 წლის 25 აპრილიდან 23 ივნისამდე — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე. 1994 წლის 23 ივნისიდან 1996 წლის 12 მარტამდე იყო სამთავრობო დაცვის სამსახურის უფროსი, 1996 წლის 12 მარტიდან 1998 წლის 30 ოქტომბრამდე — საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. 1996-2004 წლებში იყო საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

1998 წლის 9 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელდა თავდასხმა, რომლის დროსაც ვ. ქუთათელაძემ ე. შევარდნაძე უვნებლად მიიყვანა უსაფრთხო ადგილამდე. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 1 ნოემბრის #782 განკარგულების თანახმად ვ. ქუთათელაძეს, 1998 წლის 9 თებერვალს ქ. თბილისში განხორციელებული ტერაქტის დროს გამოჩენილი მამაცობის, თავდადებისა და გაბედული მოქმედებისათვის ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენი მიენიჭა. მიღებული აქვს აგრეთვე 5 მედალი. 1998 წლის 30 ოქტომბერს ვახტანგ ქუთათელაძე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი გახდა. 2001 წლის 31 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მან გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით მისი გადადგომა დაკავშირებული იყო დამოუკიდებელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისში 30 ოქტომბერს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა შესვლისა და ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების მცდელობის გამო. პრეზიდენტმა ვ. ქუთათელაძის განცხადება დააკმაყოფილა.

2001 წლის შემდეგ დასაქმებული იყო კერძო ბიზნესში.

სპეციალური წოდებები

რედაქტირება
  • ლეიტენანტი (27.10.1977),
  • უფროსი ლეიტენანტი (30.03.1981),
  • კაპიტანი (25.04.1984),
  • მაიორი (28.05.1987),
  • ვიცეპოლკოვნიკი (28.05.1991),
  • პოლკოვნიკი (26.06.1992),
  • გენერალ-მაიორი (12.03.1996),
  • გენერალ-ლეიტენანტი (12.03.1999)

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება