გერმანიის გერბი
გერმანიის ფედერალური გერბი (გერმ. Bundeswappen Deutschlands) — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი. მასზე გამეორებულია სახელმწიფო დროშის ფერები: შავი, წითელი და ყვითელი. გერბი გერმანიის ნაციონალური სიმბოლოა და წარმოადგენს ყვითელ (ოქროსფერ) ფონზე დატანილ ე. წ. ერთთავიან შავი ფერის „ფედერალურ არწივს“ (გერმ. Bundesadler, ბუნდესადლერი), რომელსაც თავი მარჯვნივ (ჰერალდიკურად, მაყურებლისთვის - მარცხნივ) აქვს შებრუნებული, ფრთები გაშლილი აქვს; ნისკარტი, ენა და კლანჭები წითელი ფერითაა წარმოდგენილი. გერმანიის დღევანდელი გერბი იდენტურია კარლ-ტობიას შვაბის მიერ 1926 წელს შემუშავებული გერბისა, რომელიც 1928 წლიდან ვაიმარის რესპუბლიკის გერბს წარმოადგენდა; მასზე დატანილი არწივი ჯერ კიდევ „რაიხსადლერად“ ანუ იმპერიის არწივად მოიხსენიებოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გერმანიის გერბი“ ვიკისაწყობში.
- გერმანიის ბუნდესტაგი: „ბუნდესადლერი“
- სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ, Blickpunkt Bundestag დაარქივებული 2011-09-06 საიტზე Wayback Machine.