კახა მამიას ძე თარგამაძე (დ. 30 ნოემბერი, 1955, ბათუმი, საქართველოს სსრ) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (1995-2001), გენერალ-ლეიტენანტი.

კახა თარგამაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 სექტემბერი, 1995 – 1 ნოემბერი, 2001
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიშოთა კვირაია
მემკვიდრეკობა ნარჩემაშვილი

დაბადებული30 ნოემბერი, 1955
ბათუმი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო რუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი
წოდებაგენერალ-ლეიტენანტი
პროფესიაიურისტი
ინჟინერი
ჯილდოებისაქართველოს ღირსების ორდენი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კახა თარგამაძე დაიბადა 1955 წლის 30 ნოემბერს ქ. ბათუმში, მოსამსახურის ოჯახში. 1972 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის მე-6 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტზე, რომელიც 1977 წელს დაამთავრა. 1968 წლიდან იყო ალკკ-ს წევრი, 1979 წლიდან კი სკკპ-ის წევრობის კანდიდატი. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. კახა თარგამაძემ 1977 წლის ნოემბრიდან მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლოსამონტაჟო სამმართველოში ბრიგადირად, შემდეგ მშენებელ-ოსტატად. 1979 წლის 29 სექტემბრიდან 1983 წლის 15 მაისამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ინსპექტორად, 1983 წლის 17 მაისიდან 1985 წლის 1 ოქტომბრამდე — ამავე სამმართველოს უფროს ინსპექტორად, უფროს ოპერრწმუნებულად (01.10.1985 — 17.08.1989), განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს ოპერრწმუნებულად (17.08.1989 — 28.06.1991). 1991 წლის 28 ივნისს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის შსს ეკონომიკურ დანაშაულებთან და საბოტაჟთან მებრძოლი სამმართველოს მრეწველობის, მოსახლეობის კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 1992 წლის 30 ივლისიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის შსს სამეურნეო და თანამდებობრივ დანაშაულებთან მებრძოლი სამმართველოს მრეწველობის, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების სფეროებში სამეურნეო და თანამდებობრივ დანაშაულობებთან ბრძოლის ორგანიზაციის განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1992 წლის 18 დეკემბრიდან კი — საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეურნეო და თანამდებობრივ დანაშაულებთან მებრძოლი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1993 წლის 22 ოქტომბრიდან 1994 წლის 25 ივლისამდე კახა თარგამაძე იყო ეკონომიკურ დანაშაულებათა წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, შემდეგ ამავე სამმართველოს უფროსი (25.07.1994 — 05.01.1995). 1995 წლის 5 იანვრიდან 12 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, რეკეტისა და ეკონომიკური დივერსიის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. 1995 წლის 20 სექტემბრიდან ამავდროულად დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1995 წლის 15 დეკემბრიდან 2001 წლის 1 ნოემბრამდე კახა თარგამაძე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

სპეციალური წოდებები

რედაქტირება
  • მილიციის ლეიტენანტი (30.06.1980),
  • მილიციის უფროსი ლეიტენანტი (01.08.1982),
  • მილიციის კაპიტანი (15.08.1985),
  • მილიციის მაიორი (31.08.1989),
  • მილიციის პოდპოლკოვნიკი (14.03.1992),
  • პოლიციის პოდპოლკოვნიკი (01.09.1992),
  • პოლიციის პოლკოვნიკი (20.04.1994),
  • პოლიციის გენერალ-მაიორი (16.08.1995),
  • პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი (25.05.1996).

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (20.10.1995), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (06.11.1997), საიუბილეო მედლებით. 2001 წლის 18 ივლისს მიენიჭა საქართველოს `შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკის~ საპატიო წოდება.

ლიტერატურა

რედაქტირება