განსაკუთრებული რაზმი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უწყება, რომელსაც ევალებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა.

მელქისედეკ კედია - რაზმის ხელმძღვანელი.

განსაკუთრებული რაზმი შეიქმნა შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის პირადი ინიციატივით. კანონპროექტი ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა 1918 წლის 26 ივლისს.

თავდაპირველად რაზმი დაარსდა 6 თვით, თუმცა შემდეგ მისი მოქმედება გახანგრძლივდა და მუდმივად არსებობდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში. რაზმის მიზანი იყო ბრძოლა კონტრრევოლუციის, სპეკულაციისა და ძარცვა-გლეჯის წინააღმდეგ, ამავდროულად, რაზმი ებრძოდა ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს, რუსული სპეცსამსახურების საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. რაზმი მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და მოქმედებდა მინისტრის პირადი განკარგულებით. უშუალოდ რაზმს მეთაურობდა მელქისედეკ კედია.

რაზმის უფროსს და მის თანამშრომლებს უფლება ჰქონდათ, აუცილებლობის შემთხვევაში დაეპატიმრებინათ ცალკეული პირები და ჩაეტარებინათ ჩხრეკა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რაზმის უფროსს უფლება ჰქონდა, დახმარებისათვის მიემართა მილიციის, ჯარისა და გვარდიის ნაწილებისათვის. განსაკუთრებულ რაზმში შედიოდა როგორც ოპერატიული დანაყოფი, ასევე სპეცდანიშნულების შეიარაღებული ფორმირება — მფრინავი რაზმი.

1920 წლის მუშაობის ანგარიში[1]:

  • დააპატიმრეს არალეგალურად მომუშავე 513 ბოლშევიკი და მათი აგენტები (აქ შედიან უცხო ქვეყნის ბოლშევიკი ჯაშუშები)[1]
  • ქვეყნიდან გააძევეს დენიკინის მომხრე არასაიმედო 179 პირი[1]
  • დააპატიმრეს ყალბი ფულის და საბუთების დამამზადებელი 33 პირი[1]
  • დააპატიმრეს სამსახურეობრივ დანაშაულში ბრალდებული 54 პირი[1]
  • დაიჭირეს 56 სპეკულიანტი[1]
  • ქვეყნიდან გააძევეს უცხოეთიდან ჩამოსული 8749 არაკეთილსაიმედო პირი[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სილაქაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 86.
  • სულაძე გ., „ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები“, თბილისი, 2010