რიუგენი (გერმ. Rügen, ლათ. Rugia) — გერმანიის უდიდესი კუნძული. მდებარეობს ბალტიის ზღვაში, პომერანიის სანაპიროსთან ახლოს და ეკუთვნის მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალურ მხარეს. კუნძული ორი კილომეტრის სიგრძის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდით უკავშირდება ქალაქ შტრალზუნდს. რიუგენის მაქსიმალური სიგანე შეადგენს 52 კმ-ს (სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ), ხოლო მაქსიმალური სიგანე — 41 კმ-ს სამხრეთში. კუნძულის საერთო ფართობია 926 კმ². სანაპირო ზოლი მრავალი ყურეებითა და უბეებით, ასევე ნახევარკუნძულებითა და კონცხებითაა შეჭრილ–შემოჭრილი.

რიუგენისა და მის ადმინისტრაციულ რაიონში შემავალი კუნძულების რუკა.

კუნძული რიუგენი კუნძულ ჰიდენზეესა და რამდენიმე პატარა კუნძულთან ერთად შეადგენს რიუგენის ადმინისტრაციულ რაიონს, რაიონული ცენტრით ბერგენი რიუგენზე. კუნძულზე არსებული სხვა ქალაქებია ზასნიცი, პუტბუსი და გარცი. რიუგენი ლამაზი ლანდშაფტებისა და გრძელი პლაჟების გამო, დღეს ტურისტული ზონაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რიუგენი