ველსი (გერმ. Wels) — ქალაქი ავსტრიაში, ზემო ავსტრიის მხარეში, მდინარე ტრაუნის ნაპირზე. 2018 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 61,233 ადამიანი. განვითარებულია ძრავათმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ფიბრისა და ტყავის ნაკეთობათა დამზადება, კვების მრეწველობა. ქალაქის მახლობლად არის ჰესი, ბუნებრივი აირის საბადო. ველსი ძველი რომაული ქალაქია.

დასახლებული პუნქტი
ველსი
გერმ. Wels
გერბი

ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
კოორდინატები 48°09′00″ ჩ. გ. 14°01′00″ ა. გ. / 48.15000° ჩ. გ. 14.01667° ა. გ. / 48.15000; 14.01667
მმართველი Andreas Rabl[1]
ფართობი 45.92 კმ²
ცენტრის სიმაღლე 317 მეტრი
მოსახლეობა 65 303 (1 იანვარი, 2024)[2]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 07242
საფოსტო ინდექსი 4600[3]
საავტომობილო კოდი WE
ოფიციალური საიტი http://www.wels.at/
ველსი — ავსტრია
ველსი