Porsche
პორშე — ავტომობილების მწარმოებელი გერმანული კომპანია, რომელიც პორშეებისა და პიეხების (Piëch) ოჯახთა საკუთრებაა. კომპანია მდებარეობს ქალაქ შტუტგარტში, რომელიც ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრია.
ტიპი | სააქციო საზოგადოება |
---|---|
დარგი | ავტოინდუსტრია |
დაფუძნდა | 1931 |
დამაარსებელი | ფერდინანდ პორშე |
სათავო ოფისი | შტუტგარტი, გერმანია |
მმართველი |
ვოლფგანგ პორშე |
პროდუქცია | ავტომობილები |
შემოსავალი | 21.533 მილიარდი ევრო (2015) [1] |
მთლიანი შემოსავალი | 3.404 მილიარდი ევრო (2015)[1] |
სუფთა მოგება | 2.335 მილიარდი ევრო[1] |
მფლობელი | Volkswagen |
თანამშრომელი | 24,481 (2015)[1] |
კომპანია დააარსა 1930 წელს ფერდინანდ პორშემ (1875-1951). მის სახელს 1000-ზე მეტი პატენტი უკავშირდება. 1920 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა Mercedes-Benz-თან. ფერდინანდ პორშე ასევე ცნობილია პირველი Volkswagen-ის დიზაინის შექმნით.
ისტორია
რედაქტირებადაარსების პირველ წლებში კომპანია ორიენტირებული არ იყო ავტომობილის აწყობაზე. პირველი ავტომობილი მან შექმნა ფოლკსვაგენისთვის. ეს იყო Volkswagen Beetle. პირველი პორშე იყო პორშე-64, რომელიც 1939 წელს შეიქმნა Beetle-ზე დაყრდნობით.
II მსოფლიო ომის დროს „პორშე“ ამზადებდა საბრძოლო ტექნიკას. მან შექმნა რამდენიმე ტანკიც.
1945 წელს ფერდინანდ პორშე ორი წლით დააპატიმრეს. სწორედ ამ პერიოდში შექმნა პორშე-356 მისმა შვილმა, ფერი პორშემ. 1948 წლის 8 ივნისს ფერი პორშემ მის მიერ კონსტრუირებული ავტომობილის გაყიდვის ლიცენზია მიიღო.
1951 წლის 30 იანვარს ფერდინანდ პორშე დამბლის შედეგად გარდაიცვალა.
თავდაპირველად, პორშე-356-ს ჰქონდა ფოლკსვაგენის ძრავა, სამუხრუჭე სისტემა და სიჩქარის გადაცემათა კოლოფი. მოგვიანებით, ეს ყველაფერი „პორშემ“ საკუთარი დეტალებით ჩაანაცვლა. დიზაინზე მუშაობდა Erwin Komenda.
1963 წელს ფერი პორშემ მუშაობა დაიწყო ლეგენდარულ მოდელზე – პორშე-911-ზე. ეს იყო უდიდესი გარდატეხის მომენტი პორშეს ისტორიაში. 911 იყო 6-ცილინდრიანი სპორტული ავტომობილი ბოქსერის ძრავით. თავდაპირველად, 901 ერქვა. რადგან (x0x) პეჟოს ხელწერა იყო, ის ჩანაცვლდა 911-ით. პირველად ფრანკფურტის საერთაშორისო ავტოშოუზე წარადგინეს. „პორშე“ მალევე გახდა 60-იანი წლების სიმბოლო და არასოდეს დაუკარგავს აქტუალურობა. XIX საუკუნეში პორშე არის არა მხოლოდ საიმედოობის, სისწრაფის, ხარისხისა და ეფექტიანი გარეგნობის, არამედ სრულყოფილი ავტომობილის ერთ-ერთი სიმბოლოც. 911 ძალიან წარმატებული მანქანა გამოდგა რბოლაშიც.
1970-იანი წლების დასაწყისში „პორშემ“ გარკვეული ცვლილებები შეიტანა ავტომობილში. ძრავის მოცულობა გაიზარდა 2.2 ლიტრამდე. 911S-ს უკვე 200 ცხენის ძალა ჰქონდა. ძრავის ზომასთან ერთად, გარკვეულად შეიცვალა ცილინდრებიცა და სარქველებიც (უკეთესი ვენტილაციის მისაღწევად). ამ ძრავის წარმატებულობამ კიდევ ერთი, უმნიშვნელო ცვლილება განაპირობა ძრავაში. „პორშემ“ შექმნა 2.4-იანი ძრავა (რეალურად, 2.341cc). შესაბამისად გაიზარდა ცხენის ძალებიც: 911T – 157; 911E – 185; 911S – 210;hp.
რეპუტაცია
რედაქტირება2006 წლის მაისში პორშეს ყველაზე პრესტიჟული ავტომობილის ტიტული მიენიჭა.
მისი ყველაზე პოპულარული მოდელია 911 (nine eleven), რომლის ისტორიაც 1963 წელს იწყება. მას შემდეგ ეს მოდელი მნიშვნელოვნად დაიხვეწა. დღეისთვის უკვე არსებობს 4-წამყვანთვლიან, ტურბო, ტურბო S, targa და სხვადასხვა ვერსია.
2002 წლიდან გამოდის ასევე პოპულარული მოდელი SUV ტიპის 5-ადგილიანი Cayenne, (V8).
Cayman 2-ადგილიანი სპორტული მანქანაა, რომელიც 2006 წლიდან გამოდის 2.7 და 3.4-ლიტრიანი ძრავებით.
2004 წლიდან გამოდიოდა Carrera GT (Leipzig, Germany) 6-სიჩქარიანი მექანიკა 5.7 liter DOHC V10.
არსებობის პერიოდში, „პორშეს“ ორჯერ მოენიჭა საუკეთესო ავტომარკის ტიტული.
კომპანიას ახასიათებს მკვეთრი მარკეტინგული ცვლილებების განხორციელება და, ამასთანავე, ფინანსური სტაბილურობა. თუმცა გერმანულმა კომპანიებმა დასავლეთ ევროპაშიც დაიწყეს მანქანათწარმოება, პორშეს ქარხანა შტუტგარტში დარჩა (მხოლოდ Cayenne მზადდება სხვა ქალაქში – ლაიფციგში).
კომპანია იმდენად წარმატებულია, რომ „პორშე“ მუდმივად უწევს კონსულტაციებს სხვა ავტობრენდებს: Audi, Studebaker, SEAT, Daewoo, Subaru და Yugo-ს.
კონკურენტები
რედაქტირებატრადიციულად, პორშეს მთავარი მეტოქე ფერარია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი მათ მსგავსებაზე საუბრობს, პორშესა და ფერარის ფასებს შორის მკვეთრი განსხვავებაა. დანარჩენი კონკურენტები, ფერარისგან განსხვავებით, გერმანული წარმოშობის არიან. მაგალითად, ბოქსთერს ხშირად ადარებენ BMW z4 და Mercedes-Benz SLK-ს.
პორშეს მუზეუმი
რედაქტირებაპირველი მუზეუმი „პორშემ“ ქარხნის ტერიტორიაზე გახსნა, სადაც ექსპონატები მუდმივად იცვლებოდა. 2005 წელს კომპანიამ პორშეს მოედანზე პორშეს ახალი მუზეუმის აშენება დაიწყო, რომელიც 2009 წლის 31 იანვარს გაიხსნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Porsche“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- პორშეს საქარხნო საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Porsche AG Annual Report 2015 (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2016