Volkswagen Aktiengesellschaft ([ˈfɔlksˌvaːgən ˈʔakt͡si̯əngəˌzɛlʃaft]) — უმსხვილესი გერმანული საავტომობილო კორპორაცია, დაარსებული 1937 წელს ბერლინში, ამჟამად სათავო ოფისი ქვემო საქსონიის ქალაქ ვოლფსბურგში მდებარეობს.

Volkswagen Aktiengesellschaft
ტიპი სახელმწიფო კორპორაცია
დარგი საავტომობილო წარმოება
დაფუძნდა 28 მაისი 1937
სათავო ოფისი ვოლფსბურგი, ქვემო საქსონია, გერმანიის დროშა გერმანია
მმართველი
ბერთოლდ ჰუბერი (თავმჯდომარე)
მარტინ ვინტერკოკი (CEO)
პროდუქცია მსუბუქი ავტომობილები, მოტოციკლები, სატვირთო ავტომობილები
შემოსავალი $148,98 მლრდ (2008 წელი)
სუფთა მოგება -$30,86 მლრდ (2008 წელი)
თანამშრომელი 252 ათასი კაცი (2008 წელი)
საიტი VolksWagenAG.com

2014 წლის მონაცემებით ფოლკსვაგენ ჯგუფი მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ავტომწარმოებელია და მხოლოდ ტოიოტას ჩამორჩება. 2008 წლის შემდეგ, როდესაც 77 წლიანი პირველობა დათმო ამერიკულმა კონცერნმა General Motors-მა, ფოლკსვაგენ ჯგუფი და ტოიოტა თითქმის თანაბარი რაოდენობით ჩაუდგნენ სიას სათავეში.

ბრენდები

რედაქტირება

კონცერნის შემადგენლობაში გერმანიის, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ბრენდი ერთიანდება, თითოეული მათგანი გამორჩეულია თავისი ინდივიდუალიზმით და ყოველ მათგანს კონცერნის რიგებში თავისი მისია აკისრია.

გამორჩეული ბრენდებია: ფოლკსვაგენი, პორშე, აუდი, შკოდა, ლამბორგინი, ბენტლი, ბუგატი, MAN, სეატი, დუკატი, სკანია და სუზუკი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Volkswagen_AG&oldid=4080448“-დან