ავთანდილ იოსელიანი

ავთანდილ იოსელიანი (დ. 17 აგვისტო, 1950, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 13 ნოემბერი, 2007) — ქართველი, სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. გენერალ-ლეიტენანტი (24.05.1996).

ბიოგრაფია

რედაქტირება

ავთანდილ იოსელიანი დაიბადა 1950 წლის 17 აგვისტოს ქ. თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 150-ე საშუალო სკოლა. 1967-1973 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სარკინიგზო გზების ექსპლოატაციის ინჟინრის სპეციალობით. 1973 წლის 17 სექტემბრიდან 1974 წლის იანვრამდე ამიერკავკასიის რკინიგზის ქ. თბილისის სამგზავრო სადგურში მორიგედ მუშაობდა.

1974 წლის 1 თებერვლიდან 1975 წლის 29 იანვრამდე იყო სსრკ სუკ-ის უმაღლესი კურსების კურსანტი. 1975 წლიდან დაიწყო მისი შრომითი საქმიანობა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. 1975 წლის 30 იანვრიდან 1977 წლის 19 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სუკ-ის მე-2 განყოფილების მე-6 ქვეგანყოფილების ოპერმუშაკად, 1977 წლის 19 დეკემბრიდან 1980 წლის 26 მარტამდე — საქართველოს სსრ სუკ-ის მე-2 განყოფილების მე-6 ქვეგანყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად. 1980 წელს გაიარა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ქ. მინსკის უმაღლესი სკოლის ოპერატიული შემადგენლობის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, შემდეგ კი სსრკ სუკ-ის უმაღლესი — ხელმძღვანელ მუშაკთა შემადგენლობის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. 1980 წლის 25 მარტიდან 1982 წლის 26 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სუკ-ის სამტრედიის რაიონის და რკინიგზის სადგურის სამტრედიის განყოფილების უფროსად, 1982 წლის 26 იანვრიდან 1983 წლის 23 ივნისამდე — საქართველოს სსრ სუკ-ის მე-4 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უფროსად, 1983 წლის 27 ივლისიდან 1986 წლის 3 ივლისამდე — საქართველოს სსრ სუკ-ის განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1986 წლის 3 ივლისიდან 1987 წლის 11 ივნისამდე — საქართველოს სსრ სუკ-ის მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1987 წლის 11 ივნისიდან 1990 წლის 16 დეკემბრამდე იყო აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ამავდროულად გაგრის საქალაქო განყოფილების უფროსი, 1990 წლის 16 დეკემბრიდან 1992 წლის 1 ივლისამდე — აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, 1992 წლის 1 ივლისიდან 1992 წლის 3 დეკემბრამდე აფხაზეთის ასსრ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე, 1992 წლის 3 დეკემბიდან 1993 წლის 17 ოქტომბრამდე — საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე, ამავე დროს იყო თბილისის საქალაქო სამმართველოს უფროსი. 1993 წლის 17 ოქტომბრიდან 1994 წლის 25 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედ, 1994 წლის 25 აპრილიდან 1995 წლის 2 სექტემბრამდე — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 1995 წლის 2 სექტემბრიდან ამავე წლის 18 დეკემბრამდე იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 1995 წლის 25 დეკემბრიდან 1997 წლის 21 სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედ. 1997 წლის 21 სექტემბრიდან 2004 წლის 24 თებერვლამდე იყო საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 1998 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტ ე. შევარდნაძის ბრძანებულებით, დაინიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად. სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა საბერძნეთში, კვიპროსში, სირიაში, ეგვიპტეში, თურქეთში (1979 წ.), არგენტინაში (1980 წ.), გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (1982 წ.).

ავთანდილ იოსელიანი გარდაიცვალა 2007 წლის 13 ნოემბერს.

სამხედრო წოდებები

რედაქტირება
  • ლეიტენანტი (07.06.1972),
  • უფროსი ლეიტენანტი (30.08.1975),
  • კაპიტანი (05.10.1978),
  • მაიორი (07.11.1981),
  • ვიცე-პოლკოვნიკი (08.11.1985),
  • პოლკოვნიკი (08.11.1990),
  • გენერალ-მაიორი (22.03.1993),
  • გენერალ-ლეიტენანტი (24.05.1996).

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება
  • ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენი (29.11.1996),
  • ღირსების ორდენი (17.08.2000)
  • 4 მედალი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება