შოთა ოთარის ძე კვირაია (დ. 5 ივნისი, 1952, ცხაკაია, საქართველოს სსრ — გ. 10 იანვარი, 2011, მოსკოვი, რუსეთი) — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 1995 წლის 2 სექტემბრიდან1997 წლის 30 ივნისამდე, გენერალ-ლეიტენანტი, სუკის ყოფილი ოფიცერი, ერთ-ერთი გავლენიანი წევრი ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში.

შოთა კვირაია
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 დეკემბერი, 1995 – 6 ივლისი, 1997
წინამორბედიავთანდილ იოსელიანი
მემკვიდრეჯემალ გახოკიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ოქტომბერი, 1993 – 14 დეკემბერი, 1995
წინამორბედიედუარდ შევარდნაძე
მემკვიდრეკახა თარგამაძე

დაბადებული5 ივნისი, 1952
ცხაკაია, ცხაკაიას რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი10 იანვარი, 2011
მოსკოვი, რუსეთი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებასაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წოდებაგენერალ-ლეიტენანტი
პროფესიაინჟინერი, იურისტი
ჯილდოებივახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

შოთა კვირაია დაიბადა 1952 წლის 5 ივნისს ქ. ცხაკაიაში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1970 წლის მაისიდან 1972 წლის აპრილამდე მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური, მსახურობდა საჰაერო-სადესანტო ძალებში. 1977 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით. 1978 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს კაუნასის მილიციის უმაღლესი სკოლა, 1987 წელს კი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1977 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე მუშაობდა ქ. ცხაკაიაში, საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლოსარემონტო სამმართველოში, სამუშაოთა მწარმოებლად. შინაგან საქმეთა ორგანოებში 1977 წლიდან განვლო გზა რიგითი ოპერმუშაკიდან მინისტრობამდე. 1977 წლის 24 ნოემბრიდან 1979 წლის 8 სექტემბრამდე მუშაობდა აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოხუმის საქალაქო განყოფილების სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი ქვეგანყოფილების ინსპექტორად, 1979 წლის 8 სექტემბრიდან 1980 წლის 27 ივნისამდე — აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების ინსპექტორად, 1980 წლის 27 ივნისიდან 1983 წლის 26 მაისამდე — აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების სახაზო-დარგობრივი ქვეგანყოფილების უფროს ინსპექტორად, 1983 წლის 26 მაისიდან 1984 წლის 20 მარტამდე — აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების — საწარმოო მშენებლობაში, მსუბუქ და კვების მრეწველობაში, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურებაში, მომარაგება-გასაღების ორგანიზაციებში, სავალუტო დანაშაულების და ყალბი ფულისმჭრელებისა და ტვირთების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი ქვეგანყოფილების უფროს ინსპექტორად, 1984 წლის 20 მარტიდან 4 ოქტომბრამდე — აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების მე-3 (წარმოებებში, მშენებლობაში, მსუბუქი 93 და კვების მრეწველობაში მომხდარი დატაცებების წინააღმდეგ) ქვეგანყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად, 1984 წლის 4 ოქტომბრიდან 1985 წლის 23 სექტემბრამდე — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად, 1985 წლის 23 სექტემბრიდან 1987 წლის 20 იანვრამდე — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ვაჭრობაში დატაცების, სპეკულაციის, სავალუტო დანაშაულების და ყალბი ფულისმჭრელების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად, 1987 წლის 20 იანვრიდან 1989 წლის 30 აგვისტომდე — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს, აგროსამრეწველო კომპლექსში დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1989 წლის 30 აგვისტოდან 1990 წლის 28 ნოემბრამდე — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს, აგროსამრეწველო სისტემაში მომხდარი დანაშაულების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსად — სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1990 წლის 28 ნოემბრიდან 1991 წლის 18 თებერვლამდე აყვანილი იყო საქართველოს შსს კადრების სამმართველოს განკარგულებაში. 1991 წლის 18 თებერვლიდან 23 აგვისტომდე მუშაობდა მოსკოვში, სსრკ შსს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი სამმართველოს მე-2 განყოფილების ოპერრწმუნებულად, 1991 წლის 23 აგვისტოდან 14 დეკემბრამდე — სსრკ შსს ეკონომიკურ დანაშაულებათა წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრალური ბიუროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს ოპერრწმუნებულად, 1991 წლის 14 დეკემბრიდან 1992 წლის 12 იანვრამდე — სსრკ შსს ეკონომიკაში არსებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი ბიუროს მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს ოპერრწმუნებულად, ამასთან, იყო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ინტერპოლში. 1992 წლის 12 იანვრიდან 11 მაისამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 1992 წლის 11 მაისიდან 1993 წლის 11 ოქტომბრამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ. 1993 წლის 11 ოქტომბრიდან 1995 წლის 14 დეკემბრამდე შოთა კვირაია იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. 1994 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. 1995 წლის 15 დეკემბრიდან 1997 წლის 6 ივლისამდე კი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. მას ბრალი დასდეს ოპოზიციის დარბევაში, ადამიანის უფლებების დამცველთა დევნასა და პატიმრების წამებაში (1993 წელს დაუმტკიცდა 6 მამაკაცის მკვლელობა), რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და სატელეფონო საუბრების მოსმენა.

1997 წელს ის იძულებული გახდა გასულიყო პენსიაში. მას შემდეგ ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც გარდაიცვალა 2011 წლის 10 იანვარს, თირკმელის უკმარისობით. თბილისში ჩამოასვენეს 2011 წლის 12 იანვარს.

სამხედრო წოდებები

რედაქტირება
  • მილიციის ლეიტენანტი (01.12.1978),
  • მილიციის უფროსი ლეიტენანტი (31.12.1980),
  • მილიციის კაპიტანი (17.01.1984),
  • მილიციის მაიორი (18.01.1988),
  • მილიციის პოდპოლკოვნიკი (26.03.1990),
  • მილიციის პოლკოვნიკი (21.01.1992),
  • მილიციის გენერალ-მაიორი (14.05.1992),
  • გენერალ-ლეიტენანტი (11.09.1993).

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

შოთა კვირაია 1991 წლის 28 ივნისს დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკის სამკერდე ნიშნით. 1996 წლის 29 ნოემბერს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომლის წოდება. არის სსრკ შსს დამსახურებული მუშაკი. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 8 ნოემბრის #473 ბრძანებულებით, დაჯილდოვდა პირველი ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით. მიღებული აქვს აგრეთვე ათი მედალი. იყო სპორტის ოსტატი და საქართველოს სამგზის ჩემპიონი კრივში.

ლიტერატურა

რედაქტირება