კობა ნარჩემაშვილი

კობა ნარჩემაშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1969, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (1 ნოემბერი, 200125 ნოემბერი).

კობა ნარჩემაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ნოემბერი, 2001 – 25 ნოემბერი, 2003
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიკახა თარგამაძე
მემკვიდრეგიორგი ბარამიძე

დაბადებული20 დეკემბერი, 1969 (1969-12-20) (55 წლის)
ქუთაისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტია„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით
წოდებაგენერალ-ლეიტენანტი
პროფესიასამართალმცოდნე და ფინანსისტი
საქმიანობაპარლამენტის მაჟორიტარი წევრი
რელიგიამართლმადიდებელი ქრისტიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კობა ნარჩემაშვილი დაიბადა 1969 წლის 20 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის №2 საშუალო სკოლა. 1993 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2003 წელს კი იმავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით; არის სამართალმცოდნე და ფინანსისტი. 1993-1995 წლებში მუშაობდა წყალტუბოს რაიონის პროკურატურაში ჯერ გამომძიებლად შემდეგ კი უფროს გამომძიებლად. 1995-1996 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. 1996-1997 წლებში მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში; იყო პრეზიდენტის მრჩეველი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. 1997-1998 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 1998-2000 წლებში იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2000 წელს დაინიშნა შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარედ, საიდანაც მალევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დააწინაურეს. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.

მინიჭებული აქვს პოლიციის გენერალ-ლეიტენანტის წოდება;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება