რაინის კავშირი (გერმ. Rheinbund, ფრანგ. Confédération du Rhin) — 1806 წელს პარიზში ნაპოლეონის მიერ ჩამოყალიბებული რაინის გერმანული სამთავროების (საღვთო რომის იმპერიიდან გამოსული) კავშირი.

რაინის კავშირი 1812 წელს
რაინის კავშირის შემადგენელი ქვეყნები 1812 წელს

XIX საუკუნის დასაწყისში გერმანია კვლავ გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიად რჩებოდა, რომელშიც 350-მდე სახელმწიფო შედიოდა. გერმანული ქვეყნებიდან გამოირჩეოდნენ პრუსია, საქსონია, ბავარია, ვიურტემბერგი და განსაკუთრებით ავსტრია, რომლის მეფეები საღვთო რომის იმპერატორის ტიტულსაც ითავსებდნენ. საღვთო რომის იმპერიის ქვეყნები ფორმალურად ერთიან გერმანულ სახელმწიფოს ქმნიდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან ავსტრიის გარდა ფაქტობრივად არც ერთი სახელმწიფო საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს არ ემორჩილებოდა. მაშინდელი გერმანული მოსახლეობა მდიდარი პატრიციული ოჯახების, ქალაქელი ბიურგერების, ოსტატებისა და შეგირდებისგან შედგებოდა, რომლებიც ოსტატებს ემორჩილებოდნენ. გლეხები უმეტესად ციხე-სიმაგრეებში და სოფლებში ცხოვრობდნენ.

ნაპოლეონის ომების პერიოდში ნაპოლეონმა რაინის გერმანული ქალაქებიდან მხოლოდ 5-ს დაუტოვა ავტონომია, დანარჩენი კი შეიერთა და 1806 წელს მათგან რაინის კავშირი შექმნა. რაინის კავშირს ნაპოლეონი პირადად ხელმძღვანელობდა. რაინის კავშირის შექმნამ საღვთო რომის იმპერატორი ფრანც II, ავსტრიის იმპერატორ ფრანც I-ად იქცა. რაინის კავშირის შექმნით ნაპოლეონმა ბოლო მოუღო ათასწლოვან გერმანულ ტრადიციას. ავსტრიელმა ჰაბსბურგებმა კი საპატიო ტიტული დაკარგეს. 1806 წელს პრუსიის განადგურების შემდეგ ნაპოლეონმა რაინის კავშირს კიდევ 23 გერმანული სამთავრო შეუერთა. 1808 წელს რაინის კავშირმა მაქსიმალურ ზომას მიაღწია. მასში შედიოდა ოთხი სამეფო, ხუთი დიდი საჰერცოგო, ცამეტი საჰერცოგო, ჩვიდმეტი სამთავრო და ასევე ჰანზას კავშირის ქალაქები, ჰამბურგი, ლუბეკი და ბრემენი. ყველაზე ბოლოს კავშირს გერმანეული თავადი, ანჰალტ-დესაუ შეუერთდა, რომელმაც სამაგიეროდ ჰერცოგის ტიტული მიიღო. რაინის კავშირს მიღმა დარჩნენ მხოლოდ პრუსია, ავსტრია და დანიის კუთვნილი გერმანული სამთავრო გოლშტეინი და შვედეთის პომერანია.

რაინის კავშირი ნაპოლეონმა თავის სასარგებლოდ ჩამოაყალიბა. კავშირის ყველა ქვეყანა ვალდებული იყო ეღიარებინა კონტინენტური ბლოკადა ინგლისის წინააღმდეგ, ამას გარდა რაინის კავშირი ვალდებული იყო ნაპოლეონის დასახმარებლად მთელი თავისი სამხედრო ძალა გამოეყვანა.

რაინის კავშირი 1813 წელს, ლაიფციგის ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ დაიშალა. დღეს რაინის კავშირის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო რომელმაც სახელი არ შეიცვალა არის ლიხტენშტაინი.

წევრი მონარქიები

რედაქტირება

ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია კონფედერაციის წევრები, მათი შეერთების თარიღი, აგრეთვე ფრჩხილებში მითითებულია ჯარის რაოდენობა.[1] კავშირი შედგებოდა 9 სამეფოსგან და 28 სათავადოსგან.

სამეფოები

რედაქტირება
მონარქი შეერთების წელი შენიშვნა
  ბადენის დიდი საჰერცოგო 1806,ივლისი,12 თანადამფუძნებელი; ყოფილი სამარკგრაფო (8,000)
  ბავარიის სამეფო 1806,ივლისი,12 თანადამფუძნებელი; ყოფილი საჰერცოგო (30,000)
  ბერგის დიდი საჰერცოგო 1806,ივლისი,12 თანადამფუძნებელი; შთანთქა კლევესი, ორივე ყოფილი საჰერცოგო (5,000)
  ჰესენის დიდი საჰერცოგო 1806,ივლისი,12 თანადამფუძნებელი; ყოფილი ლენდგრევი (4,000)
  რეგენსბურგის სამთავრო 1806,ივლისი,12 თანადამფუძნებელი; ყოფილი სათავად-საეპისკოპოსო და საკურფიურსტო; 1810-დან   ფრანკფურტის დიდი საჰერცოგო (968 - 4,000)
  საქსონიის სამეფო 1806,დეკემბერი,11 ყოფილი საკურფიურსტო (20,000)
  ვესტფალიის სამეფო 1806,ნოემბერი,15 შექმნილია ნაპოლეონის მიერ (25,000)
  ვიურტემბერგის სამეფო 1806,ივლისი,12 თანადამფუძნებელი; ყოფილი საჰერცოგო (12,000)
  ვიურცბურგის დიდი საჰერცოგო 1806,სექტემბერი, 23 შექმნილია ნაპოლეონ ბონაპარტიეს მიერ (2,000)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Creation of the Confederation of the Rhine, 12 July, 1806 დაარქივებული 29 May 2011 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links