გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია (გერმნ. Die Sozialdemokratische Partei Deutschlands - SPD) — გერმანიის ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია, რომელიც მემარცხენე ცენტრისტული მიმართულებისაა. დაარსდა 1863 წლის 23 მაისს, როგორც საერთოგერმანული მუშათა ასოციაცია. კონსერვატიულ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან ერთად არის ერთ-ერთი გერმანიის ორ ძირითად პარტიას შორის.
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია | |
---|---|
გერმ. Sozialdemokratische Partei Deutschlands | |
![]() | |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | ზიგმარ გაბრიელი |
ისტორია | |
დაფუძნდა |
23 მაისი, 1863 (ADAV) 7 აგვისტო, 1869 (SDAP) 27 მაისი, 1875 (შერწყმა) |
პოზიციები | |
იდეოლოგია | სოციალ-დემოკრატია |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის სოციალისტური პარტია |
საერთაშორისო აკრედიტაცია | სოციალისტური ინტერნაციონალი |
წარმომადგენლობითობა | |
ბუნდესტაგი |
206 / 736 |
რეგიონული პარლამენტები |
481 / 1 884 |
ევროპის პარლამენტი |
16 / 96 |
ფერები | წითელი |
შტაბ-ბინა |
Willy-Brandt-Haus D-10911 ბერლინი |
www.spd.de |
პარტიას 495 000 წევრი ჰყავს, რომელთა 31% ქალი არის. სოციალ-დემოკრატებს 146 წარმომადგენელი ჰყავს გერმანიის ბუნდესტაგში, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პარლამენტის მეორე პალატაშიც ბუნდესრატშიც. პარტიას თავმჯდომარეობს ყოფილი გარემოს, ბუნებისდაცვისა და ატომური უსაფრთხოების მინისტრი ზიგმარ გაბრიელი. სოციალ-დემოკრატები გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან 7-ში მთავრობის მეთაურები არიან (მათ შორის ბერლინში, რაინლანდ-პფალცში, ბრანდერბურგში), დამატებით 3 მხარეში კი კოალიციის „უმცროსი მონაწილენი“ არიან. პარტიასთან დაახლოვებული საერთაშორისო ფონდია – ფრიდრიხ ებერტის ფონდი.