ლიტრა
ლიტრა (ბერძ. λίτρα [litra]) — ძველი (ბერძნული, ელინური) სამყაროს მასის ერთეული, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოშიც.
წყაროებში გვხვდება IX საუკუნიდან, მაგრამ მისი დამკვიდრება უფრო ადრეა სავარაუდო. თავდაპირველი ლიტრა უდრიდა რომაულ-ბიზანტიურ ლიტრას – 327.45 გ. შემდეგ მისი მასა გაიზარდა და გახდა: 406.25 გ (IX–XI საუკუნეები), 950 გ. (XIII საუკუნე), 1.07 კგ (XIV-XV საუკუნის I ნახევარი), 1.780 კგ (XV საუკუნის II ნახევარი XVI საუკუნე), 2.5 კგ (XVII საუკუნე), 3 კგ (XVII საუკუნეს მიწურული – XVIII საუკუნის I ნახევარი), 3.3-3.4 კგ (XVIII საუკუნის II ნახევარი).
ლიტრა XIX საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში გამოიყენებოდა მარცვლეულის, აგრეთვე სითხის საწყაოდაც. მისი ტევადობა სხვადასხვა კუთხეში 3.2–5 კგ/ლ-მდე მერყეობდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.) თბ., 1973.