გაერთიანება 90/მწვანეები
გაერთიანება 90/მწვანეები (გერმ. Bündnis 90/Die Grünen) — მწვანე პოლიტიკური პარტია გერმანიაში. ჩამოყალიბდა 1993 წელს „მწვანეებისა“ (შეიქმნა დასავლეთ გერმანიაში 1980 წელს) და გაერთიანება 90-ის (შეიქმნა აღმოსავლეთ გერმანიაში 1990 წელს) შერწყმით. „მწვანეები“ პირველად ხელისუფლების სათავეში XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე მოვიდნენ იოშკა ფიშერის მეთაურობით, სოციალ-დემოკრატებთან ერთად. ამჟამად, პარტიას სათავეში უდგას ცნობილი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის მრავალგზის წევრი კლაუდია როტი. პარტიას ბუნდესტაგში 118 წარმომადგენელი ჰყავს.
Bündnis 90/Die Grünen გაერთიანება 90/მწვანეები | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი |
კლაუდია როტი, ჯემ ოზდემირი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 14 მაისი, 1993 |
წინამორბედი |
მწვანეები გაერთიანება 90 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
მწვანე პოლიტიკა სოციალური ლიბერალიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | მემარცხენე-ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის მწვანეთა პარტია |
საერთაშორისო აკრედიტაცია | გლობალური მწვანეები |
წარმომადგენლობითობა | |
ბუნდესტაგი |
118 / 736 |
რეგიონული პარლამენტები |
315 / 1 894 |
ევროპარლამენტი |
21 / 96 |
ფერები | |
შტაბ-ბინა |
Platz vor dem Neuen Tor 1 10115 ბერლინი |
www.gruene.de |
მწვანეები წარმოდგენილნი არიან გერმანიის ყველაზე მდიდარი და შეძლებული მხარეების მთავრობებში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია, რაინლანდ-პფალცი და ა.შ). 2011 წელს პარტიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია რეგიონულ არჩევნებში. ბადენ-ვიურტემბერგში ისტორიაში პირველად გერმანიის ფედერალური მხარის მინისტრ-პრეზიდენტად აირჩიეს, არა სოციალ-დემოკრატიული ან ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, არამედ მწვანეთა პარტიის წევრი ვინფრიდ კრეჩმანი. მწვანეთა პარტიას 60000-მდე წევრი ჰჰყავს. მასთან დაახლოვებულ ორგანიზაციად ჰაინრიხ ბიოლის ფონდს მიიჩნევენ.
პოლიტიკური პლატფორმა
რედაქტირებაპარტიის ძირითადი იდეოლოგიური მიმართულებებია მწვანე პოლიტიკა[1] და სოციალური ლიბერალიზმი.[2][3] მის პოლიტიკურ პოზიციას ზოგადად მემარცხენე-ცენტრისტულად აღწერენ,[4][5] მაგრამ ზოგი წყარო მას ცენტრისტულად აღწერს.[6][7][8][9] დასავლეთ გერმანიის „მწვანეებმა“ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ევროპაში მწვანე პოლიტიკის განვითარებაში.[10]
შედეგები არჩევნებში
რედაქტირებაფედერალური პარლამენტი (ბუნდესტაგი)
რედაქტირებაარჩევნები | მაჟორიტარული | პროპორციული | მანდატები | +/– | სტატუსი | ||
---|---|---|---|---|---|---|---|
ხმები | % | ხმები | % | ||||
1980 | 732 619 | 1,0 (#5) | 569 589 | 1,5 (#5) | 0 / 497 |
ახალი | გარესაპარლამენტო |
1983 | 1 609 855 | 4,1 (#5) | 2 167 431 | 5,6 (#5) | 27 / 498 |
27 | ოპოზიცია |
1987 | 2 649 459 | 7,0 (#4) | 3 126 256 | 8,3 (#5) | 42 / 497 |
15 | ოპოზიცია |
1990 | 2 589 912 | 5,6 (#5) | 2 347 407 | 5,0 (#4) | 8 / 662 |
36 | ოპოზიცია |
1994 | 3 037 902 | 6,5 (#4) | 3 424 315 | 7,3 (#4) | 49 / 672 |
41 | ოპოზიცია |
1998 | 2 448 162 | 5,0 (#4) | 3 301 624 | 6,7 (#4) | 47 / 669 |
2 | მთავრობა (სდპ–მწვანეები) |
2002 | 2 693 794 | 5,6 (#5) | 4 108 314 | 8,6 (#4) | 55 / 603 |
8 | მთავრობა (სდპ–მწვანეები) |
2005 | 2 538 913 | 5,4 (#5) | 3 838 326 | 8,1 (#5) | 51 / 614 |
4 | ოპოზიცია |
2009 | 3 974 803 | 9,2 (#5) | 4 641 197 | 10,7 (#5) | 68 / 622 |
17 | ოპოზიცია |
2013 | 3 177 269 | 7,3 (#5) | 3 690 314 | 8,4 (#4) | 63 / 631 |
5 | ოპოზიცია |
2017 | 3 717 436 | 8,0 (#6) | 4 157 564 | 8,9 (#6) | 67 / 709 |
4 | ოპოზიცია |
2021 | 6 465 502 | 14,0 (#3) | 6 848 215 | 14,8 (#3) | 118 / 735 |
51 | მთავრობა (სდპ–მწვანეები–თდპ) |
ევროპის პარლამენტი
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Nordsieck, Wolfram. (2017) Germany.
- ↑ Thomas Bräuninger and Marc Debus (10 February 2021). BÜNDNIS 90/DIE GRÜNEN. "In der Wirtschaftspolitik vertritt die Partei eher linke Positionen, bei gesellschaftspolitischen Themen wie gleichgeschlechtlicher Ehe oder Einwanderung nimmt die Partei linksliberale Positionen ein."
- ↑ Filip, Alexandru (6 March 2018). "On New and Radical Centrism დაარქივებული 2023-03-26 საიტზე Wayback Machine. ". Dahrendorf Forum website. Retrieved 15 January 2018.
- ↑ Sloat, Amanda. (October 2020) Germany's New Centrists? The evolution, political prospects, and foreign policy of Germany's Green Party. Brookings Institution.
- ↑ Senem Aydin-Düzgit (2012). Constructions of European Identity: Debates and Discourses on Turkey and the EU. Palgrave Macmillan, გვ. 18. ISBN 978-0-230-34838-7. [მკვდარი ბმული]
- ↑ „German CDU on verge of electing divisive figure to replace Angela Merkel“. The Guardian. 13 January 2021. ციტირების თარიღი: 27 იანვარი 2023. ციტატა: „Merz's backers concede that their candidate's divisive views could drive liberal CDU voters into the arms of a buoyant and centrist German Green party.“
- ↑ „Italy's Surprisingly Long and Tortured History with Electoral Reform“. The McGill International Review. 11 July 2017. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი 2023. ციტატა: „The numerous European elections held this year show just how crucial it is to find a proper electoral system. The Dutch's extreme form of PR has created a fractured parliament and seemingly relentless negotiation, to no avail. Conversely, with Germany's MMP system establishing a 5% threshold for parliamentary representation, their September elections are expected to yield a stable coalition of the conservative right, the free-market right, and centrist Greens.“
- ↑ „Greens name 40-year old Annalena Baerbock as candidate for German chancellor“. Clean Energy Wire. 19 April 2021. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი 2023. ციტატა: „The German Greens have shed past radicalism to become a centrist party.“
- ↑ „Forecasting the world in 2021“. Financial Times. 30 December 2020. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი 2023. ციტატა: „A tie-up with the left might be more comfortable, but they will fall short of a majority. So the now centrist Greens, with charismatic co-leader Robert Habeck, will team up with the Christian Democrats.“
- ↑ Müller-Rommel, Ferdinand (October 1985). „The Greens in Western Europe: Similar but Different“. International Political Science Review. 6 (4): 483–499. doi:10.1177/019251218500600407. JSTOR 1601056. S2CID 154729510.