ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფერდინანდ პორშე (გერმ. Ferdinand Porsche; დ. 3 სექტემბერი, 1875, მაფერსდორფში, ავსტრო-უნგრეთში — გ. 30 იანვარი, 1951, შტუტგარტში) — ავსტრიელი ავტოკონსტრუქტორი და კომპანია პორშეს დამფუძნებელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფერდინანდ პორშე 1875 წლის 3 სექტემბერს დაიბადა მაშინდელი ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიაზე, ქალაქ მაფერსდორფში (ახლანდელი ლიბერეცი, ჩეხეთი).

მამას, ანტონ პორშეს ჰქონდა მცირე სარემონტო სახელოსნო, სადაც ფერდინანდმა მუშაობა დაიწყო 15 წლის ასაკში, თუმცა დიდად არ აინტერესებდა მეთუნუქეობა. ერთხელ მეზობელ ქალაქში მან შუქი დაინახა. ელექტრო ენერიგიას აწარმოებდნენ მცირე ხალიჩების ფაბრიკის მოსამარაგებლად მასზე ელექტროენერგიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფაბრიკის დირექტორმა კი ელექტროობის მოქმედების პრინციპები აუხსნა დაინტერესებულ ფერდინანდს. სახლში დაბრუნების მერე მან დაიწყო ექსპერიმენტები მჟავებზე და ბატარეებზე. მისი დაინტერესება და გატაცება იმ დონემდე მივიდა, რომ 1893 წელს მის სახლს მთლიანად თავის მიერ შექმნილი გენერატორით ანათებდა. იმ დროისთვის მისი სახლის გარდა მთელ ქალაქში ერთადერთი ადგილი, სადაც ელ. ენერგია ჰქონდათ, იყო ქალაქის ბურგომისტრის სახლი.

თავისი შრომითი კარიერა მან დაიწყო მამამისის ფირმაში და იყო მეთუნუქის შეგირდი, თუმცა ყველასთვის ნათელი იყო, რომ ამ ბიჭს გაცილებით მეტი შეეძლო. გასაკვირი არცაა, რომ ფერდინანდი მიემგზავრება ვენაში და იწყებს სიარულს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ესწრება ლექციებს. ამასთანავე იწყებს მუშაობას მცირე საწარმოში, რომელიც დაკავებული ელ. ძრავების კონსტრუირებით. თავიდან მას არ ანდობდნენ არაფერს, პირველი რაც გააკეთებინეს — დაალაგებინეს საწარმო. თუმცა ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელებულა.

Dr. Ing. h.c. F. Porsche GmbH-ს დაარსება

რედაქტირება

1926 წელს კომპანია გაერთიანდა სხვა გერანულ ავტომწარმოებელთან და შეიქმნა Daimler-Benz. პორშე ცდილობდა დაერწმუნებინა ხელმძღვანელობა პატარა, მასიური წარმოების ავტომობილის შექმნის აუცილებლობაში. ის წააწყდა სიძნელეებს, რის შედეგადაც რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ პორშე წერს განცხადებას, ტოვებს Daimler-ს.

1929 წელს ის დაბრუნდა ავსტრიაში და ადგილობრივ ავტომწარმოებელთან, Steyr-თან იწყებს მუშაობას. ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ვენაში. Steyr-ში მუშაობისას მან შექმნა 8-ცილინდრიან ძრავი მოდელისთვის „Austria“, რომელსაც შეუქმნა ინოვაციური უკანა დაკიდების სისტემა, რას მას სძენდა ბრწყინვალე მართვადობის მახასიათებლებს. შემდომ ამ სისტემას ის ხოჭოს შექმნისას გამოიყენებს. მალე გარიგების შედეგად Steyr გაერთიანდა Daimler-თან. პორშემ კვალავ დატოვა ფირმა და დაბრუნდა შტუტგარტში.

დაბრუნებული მეგობარ ინჟინერთან კარლ რაბესთა ერთად ხსნის საკუთარ კომპანიას. და ასე 1931 წელს იბადება კომპანია გრძელი მაგრამ ამავე დროს გასაგები დასახელებით: “Dr. Ing. h.c. F. Porsche GmbH” - „კონსტრუირება და კონსულტაციები ავტომშენებოლობისა და ძრავთმშენებლობის საკითხებში“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება