გერმანიის ეკონომიკა

გერმანიის ეკონომიკა — ეკონომიკურად გერმანია უმძლავრესი სახელმწიფოა ევროპაში. 2009 წლის მონაცემებით მშპ ს (ნომინალური) საერთო მოცულობით გერმანია მეოთხე ადგილს იკავებს და მეხუთე ადგილს მშპ ს (ppp)მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გაანგარიშებით. გარდა ამისა გერმანია ერთ-ერთი ლიდერია ექსპორტის მიხედვით. ცხოვრების დონის მიხედვით გერმანია მე-10-ე ადგილზეა მსოფლიოში.

  • გერმანიის წილი მსოფლიო მშპ ში - 3,968 %
  • გერმანიის წილი ევროკავშირის მშპ ში - თითქმის 30%
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე - დაახლოებით 35 ათასი დოლარი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2006 წლისთვის - 1,7%
  • სახელმწიფო ხარჯები გერმანიაში შეადგენს ქვეყნის მშპ ს 50%
  • მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის დასაქმებულთა 70% და წარმოებული მშპ ს 57%
  • მშპ ში მრეწველობაზე მოდის -38%, სოფლის მეურნეობაზე - 2%, მომსახურების სფეროზე - 60%
  • ჩრდილოვანი ეკონომიკის სექტორი მშპ ს დაახლოებით 15% ს შეადგენს.
მშპ ნომინალური დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის[1]

ოფიციალური მონაცემებით 2011 წელს უმუშევართა საშუალო რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია (7% გერმანიის შრომისუნარიანი მოსახლეობიდან)

მრეწველობა

რედაქტირება

გერმანია ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყანაა. მრეწველობის ძირითადი დარგებია მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური, ავტომობილებისა და გემების წარმოება. გერმანიას არ გააჩნია სასარგებლო წიაღისეულის რაიმე მნიშვნელოვანი მარაგი. იშვიათი გამონაკლისია ქვანახშირი. ამიტომ მისი ეკონომიკა კონცენტრირებულია მრეწველობასა და მომსახურების სფეროზე.

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

გერმანიას განვითარებული სოფლის მეურნეობა გააჩნია. სოფლის მეურნეობის მიერ მოწოდებული პროდუქციის 70% ს იძლევა მეცხოველეობა, რომლის მოთხოვნასაც მისადაგებულია მემცენარეობა: ფართობებზე მოყვანილი კულტურები რომელსაც იყენებენ ცხოველთა გამოსაკვებად აღემატება კულტურებს რომელსაც ადამიანი მოიხმარს საკვებად. გერმანია უმთავრესად პატარა ოჯახური ფერმების ქვეყანაა. 1994-1997 წლებში სასოფლოსამეურნეო საწარმოების წილი რომლებსაც გააჩნდათ 50 ჰექტარზე მეტი ფართობი გაიზარდა 11,9 დან 14%-მდე. დიდი ფერმები უმეტესწილად განთავსებულია გერმანიის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში. ამავე დროს მოხდა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მკვეთრი შემცირება, 24% დან (1950 წ,) 2,4% მდე (1997 წ.). ევროკავშირში მარცვლეულის წარმოების 1/5 გერმანიაზე მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქერის წარმოებას. გერმანიას მოყავს სხვადასხვა სახეობის ქერი რომელსაც იყენებს ცხოველთა საკვებად და ასევე ლუდის წარმოებისთვის რომელიც ითვლება გერმანიის ნაციონალურ სასმელად (მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე - დაახლოებით 145 ლ. წელიწადში).

მესაქონლეობა - გერმანიის მეცხოველეობის ძირითადი დარგია ის სოფლის მეურნეობის მთელი შექმნილი პროდუქციის 2/5 ს შეადგენს ამასთან ძირითადი ნაწილი მოდის რძეზე (დაახლოებით 1/4). მეორე ადგილზეა მეღორეობა. ქვეყნის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება რძეზე და საქონლის ხორცზე სისტემატურად აჭარბებს 100% ს, მაგრამ ღორის ხორცზე მოთხოვნის დაკმაყოფილაბა მხოლოდ 4/5 შეუძლია. სოფლისმეურნეობის წარმოების მოცულობით, მარცვლეულის წარმოებითა და მეცხოველეობის პროდუქციით გერმანია ჩამორჩება მხოლოდ საფრანგეთს, ხოლო რძის წარმოებით პირველ ადგილზეა ევროკავშირში.

ტრანსპორტი

რედაქტირება

გერმანიის სატრანპორტო სიტემის მთავარი მიმართულებაა რკინიგზა, რომელსაც წელიწადში 2 მილიარდი მგზავრი გადაჰყავს. მისი საერთო სიგრძე 39 ათას კილომეტრს აღემატება. რკინიგზის ზოგიერთი ხაზი განკუთვნილია მაღალსიჩქარიანი მატარებლებისათვის. 2003 წლის დასაწყისში გერმანიაში დარეგისტრირებული იყო 53 მილიონი ავტომობილი (მათ შორის მსუბუქი). ყველა კლასის სამანქანო გზის საერთო სიგრძე 230 კილომეტრს აღემატება, ავტობანი - 12 ათას კილომეტრს. გერმანიის სავაჭრო ფლოტი 2200 თანამედროვე საზღვაო ხომალდს ითვლის.

ენერგეტიკა

რედაქტირება

ენერგიის მოხმარებით გერმანია მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში. 2002 წელს გერმანია იყო ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი 512,9 ტერავატ/საათი. სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდით დაზოგოს და შეინარჩუნოს განუახლებელი ენერგიის წყაროები. ასევე ვითარდება ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები. გერმანიის მთავრობა ვარაუდობს რომ 2050 წლისთვის ელექტროენეგიის მოთხოვნის ნახევარის დაკმაყოფილებას განახლებადი წყაროებიდან შეძლებს. 2009 წლის მონაცემებით გერმანიის მოთხოვნას ელექტრო ენერგიაზე სტრუქტურულად აკმაყოფილებდა ელექტრომატარებლების შემდეგი სახეები: მურა ნახშირი (24,6%), ბირთვული ენერგია (22,6%), ქვანახშირი (18,3%), ენერგიის განახლებადი წყაროები (15%) და აირი (12,9%) 2000 წელს მთავრობამ განაცხადა რომ 2021 წლისთვის დახურავს ყველა არსებულ ატომურ ელექტრო სადგურს.

2010 წელს მთავრობამ უარი თქვა გეგმაზე 2021 წლისთვის ატომური ელექტრო სადგურების დახურვასთან დაკავშირებით და გაუგრძელა მუშაობა მათ 2030 წლამდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Gross domestic product. OECD (2011-02-17). ციტირების თარიღი: 2011-02-11.