ევროპის პარლამენტი
ევროპის პარლამენტი (ინგლ. European Parliament, შემოკლებით – ევროპარლამენტი) — ევროპის კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. იგი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრებიც პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით არიან არჩეულნი. იგი აირჩევა 5 წლის ვადით.
ევროპის პარლამენტი სხვა ოფიციალურ ენებზე: 14 | |
---|---|
მე-7 მოწვევის პარლამენტი | |
![]() | |
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ქვედა პალატა |
ხელმძღვანელები | |
პრეზიდენტი |
იეჟი ბუზეკი, ევროპული სახალხო პარტია 2009 წლის 14 ივლისი-დან |
ვიცე პრეზიდენტი |
14 2009 წლის 14 ივლისი-დან |
ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი |
იოსეფ დაული, ევროპული სახალხო პარტია 2004 წლის 5 ივლისი-დან |
სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი | მარტინ შულცი, სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი |
სტრუქტურა | |
წევრები | 736 |
![]() | |
პოლიტიკური ჯგუფები |
EPP (265) |
კომიტეტები | |
არჩევნები | |
საარჩევნო სისტემა | პარტიული სიის მიხედვით,ერთი შეცვლადი ხმის სისტემა და ხმის უმრავლესობით არჩევანი[1] |
ბოლო არჩევნები | 2009 წლის 4-7 ივნისი |
სხდომების ადგილი | |
![]() | |
სტრასბურგი, საფრანგეთი ბრიუსელი, ბელგია სეკრეტარიატი: ლუქსემბურგი | |
საიტი | |
europarl.europa.eu |
ევროპარლამენტის შექმნარედაქტირება
ევროპარლამენტის შექმნას საფუძველი ჩაეყარა 1952 წლის 10 აგვისტოს, როდესაც სტრასბურგში შედგა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანების პირველი საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. მისი თავმჯდომარე იყო ჟაკ მონე.
1957 წლის 25 მარტის რომის მოლაპარაკებების შემდეგ ევროპარლამენტი 142 დეპუტატისაგან დაკომპლექტდა. ისინი წარმოდგენილი იყვნენ მოლაპარაკებაში მონაწილე ექვსი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტებიდან. შემდგომში ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად იზრდება ევროპარლამენტის დეპუტატთა რაოდენობაც: 1973 წელი - 198, 1979 წელი - 410, 1981 წელი - 434, 1986 წელი - 518, 1994 წელი - 567, 1995 წელი - 626, 2004 წელი - 732.
ევროპარლამენტის არჩევნებირედაქტირება
1976 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პირდაპირი საყოველთაო არჩევნების ჩატარების შესახებ. დღემდე ჩატარებულია 6 არჩევნები:
ევროპარლამენტის უფლებამოსილებანირედაქტირება
1987 წლამდე ევროპარლამენტს მხოლოდ კონსულტაციების უფლება ჰქონდა. მართალია პარლამენტს შეეძლო ჩაეგდო კანონპროექტი ან შესწორებები შეეტანა მთელ რიგ მუხლებში, მაგრამ ევროკავშირის საბჭო იტოვებდა უფლებას ანგარიში არ გაეწია მისი შეხედულებებისათვის.
ერთიანი ევროპული აქტის შემოღების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ორ ინსტიტუტს შორის „თანამშრომლობის პროცედურის“ შესახებ, რამაც შესამჩნევად გააფართოვა პარლამენტის უფლებამოსილებანი. მაასტრიხტის მოლაპარაკებების შემდეგ პარლამენტმა მიიღო ახალი უფლებამოსილებანი.
დღეისათვის ევროპარლამენტის უფლებამოსილებისა და კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება: კანონმდებლობა, ბიუჯეტი და აღმასრულებელ ორგანოებზე კონტროლი. ჩვეულებრივი პარლამენტებისაგან განსხვავებით ევროპარლამენტის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი არ ახდენს მთავრობის ფორმირებას, რამდენადაც მთავრობა, ჩვეულებრივი გაგებით, ევროკავშირში არ არსებობს.
ევროპარლამენტის ფუნქციონირებარედაქტირება
1992 წლის დეკემბერში, ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პლენარული სხდომების სტრასბურგში გამართვის შესახებ. ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც ღია სხდომებს ატარებს. მისი დისკუსიები, დასკვნები და რეზოლუციები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ქვეყნდება.
დეპუტატები სხდომათა დარბაზში განლაგებული არიან არა ეროვნული დელეგაციების მიხედვით, არამედ მათი პოლიტიკური დაჯგუფებების შესაბამისად. ისინი დასაქმებულნი არიან ოც მუდმივმოქმედ კომისიაში, რომელთაგან თითოეული ორიენტირებულია განსაზღვრულ სფეროებზე.
ევროპარლამენტის სხდომები სტრასბურგში მიმდინარეობს, საჭიროების შემთხვევაში ბრიუსელში ინიშნება დამატებითი პლენარული და კომისიების სხდომები. სხდომები მიმდინარეობს სინქრონული თარგმანის დახმარებით. სხდომები და ყველა ოფიციალური დოკუმენტი ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე ითარგმნება.
ევროპარლამენტს ჰყავს გენერალური სამდივნო, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს. ევროპარლამენტის სხდომებს უძღვება ევროპარლამენტის პრეზიდენტი.
ევროპარლამენტის წევრებირედაქტირება
ევროპარლამენტში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გამოყოფილი აქვთ ადგილები მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისი კვოტებით. დეპუტატთა ეროვნული წარმომადგენლობა ასეთია:
- 96 - გერმანია
- 79 - საფრანგეთი
- 76 - იტალია
- 59 - ესპანეთი
- 52 - პოლონეთი
- 33 - რუმინეთი
- 29 - ნიდერლანდები
- 21 - ბელგია, პორტუგალია, საბერძნეთი, უნგრეთი, შვედეთი, ჩეხეთი
- 19 - ავსტრია
- 17 - ბულგარეთი
- 14 - დანია, სლოვაკეთი, ფინეთი
- 13 - ირლანდია
- 12 - ხორვატია
- 11 - ლიეტუვა
- 8 - ლატვია, სლოვენია
- 7 - ესტონეთი
- 6 - კვიპროსი, ლუსქემბურგი, მალტა
პოლიტიკური დაჯგუფებებირედაქტირება
2004 წლის მოწვევის პარლამენტში 7 პოლიტიკური დაჯგუფებაა. ყოველ მათგანს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც პლენარულ სხდომებზე დაჯგუფების პოზიციას აფიქსირებს. ეს პოლიტიკური სუბიექტებია:
- ევროპის სახალხო პარტია - ევროპის დემოკრატები - 268 ადგილი
- ევროპის სოციალისტების პარტია - 202 ადგილი
- ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსი - 89 ადგილი
- ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი - 42 ადგილი
- ევროპის მემარცხენეების და სკანდინავიის მწვანეების გაერთიანება - 41 ადგილი
- დამოუკიდებლობა და დემოკრატია - 36 ადგილი
- კავშირი ევროპისათვის - 27 ადგილი
გარდა ამისა ევროპარლამენტში კიდევ 28 დამოუკიდებელი დეპუტატია, რომლებიც არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში არ არიან გაერთიანებულნი.
სქოლიორედაქტირება
- ↑ გერმანულ ენოვანი ამომრჩევლები ბელგიაში აგრეთვე ირჩევენ ხმის უმრავლესობით არჩევანს მათი ევრო პარლამენტში წარმომადგენლისთვის