გერმანიის სამეფო
გერმანიის სამეფო (ლათ. regnum teutonicorum) — ისტორიოგრაფიული ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე არსებული შუა საუკუნეების სახელმწიფოების აღსანიშნავად; ჩვეულებრივ, გამოიყენება 919—962 წლების პერიოდთან მიმართებაში, აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს ისტორიაში, ან საღვთო რომის იმპერიაში შემავალი გერმანული ტერიტორიების აღსანიშნავად.
გერმანიის სამეფო ლათ. regnum teutonicorum სამეფო | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
გერმანია საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში X საუკუნეში | ||||
ენა | გერმანული, ოფიციალურად — ლათინური | |||
ფულის ერთეული | დინარი (პფენინგი) | |||
გერმანიის სამეფო საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში
რედაქტირებამას შემდეგ, რაც ოტო I-მა იტალიაზე პრეტენდირება დაიწყო, იგი საკუთარ თავს უწოდებდა არა უბრალოდ ფრანკთა მეფეს, არამედ, კარლოს დიდის მსგავსად, „ფრანკებისა და ლომბარდიის მეფეს“ (rex Francorum et Langobardorum). როდესაც იმპერატორი გახდა, ოტო I იყენებდა ტიტულს „რომაელებისა და ფრანკების იმპერატორი“ (ლათ. imperator augustus Romanorum et Francorum). მისი მემკვიდრეები საკუთარ თავს უბრალოდ რომის იმპერატორებს უწოდებდნენ. ამგვარად, აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფომ შეწყვიტა არსებობა. მიუხედავად ამისა, ბევრი ისტორიკოსი ტერმინით „გერმანიის სამეფო“ აღნიშნავს საღვთო რომის იმპერიის გერმანულ ნაწილს.
შესაბამისად, ხშირად მეფეებს, რომლებიც გერმანელმა ფეოდალებმა აირჩიეს მაგრამ ჯერ არ იყვნენ იმპერატორები, უწოდებდნენ გერმანიის მეფეებს. თუმცა, 982 წლიდან მამამისის სიცოცხლის პერიოდში ოფიციალურად ოტო II იწოდებოდა რომის იმპერატორად, ჰაინრიხ II აირჩიეს „ფრანკებისა და ლომბარდიის მეფედ“, ხოლო შემდგომი მეფეები რომის პაპის მიერ კორონაციამდე, ჩვეულებრივ, იწოდებოდნენ „რომის მეფეებად“ (rex Romanorum).
მეორედ, ამჯერად არა ხელნაწერში, არამედ ოფიციალურ დოკუმენტში სიტყვათშეთანხმება „გერმანიის სამეფო“ გაჩნდა XI საუკუნეში. მას იყენებდა პაპების კურია გრიგოლ VII-ისა და მეფე ჰაინრიხ IV-ის კონფლიქტის დროს. XII საუკუნეში სახელწოდება „გერმანიის სამეფო“ ხშირად მოიხსენიებოდა სხვადასხვა უცხოენოვან წყაროებში, ხოლო ფრიდრიხ I ბარბაროსადან მოყოლებული — გერმანულ დიპლომატიურ დოკუმენტებშიც.
ოფიციალურად ტიტული „გერმანიის მეფე“ პირველად მიიღო იმპერატორმა მაქსიმილიან I-მა XVI საუკუნეში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირებაინგლისურად
რედაქტირება- Arnold, Benjamin. Medieval Germany, 500-1300: A Political Interpretation (1998)
- Averkorn, Raphaela. The Process of Nationbuilding in Medieval Germany. A Brief Overview. დაარქივებული 2012-02-10 საიტზე Wayback Machine.
- Bernhardt, John W. Itinerant Kingship and Royal Monasteries in Early Medieval Germany, c. 936–1075. Cambridge: Cambridge University Press, 1993
- Fuhrmann, Horst, and Timothy Reuter. Germany in the High Middle Ages: c.1050-1200 (1986)
- Fuhrmann, Horst. "Quis Teutonicos constituit iudices nationum? The Trouble with Henry." Speculum, Vol. 69, No. 2. (Apr., 1994), pp 344–358
- Gillingham, John. The Kingdom of Germany in the High Middle Ages (900–1200). Historical Association Pamphlets, General Series, no. 77. London: Historical Association, 1971
- Gillingham, John. "Elective Kingship and the Unity of Medieval Germany". German History, 9:2 (1991:June), pp. 124–135.
- Haverkamp, Alfred, Helga Braun, and Richard Mortimer. Medieval Germany 1056-1273 (1992)
- Jeep, John M. Medieval Germany: An Encyclopedia (2001), 928pp, 650 articles by 200 scholars cover AD 500 to 1500
- MacLean, Simon. Kingship and Politics in the Late Ninth Century: Charles the Fat and the end of the Carolingian Empire. Cambridge University Press: 2003
- Mierow, Charles Christopher (tr.), The Two Cities: A Universal Chronicle to the Year 1146 A.D., by Otto, Bishop of Freising, (Records of Western Civilization), New York: Columbia University Press, 2002
- Mitchell, Otis C. (1985). Two German Crowns: Monarchy and Empire in Medieval Germany. Lima, Ohio: Wyndham Hall Press.
- Reuter, Timothy. Germany in the Early Middle Ages, c. 800–1056. Longman, 1991.
- Reynolds, Susan, Kingdoms and Communities in Western Europe, 900–1300, 2nd Ed., (Oxford, 1997)
- Robinson, I. S. "Pope Gregory VII, the Princes and the Pactum 1077–1080." The English Historical Review, Vol. 94, No. 373. (Oct., 1979), pp 721–756
- Thompson, James Westfall. Feudal Germany. 2 vol. New York: Frederick Ungar Publishing Co., 1928
- Whaley, Joachim. Germany and the Holy Roman Empire, vol. 1. Oxford University Press, 2012.
გერმანულად
რედაქტირება- Beumann, H., "Die Bedeutung des Kaisertums für die Entstehung der deutschen Nation im Spiegel der Bezeichnungen von Reich und Herrscher", in Nationes, 1 (1978), pp 317–366
- Reindal, R., "Herzog Arnulf und das Regnum Bavariae", in Zeitschrift für bayerische Landesgeschichte, 17 (1954), pp 187–252