ვენის კონგრესი
ვენის კონგრესი — ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონფერენცია რომელიც ჩატარდა ავსტრიის იმპერიის დედაქალაქ ვენაში 1814 წლის სექტემბრიდან – 1815 წლის ივნისის ჩათვლით. მისი მიზანი იყო საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება და გადაწყვეტა. ნაპოლეონზე გამარჯვებულ ქვეყნებს: რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, პრუსიასა და ავსტრიას მიღწეული შედეგების ხელშეკრულებებში ასახვა და საერთაშორისო ურთიერთობების ახალ წესებზე შეთანხმება სურდათ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის რევოლუციის, როგორც მონარქიის დამხობის პრეცედენტის, შედეგების აღმოფხვრა. ამიტომაც აღადგინეს ბურბონთა დინასტია. მონაწილეთა საერთო მიზანს ევროპაში აბსოლუტიზმის გაძლიერება წარმოადგენდა.

მიმდინარეობა
რედაქტირება1. ართურ უელსლი, I ჰერცოგი უელინგტონი.
2. იოაკიმ ლობო დე სილვიერა, ორიოლას VII გრაფი.
3. ანტონიო დე სალდანა, პორტო სანტოს გრაფი.
4. კარლ ლოვენჰილმი, გრაფი.
5. საფრანგეთის სამეფო ჯან დე ნოილისი, ნოალის V ჰერცოგი.
6. კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი.
7. საფრანგეთის სამეფო ანდრე დიუპენი.
8. კარლ ნესელროდი.
9. პედრო დე სოიზა, პალმელას I გრაფი.
10. რობერტ სტიუარტი, კასტელეჰის ვისკონტი.
11. საფრანგეთის სამეფო ემერიხ იოზეფ დე დალბერგი, დელბერგის გრაფი.
12. იოჰან ფონ ვესენბერგი, ვესენბერგის ბარონი.
13. ანდრეი რაზუმოვსკი, პრინცი.
14. ჩრლზ ვენი, სტივარტის I ბარონი.
15. პედრო გომეს ლაბრადორი, ლაბრადორის მარკიზი.
16. რიჩრდ ტრენჩი, კლანკარტის II გრაფი.
17. ვაკენი (ჩამწერი).
18. ფრიდრიხ ფონ გენცი (კონგრესის მდივანი).
19. ვილჰელმ ჰუმბოლდტი.
20. უილიამ კეტკარტი, კატეკარტის I გრაფი.
21. კარლ ავგუსტ ფონ ჰარდენბერგი.
22. საფრანგეთის სამეფო შარლ მორის დე ტალეირანი.
23. გუსტავ შტაკელბერგი.
საერთო მიზნების გარდა მონაწილეებს ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიც ჰქონდათ ამიტომაც შეხვედრები მიმდინარეობდა ფარული ინტრიგების ფონზე. კონგრესს ავსტრიელი დიპლომატი, გრაფი მეტერნიხი ხელმძღვანელობდა. საფრანგეთს ტალეირანი წარმოადგენდა. რუსულ დელეგაციაში იყო იმპერატორი ალექსანდრე I. კონფერეციაში ასევე მონაწილეობდნენ; ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი. ასევე: დანია, შვეიცარია, რომის პაპის წარმომადგენელი და ბავარია.
გადაწყვეტილება
რედაქტირებადასკვნით აქტს, ხელი მოეწერა 1815 წლის 9 ივნისს. მის დებულებებში შედის:
- რუსეთს გადაეცა ვარშავის საჰერცოგოს დიდი ნაწილი და 1809 წელს შვედეთისგან მიღებული ფინეთი დაიკანონა.
- პრუსიას გადაეცა საქსონიის ორი მეხუთედი, ვარშავავის საჰერცოგოს ნაწილი, დანციგი და რაინლანდ–ვესტფალია.
- შეიქმნა გერმანიის კავშირი (კონფედერაცია), რომელიც 39 სახელმწიფოსგან შედგებოდა. ავსტრიისა და პრუსიის მხოლოდ ნაწილი მოხვდა კონფედერაციის ტერიტორიაზე.
- ნიდერლანდები და სამხრეთ ნიდერლანდები (დაახლ. თანამედროვე ბელგია) გაერთიანდა ერთიან კონსტიტუციურ მონარქიაში.
- შვეიცარიას მიენიჭა ნეიტრალიტეტი.
- ავსტრიამ ბელგიის სანაცვლოდ მიიღო ლომბარდია და ვენეცია
- შვედეთმა შეიერთა ნორვეგია იმ პირობით, რომ ნორვეგიას მიენიჭებოდა ფართო ავტონომიის სტატუსი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 363.
- Ferraro, Guglielmo. The Reconstruction of Europe; Talleyrand and the Congress of Vienna, 1814–1815 (1941)
- Gulick, E. V. "The final coalition and the Congress of Vienna, 1813-15" in C. W. Crawley, ed., The New Cambridge Modern History, vol 9, 1793-1830 (1965) pp 639–67.