ვინფრიდ კრეჩმანი

გერმანელი პოლიტიკოსი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვინფრიდ კრეჩმანი (გერმ. Winfried Kretschmann; დ. 17 მაისი, 1948, შპაიხინგენი) — გერმანელი პოლიტიკოსი და პარტია „გაერთიანება 90/მწვანეები“-ს წევრი. 2011 წლის 12 მაისიდან მოყოლებული იგი არის ბადენ-ვიურტემბერგის რიგით მეცხრე მინისტრ-პრეზიდენტი და პირველი ამ დონის თანამდებობაზე მწვანეთა პარტიიდან გერმანიის მასშტაბით. 2016 წლის 12 მაისს აირჩიეს ხელახლა. 2012–2013 წლებში იყო ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი. მას აგრეთვე უკავია „Baden-Württemberg Stiftung gGmbH“ — ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი.[1]

ვინფრიდ კრეჩმანი (2018)

ბიოგრაფია

რედაქტირება

წარმოშობა, განათლება და პროფესიული საქმიანობა (1948–1980)

რედაქტირება

Კრეჩმანი დაიბადა კათოლიკე მშობლების ოჯახში, რომლებიც დღეს უკვე პოლონეთს მიკუთვნებული ერმლანდიდან („კათოლიკური ექსკლავი“ მაშინდელ, ძირითადად პროტესტანტებით დასახლებულ, აღმოსავლეთ პრუსიაში) გამოაძევეს. მის ლიბერალურ-კათოლიკურად განწყობილ მამას, რომელიც პროფესიით სკოლის მასწავლებელი იყო, სურდა რომ ვაჟი კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო. 1969 წელს იგი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. კრეჩმანი მას იხსენებს როგორც „ძალიან ლიბერალს“, ხოლო დედამისს ახასიათებს როგორც „მთლიანად აპოლიტიკურს“.[2] მან ბავშვობა „ძალიან, ძალიან ჰარმონიულად“ გაატარა.[3][4]

ცვიფალტენ-ზონდერბუხის საჯარო სკოლის შემდეგ, ვინფრიდ კრეჩმანი სტუმრობდა რიდლინგენის კათოლიკურ სასწავლებელს, ხოლო უკვე შემდგომ, აბიტურიენტობის პერიოდამდე (1968 წლამდე), სწავლობდა ზიგმარინგენის ჰოჰენცოლერების გიმნაზიაში. კრეჩმანი ერთხელ მე-11 კლასში ჩარჩა კიდევაც. ახალგაზრდობაში იგი იყო უფროსი მინისტრანტი. გიმნაზიაში სწავლების პერიოდში მან უარი თქვა მღვდლად გახდომაზე.

1968–1970 წლებში მან გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. იმისთვის რომ გიმნაზიებში პედაგოგობის უფლება მოეპოვებინა, 1970–1975 წლებში, სწავლობდა ბიოლოგიას და ქიმიას (შემდგომში ეთიკას) ჰოჰენჰაიმის უნივერსიტეტში. 1972 წელს „კომუნისტ-სტუდენტურ ჯგუფში / მარქსისტ-ლენინისტებში“ (KABD-ის საუნივერსიტეტო ჯგუფი) და 1973 წელს „სოციალისტური ცენტრის“ და „კომუნისტური სკოლისს ჯგუფის“ (KHG) სტუდენტურ კონვენტში მონაწილეობის გამო, მას ემუქრებოდა პროფესიული საქმიანობის აკრძალვა.[5] 

კრეჩმანი თავდაპირველად ასწავლიდა შტუტგარტის კერძო კოსმეტიკურ სკოლაში.[6] საჭირო შემოწმების გავლის შემდეგ იგი გახდა აკრედიტებული პედაგოგი და 1988–1995 წლებში ასწავლოდა ქიმიას, ფიზიკას და ეთიკას შტუტგარტის, ნეკარის ეზლინგენის (თეოდორ-ჰოის-გიმნაზია), მენგენის, ბად შუსენრიდის და ზიგმარინგენის ჰოჰენცოლერების გიმნაზიაში.[7][8] 

პოლიტიკური საქმიანობა

რედაქტირება

პარტიული კარიერა (1979 წლიდან)

რედაქტირება
 
ვინფრიდ კრეჩმანი (2010)

სწავლის პერიოდში ვინფრიდ კრეჩმანი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ჰოჰენჰეიმის უნივერსიტეტის გენერალური სტუდენტური კომიტეტის (AStA) თავმჯდომარე. 1973–1975 წლებში იგი მონაწილეობდა დასავლეთ გერმანიის კომუნისტური გაერთიანების საუნივერსიტეტო ჯგუფების საქმიანობაში და მისდევდა მაოიზმს. მოგვიანებით მან „1968-იანების სოციალიზაციას“ „ფუნდამენტური პოლიტიკური შეცდომა“ უწოდა.

1979/80 წლებში კრეჩმანი თანამოაზრეებთან ერთად აარსებს ბადენ-ვიურტემბერგის მწვანეთა პარტიას. პრაქტიკოსი კათოლიკე ამჟამად ითვლება პარტიის კონსერვატიულ-ლიბერალური აზროვნების ბურjად. იგი 1980-იან წლებში ვოლფ-დიტერ ჰასენკლევერთან ერთად იყო მცირე ზომის ოკოლიბერტარიანელთა ფრთის პროტაგონისტი მწვანეთა პარტიაში.[9][10][11] ეს ფრთა 1983 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა შიდაპარტიულ ოპოზიციად.[12] აგრეთვე იყო მწვანე საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე 1983–1984 და 2002–2011 წლებში. კრეჩმანი არის ნიურტინგენის საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი ბადენ-ვიურტემბერგის პარლამენტში.

ოჯახი და პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ვინფრიდ კრეტჩმანი დაქორწინებულია 1975 წლიდან და ჰყავს სამი შვილი. ოჯახი ცხოვრობს ლაიცში, სიგმარინგენის რაიონში. მისი მეუღლე გერლინდ კრეჩმანი 2011 წლამდე იყო სიგმარინგენის მახლობლად მდებარე ბინგენის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი და სიგმარინგენის მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრი 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან 2009 წლამდე, ბოლოს კი მწვანეთა საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე.[13][14] კრეჩმანი VfB შტუტგარტის გულშემატკივარია.[15]

იგი ცნობილი კათოლიკეა. მაგრამ ამასთან, იგი კათოლიკურ ეკლესიას ადანაშაულებს იმაში, რომ იგი ძალიან დოგმატურია და არ აქვს შეცდომის აღიარების უნარი.[16] 2021 წლის 12 თებერვალს მან განაცხადა, რომ იგი ვერ გაუძღვება წინასაარჩევნო კამპანიას მომავალი არჩევნებისათვის. მიზეზად მეუღლის მკერდის კიბო დაასახელა.[17]

  1. Landtag Baden Württemberg - Kretschmann. ციტირების თარიღი: 2021-03-08
  2. Interview in taz, 7./8./9. April 2012, S. 21.
  3. Interview in taz, 7./8./9. April 2012, S. 21.
  4. „Ein Linker bin ich nicht“ Die Tageszeitung, S. 20-21, 7. April 2012
  5. Radikalenerlass – Die Akte Kretschmann. In: stuttgarter-zeitung.de, vom 18. Dezember 2014.
  6. Kretschmanns Tunnelblick. ციტირების თარიღი: 2013-02-18 დაარქივებული 2013-02-28 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-28. ციტირების თარიღი: 2021-03-10.
  7. Der schwäbische »Winnetou«. Focus Online. ციტირების თარიღი: 2011-07-04
  8. Moses aus Sigmaringen. Zeit Online. ციტირების თარიღი: 2011-07-04
  9. Joachim Raschke, Gudrun Heinrich: Die Grünen. Wie sie wurden, was sie sind, Bund, Köln 1993, S. 474.
  10. Ludger Volmer: Die Grünen, C. Bertelsmann, München 2009, S. 138.
  11. Joachim Raschke, Gudrun Heinrich: Die Grünen. Wie sie wurden, was sie sind, Bund, Köln 1993, S. 250.
  12. Jürgen Hoffmann: Die doppelte Vereinigung. Vorgeschichte, Verlauf und Auswirkungen des Zusammenschlusses von Grünen und Bündnis 90. Leske + Budrich, Opladen 1998, S. 85; Makoto Nishida: Strömungen in den Grünen (1980–2003). Eine Analyse über informell-organisierte Gruppen innerhalb der Grünen, Lit-Verlag, Münster 2005, S. 95 ff.
  13. Gerlinde Kretschmann – natürlich zurückhaltend. Bald Landesmutter (2011-03-30).
  14. Bündnis 90 / Die Grünen sind im Kreis Sigmaringen in der Amtsperiode 2009/2014 vertreten im: …. დაარქივებული 2012-01-07 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-07. ციტირების თარიღი: 2021-03-10.
  15. Sieg im Derby – VfB Stuttgart sendet Lebenszeichen (2014-04-05).
  16. Kretschmann fordert Meinungsfreiheit in der Kirche. In: Zeit Online, 19. März 2015.
  17. Ehefrau erkrankt – Kretschmann schränkt Wahlkampf ein, FAZ, 12. Februar 2021