გერმანიის კავშირი

გერმანიის კავშირი (გერმ. Deutscher Bund) — გერმანულენოვანი სახელმწიფოების კონფედერაცია 1815 წლიდან 1866 წლამდე. დაარსდა 1815 წლის 8 ივნისს ვენის კონგრესზე. გერმანიის კავშირი, როგორც ცალკეული ფედერაციული ერთეულების გაერთიანება, იყო 1806 წელს დაშლილი საღვთო რომის იმპერიისა და ნაპოლეონის მიერ დაარსებული რაინის კავშირის მემკვიდრე.

გერმანიის კავშირი 1815-1866 წლებში

კონფედერაციის დამფუძნებელი დოკუმენტი, გერმანიის ფედერალური აქტი, ხელმოწერილი იქნა 38 წევრი სახელმწიფოს, 34 სამთავროსა და ოთხი თავისუფალი ქალაქის მიერ[1]; 39-ე წევრი სახელმწიფო ჰესენ-ჰომბურგი კონფედერაციას მხოლოდ 1817 წელს შეუერთდა. შეძენით ან მემკვიდრეობით სახელმწიფოთა გაერთიანებების შედეგად წევრთა რაოდენობა 1863 წლამდე 35-მდე შემცირდა. კონფედერაციას პრუსიისა და ავსტრიის მხოლოდ ის ნაწილები ეკუთვნოდა, რომლებიც წინათ გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაშიც შედიოდა. გერმანიის კავშირის ფართობი 1815 წლისათვის დაახლოებით 630 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, მოსახლეობა კი 29,2 მილიონს. მოსახლეობის რაოდენობა 1865 წლამდე 47,7 მილიონამდე გაიზარდა[2].

გერმანიის კავშირი გერმანიის ომის (1866) შედეგად პრაღის ზავით ოფიციალურად გამოცხადდა დაშლილად. 1870[3] წლიდან სამი სამხრეთგერმანული სახელმწიფოს ჩრდილოგერმანულ კავშირთან მიერთების შედეგად გერმანიის კავშირი[4] მცირე ხნით აღდგა და არსებობდა მანამ, სანამ არ დაარსდა გერმანიის იმპერია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jürgen Angelow: Der Deutsche Bund. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 2003, ISBN 3-534-15152-6.
  • Manfred Botzenhart: Reform, Restauration, Krise. Deutschland 1789–1847. Suhrkamp, Frankfurt am Main 1985, ISBN 3-518-11252-X.
  • Harm-Hinrich Brandt: Deutsche Geschichte 1850–1870 – Entscheidung über die Nation. Kohlhammer, Stuttgart 1999, ISBN 3-17-009412-2.
  • Peter Burg: Der Wiener Kongress: der Deutsche Bund im europäischen Staatensystem. Dt. Taschenbuch-Verl., München, 3. Aufl. 1993, ISBN 3-423-04501-9

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1815 წლის გერმანიის ფედერალური აქტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-05. ციტირების თარიღი: 2012-02-13.
  2. გერმანიის კავშირი, Meyers Konversations-Lexikon. მე-4 გამოცემა. ტ. 4., Bibliographisches Institut, Leipzig 1885–1892, გვ. 773.
  3. Protokoll betreffend die Vereinbarung zwischen dem Norddeutschen Bunde, Baden und Hessen über Gründung des Deutschen Bundes und Annahme der Bundesverfassung vom 15. November 1870. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-10. ციტირების თარიღი: 2012-02-13.
  4. Vertrag mit Bayern über den Beitritt zur Deutschen Verfassung vom 23. November 1870 დაარქივებული 2012-02-05 საიტზე Wayback Machine. , ნაწილი I, ნაწილი II § 1