სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლ (მრავალმნიშვნელოვანი).

ლიტრი (ლ, l, L, ℓ) — მოცულობის საზომი ერთეული, გამოიყენება თანაბრად სი ერთეულებისა.

1 ლ = 10−3 მ³ = 1 დმ³ (კუბური დეციმეტრი) = 10³ სმ³ (კუბური სანტიმეტრი).

ლიტრიდან წარმოებული ერთეულები — სანტილიტრი (სლ, არ გამოიყენებოდა სსრკ-ში), მილილიტრი (მლ, ml), მიკროლიტრი, დეკალიტრი (დალ, dal) და ჰექტალიტრი (ჰლ).

1 მლ = 10−3 ლ = 10−6 მ³ = 1 სმ³

1 დალ = 10 ლ = 10−2 მ³

1 ჰეკტალიტრი = 100 ლ

ლიტრის სიდიდე რედაქტირება

1901 წელს ზომისა და წონის მესამე გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით ერთი ლიტრი განისაზღვრა, როგორც 1 კილოგრამი სუფთა, ყველაზე მაღალი სიმკვრივის(~4Cº), წყლის მოცულობა ნორმალურ პირობებში[1]. ამრიგად ერთი ლიტრის მოცულობა შეესაბამებოდა 1,000028 დმ3–ს. 1964 წელს ზომისა და წონის მე–12 გენერალურმა კონფერენციამ უარყო ეს განსაზღვრება და მიიღო ახალი: 1 ლ = 1 დმ3.

სქოლიო რედაქტირება

  1. 760 მმ სიმაღლის ვერცხლისწყლის წნევა