მკერდის კიბო — სარძევე ჯირკვლების კიბო.

მკერდის კიბო

მამოგრამა. მარცხნივ - ჩვეულებრივი მკერდი, მარჯვნივ - მკერდის კიბოს ნიმუში.

DiseasesDB = 1598
დარგი ონკოლოგია Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 C50.
ICD-9 174-175
OMIM 114480
MedlinePlus 000913
eMedicine eMedicine: med/2808
Patient UK მკერდის კიბო
MeSH D001943

მსოფლიო მასშტაბით, მკერდის კიბო მეხუთე ადგილზეა სიკვდილის გამომწვევი კიბოს ტიპების მიხედვით (ფილტვების კიბოს, კუჭ-ნაწლავის კიბოს, ღვიძლის კიბოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს შემდეგ). 2005 წელს, მკერდის კიბოთი მთელ მსოფლიოში 502 000 ადამიანი დაიღუპა, რაც კიბოთი სიკვდილის 7 % და ყველა სხვა მიზეზით სიკვდილის 1 %-ია. როგორც წესი, მკერდის კიბოს შემთხვევები ქალებში ვლინდება, თუმცა შესაძლებელია, რომ მკერდის კიბო კაცსაც დაემართოს. იმის ალბათობა, რომ მკერდის კიბო ქალს დაემართება, 100-ჯერ უფრო დიდიაა, რის გამოც ქალებში მკერდის კიბო კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა.

მკერდის კიბოს იწვევს ის განსხვავებული უჯრედები, რომლებიც მკერდის ქსოვილში ჩნდებიან და დროთა განმავლობაში სიმსივნედ ყალიბდებიან. სიმსივნე იზრდება სარძევე სადინარებში და, თუ დროულად არ მოხდა მისი გამოვლენა და მკურნალობა, ის შეიძლება გავრცელდეს მკერდის დარჩენილ ნაწილშიც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: