გერმანია

ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში
(გადამისამართდა გვერდიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)

გერმანია (გერმ. Deutschland), ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვა, დანია და ბალტიის ზღვა, აღმოსავლეთით — პოლონეთი და ჩეხეთი, სამხრეთით — ავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357 021 კმ². 2023 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 84 მილიონი კაცია.[5]

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
Bundesrepublik Deutschland
გერმანია
გერმანიის
დროშა გერბი
დევიზი: „Einigkeit und Recht und Freiheit“[1][2][3]
„ერთიანობა, სამართალი, თავისუფლება“
ჰიმნი: Das Lied der Deutschen
(გერმანელების სიმღერა)
ფედერალური არწივი
  • გერმანიის მთავრობის გერბი
გერმანიის მდებარეობა ევროპის რუკაზე
გერმანიის მდებარეობა
გერმანიის მდებარეობა ევროპის რუკაზე
გერმანიის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ბერლინი
52°31′ ჩ. გ. 13°23′ ა. გ. / 52.517° ჩ. გ. 13.383° ა. გ. / 52.517; 13.383
ოფიციალური ენა გერმანული [ა]
ეთნიკური ჯგუფები
ეთნოქორონიმი გერმანელი
მთავრობა ფედერალური საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
 -  კანცლერი ოლაფ შოლცი
 -  ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბერბელ ბასი
 -  ბუნდესრატის პრეზიდენტი ბოდო რამელოვი
საკანონმდებლო ორგანო
 -  ზედა პალატა ბუნდესრატი
 -  ქვედა პალატა ბუნდესტაგი
ფორმირება
 -  საღვთო რომის იმპერია 2 თებერვალი, 962 
 -  გერმანიის კავშირი 8 ივნისი, 1815 
 -  გაერთიანება 18 იანვარი, 1871 
 -  ფედერაციული რესპუბლიკა 23 მაისი, 1949 
 -  დაარსდა ევროპული
თანამეგობრობა
(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1958 
 -  ხელახალი გაერთიანება 3 ოქტომბერი, 1990 
ფართობი
 -  სულ 357 168 კმ2 (63-ე)
 -  წყალი (%) 2.416
მოსახლეობა
 -  2023 შეფასება 84 482 267[5] (მე-18)
 -  2011 აღწერა 80 219 695[6] (მე-16)
 -  სიმჭიდროვე 232 კაცი/კმ2 (58-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $3.338 ტრილიონი[7] (მე-5)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $41 248[7] (მე-16)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $3.876 ტრილიონი[7] (მე-4)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $47 893[7] (მე-15)
ჯინი (2011)29.0[8]
დაბალი
აგი (2013) 0.911
ძალიან მაღალი · მე-6
ვალუტა ევრო () (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +49
ინტერნეტ-დომენი .de  [ბ]
ა. ^  დანიური, ქვემო გერმანული, სორბული, რომანი და ფრიზული ოფიციალურად აღიარებულია რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიერ.
ბ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

სახელწოდება

რედაქტირება
  • ოფიციალური: ქართულად — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; გერმანულად — Die Bundesrepublik Deutschland.
  • ეტიმოლოგიალათინურად — Germania, მომდინარეობს Ger, Germani, Germanus-დან, რაც გალების კელტური ტომის ენაზე „მეზობელს“ ან „ძმას“ უნდა ნიშნავდეს. გერმანულად – Deutschland, ეს სახელი უკავშირდება ძველ გერმანულ სატომო სახელს — Diutisce-ს. ფრანგულად — Allemagne, ალემანებიც ერთ-ერთი გერმანული სატომო სახელია, alle man „ყველა ადამიანს“ ნიშნავს. სლავურ ენებზე — Niemcy, Nemecko, მომდინარეობს სიტყვა „მუნჯისაგან“ ანუ მეტაფორულად გულისხმობს მათ, ვისაც „ჩვენი ენა არ ესმის“.
  • ქვეყნის კოდი — DE.

გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წელს გაყოფილ იქნა 4 საოკუპაციო ზონად. 1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისაგან — შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბჭოთა ზონისაგან — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1961 წელს აღიმართა ბერლინის კედელი. ეროვნული საზღვრები გახსნილ იქნა 1989 წელს, ოფიციალურად გერმანიის გაერთიანება გამოცხადდა 1990 წლის ოქტომბერში. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად აირჩიეს ჰელმუტ კოლი.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ფიზიკური რუკა

გერმანია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა გასულ საუკუნეში. რელიეფში მკვეთრად არჩევენ სამ საფეხურს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თანდათან მაღლდება. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, ქვეყნის სამხრეთში. ენერგეტიკული რესურსებით ქვეყანა შედარებით ღარიბია, მართალია, იგი მდიდარია ქვანახშირით, მაგრამ ღარიბია ნავთობითა და გაზით. მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები. კლიმატი ძირითადად ოკეანურია. ძლიერია ატლანტის ოკეანის გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის არაერთი მნიშვნელოვანი მდინარე გაედინება. მდ. რაინი ქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“. ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია.

მოსაზღვრე ქვეყნებია: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდები.

გერმანიის კლიმატი ზომიერია. ჩრდილოეთით ზღვიური ჰავაა გაბატონებული, დანარჩენ ტერიტორიაზე ზღვიურიდან კონტინენტურზე გარდამავალი. ჩრდილო-აღმოსავლეთით შესამჩნევია ატლანტის ოკეანის გავლენა, სამხრეთ-აღმოსავლეთით იზრდება კონტინენტური ჰავა. სიცივე ძირითადად აღინიშნება მაღალ სიმაღლეზე, მთებში, სამხრეთ საზღვარზე (-6 °C). რაინის ხეობაში მდელოები და ველები ზამთარშიც მწვანეა. იქ თოვლი იშვიათად მოდის და ისიც მალე დნება. ივლისი ყველაზე ცხელი თვეა. ამ თვის საშუალო ტემპერატურა 16 °C-დან 20 °C-მდე მერყეობს.

ვაკე ადგილებში ყოველწლიურად მოდის 500-600 მმ ნალექი, მთებში 900, 1100 მმ.

ყველაზე მშრალი ამინდი იცის მარტში, ყველაზე წვიმიანი — ივლისში. რაც შეეხება მზიანი დღეების რაოდენობას, იგი დეკემბერში დღეში საშუალოდ 1,1 სთ-ია, ივნისში 8,1 სთ.

შიდა წყლები

რედაქტირება

მდინარეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანელებისთვის. ისინი ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის აქტიურად გამოიყენება. გერმანიის ძირითადი მდინარეებია: რაინი, ელბა, მაინი, დუნაი. მდინარეების უმეტესობა სანაოსნოა. სატრანსპორტო შესაძლებლობები მდინარეებზე გაიზარდა არხების მშენებლობის ხარჯზე. ყველა დიდი მდინარე მოედინება სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთით, რომლებიც შიდა რაიონებს ზღვასთან აკავშირებენ. გამონაკლისია დუნაი, ის სათავეს იღებს შვარცვალდის მასივში, მიედინება აღმოსავლეთით და ჩაედინება შავ ზღვაში. დუნაი და რაინი განსაკუთრებით წყალუხვია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც დნება თოვლი და მყინვარები. წყალგამყოფები მდინარეებს შორის მაღალი არ არის, რაც იმის საშუალებას იძლევა რომ მდინარეები არხების საშუალებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

სახელმწიფო მოწყობა

რედაქტირება
 
სასახლე ბელვიუ - პრეზიდენტის რეზიდენცია

გერმანია ფედერაციული მმართველოს ქვეყანაა, სადაც მოქმედებს 1949 წელს მიღებული კონსტიტუცია. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს, ბუდესტაგს, ირჩევენ ოთხი წლის ვადით და შედგება 496 დეპუტატისაგან. პარლამენტში შეიძლება არჩეულ იქნეს 21 წელს მიღწეული მოქალაქე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი აქვს 18 წლის მოქალაქეს. საკანონმდებლო სისტემაში მნიშვნელოვანია ასევე ბუნდესრატის როლი, სადაც შედიან მიწების მთავრობათა წევრები. მთავრობას მეთაურობს კანცლერი. გერმანია მრავალპარტიული ქვეყანაა.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. პრეზიდენს, კონსტიტუციის თანახმად, ირჩევენ 5 წლის ვადით ფედერალურ კრებაზე. ერთი და იმავე კანდიდანტურის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ 2-ჯერ.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
გერმანია

გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მხარედ (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი — დასავლეთ გერმანიაში. გერმანიის მხარეებია(ფრჩხილებში დედაქალაქები):

დემოგრაფია

რედაქტირება

მოსახლეობის რაოდენობით გერმანია მეორე ქვეყანაა ევროპაში და პირველი - ევროკავშირში. ბუნებრივი ნამატი დაბალია, მნიშვნელოვანია საგარეო მიგრაციის როლი. აქ თითქმის 8 მლნ უცხოელი ცხოვრობს. სიმჭიდროვე და ურბანიზაცია ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. მოსახლეობის თითქმის 89 % ცხოვრობს ქალაქებში. „რურშტადტი“ მაღალურბანიზებული რეგიონია 10-11 მლნ მცხოვრებით.

ეკონომიკა

რედაქტირება
 
ფრანკფურტი - გერმანიის ფინანსური ცენტრი

ეკონომიკური პოტენციალით გერმანია უძლიერესი ქვეყანაა ევროპაში, და არა მარტო ევროპაში. „დიდი რვიანის“ ქვეყნებს შორის, იგი მხოლოდ აშშ-სა და იაპონიას ჩამორჩება. მომსახურების სფეროს უდიდესი დარგებია ტრანსპორტი და საბანკო-საფინანსო საქმე. ენერტიკა ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილ ნედლეულზე. მანქანათმშენებლობა და ქიმიური ინდუსტრია ქვეყნის მრეწველობის წამყვანი დარგებია. მანქანათმშენებლობის წამყვანი სფეროა საავტომობილირო ინდუსტრია, დარგის სიძლიერით მას კონკურენტი არა ჰყავს ევროპაში. პირველობით გამოირჩევა ქიმიური ინდუსტრიაც. „ბასცი“ და „ბაიერი“ ქიმიური გიგანტები არიან. აგრობიზნესი უმსვილესია მეზობელი საფრანგეთის ანალოგიური დარგის შემდეგ ევროკავშირში.

გერმანია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, მშპ-ს მოცულობით (2.321 ტრილიონი $) მსოფლიოში მე-3 ადგილი უკავია აშშ-სა და იაპონიის შემდეგ.

მართალია, ტურისტული თვალსაზრისით ევროპის დიდ ოთხეულთან შედარებით (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო) გერმანია მსხვილი ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ ეკონომიკის ეს დარგი ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით ვითარდება. ქვეყანაში ყოველწლიურად ჩამოდის 20-22 მლნ ტურისტი, ძირითადად ნიდერლანდებიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან. უმნიშვნელოვანისი ტურისტული ადგილებია: ბერლინი, მიუნხენი, კელნი, ბალტიის ზღვის სანაპირო, ჰამბურგი.

მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
ბრანდენბურგის კარიბჭე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Die zentralen Worte daraus, 'Einigkeit und Recht und Freiheit', waren zum offiziellen Wahlspruch der BRD erhoben worden." – Peter Ebenbauer, Christian Wessely und Reinhold Esterbaue: Religiöse Appelle und Parolen: Interdisziplinäre Analysen zu einer neuen Sprachform, Kohlhammer, 2008, p. 84 Online
  2. Other Than Identity: The Subject, Politics and Art - Google Books
  3. The complete guide to national symbols and emblems - James Minahan - Google Books
  4. BAMF - Bundesamt für Migration und Flüchtlinge - Das BAMF - Migrationsbericht 2012
  5. 5.0 5.1 Bevölkerung nach Nationalität und Geschlecht (Quartalszahlen) de. Statistisches Bundesamt. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2024
  6. Zensus 2011: Bevölkerung am 9. Mai 2011. Retrieved 1 June 2013.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Germany. International Monetary Fund (April 2014). ციტირების თარიღი: 28 June 2014.
  8. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 13 August 2013.