მაქსიმილიან I (სრი)
მაქსიმილიან I (დ. 22 მარტი, 1459 — გ. 12 იანვარი, 1519) — იმპერატორ ფრიდრიხ III-ის შვილი, 1486 წლიდან რომაელთა (კათოლიკეთა; გერმანიის) მეფე, 1493 წლიდან კი — საღვთო რომის იმპერატორი. თუმცა ის არასოდეს უკურთხებია პაპს, რადგანაც იმ პერიოდში რომისკენ გამგზავრება ძალიან სახიფათო იყო. 1483 წლიდან, მამის სიცოცხლის ბოლო ათი წლის განმავლობაში ის მასთან ერთად მართავდა იმპერიას. მაქსიმილიანმა მოახერხა გავლენის გავრცელება ჰაბსბურგთა საგვარეულოზე ომით და ქორწინებით 1477 წელს, როდესაც იქორწინა მარია ბურგუნდიელზე, ბურგუნდიის საჰერცოგოს მემკვიდრეზე. თუმცა დაკარგა ავსტრიის ტერიტორია დღევანდელ შვეიცარიასთან.
მაქსიმილიან I | |
---|---|
რომაელ გერმანელთა მეფე | |
კორონაცია: | 9 აპრილი 1486 |
მმართ. დასაწყისი: | 16 თებერვალი 1486 |
მმართ. დასასრული: | 12 იანვარი 1519 |
წინამორბედი: | ფრიდრიხ III |
მემკვიდრე: | კარლ V |
საღვთო რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 4 თებერვალი 1508 |
მმართ. დასასრული: | 12 იანვარი 1519 |
წინამორბედი: | ფრიდრიხ III |
მემკვიდრე: | კარლ V |
სხვა წოდებები: | ავსტრიის ერცჰერცოგი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 მარტი 1459 |
დაბ. ადგილი: | ვინერ-ნოიშტადტი, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 12 იანვარი 1519 |
გარდ. ადგილი: | ველსი, ზემო ავსტრია |
დაკრძ. ადგილი: | ვინერ-ნოიშტადტი, ავსტრია |
მეუღლე: |
მარია ბურგუნდიელი (ქ. 1477 - გარდ. 1482) ანა ბრეტონელი (ქ. 1490 - განქ. 1491) ბიანკა მარია მილანელი (ქ. 1494 - გარდ. 1510) |
შვილები: |
ფილიპე I, კასტილიის მეფე მარგარეტი, სავოიის ჰერცოგინია |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფრიდრიხ III, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | ელეანორა პორტუგალიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მისი შვილის, ფილიპ ლამაზის (ფილიპ I კასტილიელი) მომავალ დედოფალ, ხუანა კასტილიელზე ქორწინების შემდეგ, მაქსიმილიანმა მოახერხა ესპანეთში ჰაბსბურგთა დინასტიის სათავეში ჩაყენება. ამან კი საშუალება მისცა მის შვილიშვილს, კარლ V-ს დაპატრონებოდა როგორც კასტილიის, ასევე არაგონიის ტახტს და გახდა ესპანეთის პირველი კანონიერი მეფე. ფილიპის გარდაცვალების შემდეგ კი კარლი გახდა საღვთო რომის იმპერიის მემკვიდრეც, ხოლო 1519 წელს, უკვე მაქსიმილიანის გარდაცვალების შემდეგ, ერთდროულად როგორც ესპანეთის, ასევე საღვთო რომის იმპერიის მმართველად იქცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 500.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Austria Family Tree დაარქივებული 2012-03-30 საიტზე Wayback Machine.
- AEIOU Encyclopedia | Maximilian I დაარქივებული 2009-03-10 საიტზე Wayback Machine.