შარლ მორის დე ტალეირანი

შარლ მორის დე ტალეირან–პერიგორი (ფრანგ. Charles Maurice de Talleyrand-Périgord), (დ. 1754 - გ. 1838) — ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელსაც ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა სხვადასხვა რეჟიმის დროს, დაწყებული დირექტორიიდან დამთავრებული ლუი-ფილიპის მთავრობით. სიტყვა ტალეირანი გახდა მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმი.

შარლ მორის დე ტალეირანი
Charles-Maurice de Talleyrand-Périgord
შარლ მორის დე ტალეირანი Charles-Maurice de Talleyrand-Périgord
ტალეირანი, პიერ პოლ პრუდონის ნამუშევარი
საფრანგეთის 1-ლი პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ივლისი 1815 – 26 სექტემბერი 1815
წინამორბედი——
მემკვიდრეარმან-ემანუელ დუ პლესი, რიშელიეს ჰერცოგი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ივლისი 1815 – 26 სექტემბერი 1815
პრემიერ-მინისტრითვითონ
წინამორბედილუი პიერ ედუარდი, ბარონი ბინონი
მემკვიდრეარმან-ემანუელ დუ პლესი, რიშელიეს ჰერცოგი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 მაისი 1814 – 20 მარტი 1815
წინამორბედიანტონ რენე შარლ მატურინი, ლაფორესტის გრაფი
მემკვიდრეარმან ოგუსტინ ლუი, კოლენკურის მარკიზი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ნოემბერი 1799 – 9 აგვისტო 1807
წინამორბედიკარლ ფრიდრიხ რაინარდი
მემკვიდრეჯან ბატისტ დე შამპანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივლისი 1797 – 20 ივლისი 1799
წინამორბედიშარლ დელაკრუა
მემკვიდრეკარლ ფრიდრიხ რაინარდი

დაბადებული2 თებერვალი 1754
პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვლილი17 მაისი 1838
ეროვნებასაფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტალეირანი გაღარიბებულ არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა. მან სასულიერო სემინარია დაამთავრა, 1788–1791 წლებში ოტენის ეპისკოპოსი იყო. გენერალურ შტატებში სამღვდელოებიდან აირჩიეს, მაგრამ მესამე წოდების დეპუტატებს მიემხრო და საეკლესიო მიწების განკარგულებაში გადაცემის წინადადება წამოაყენა. 1792 წელს ტალეირანი დიპლომატიური მისიით ინგლისში გაემგზავრა. მონარქიის დამხობის შემდეგ მეფესთან მისი საუდუმლო კავშირი გამოვლინდა, ამის გამო იგი საფრანგეთში 1796 წლამდე აღარ დაბრუნებულა.

ტალეირანი დირექტორიის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ეს პოსტი მან კონსულობისა და იმპერიის დროსაც შეინარჩუნა. იგი ნაპოლეონის მრჩეველი იყო.

ტალეირანმა წინასწარ განჭვრიტა ნაპოლეონის აუცილებელი მარცხი და 1808 წლიდან საიდუმლო კავშირი დაამყარა ალექსანდრე I-თან და მატერნიხთან. ნაპოლეონმა ეჭვი აიღო ტალეირანის არაკეთილსინდისიერებაზე, მაგრამ ღალატის დამტკიცება ვერ მოახერხა, ამიტომ მის თანამდებობიდან გადაყენებას დასჯერდა.

ნაპოლეონის დამხობის შემდეგ ტალეირანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ბურბონთა რესტავრაციაში. ვენის კონგრესზე იგი საფრანგეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

დიდ სახელმწიფოთა შორის ყველაზე სუსტი იყო დამარცხებული საფრანგეთის პოზიციები. მაგრამ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტალეირანმა შესანიშნავად გამოიყენა თავისი ხანგძლივი პოლიტიკური და დიპლომატიური საქმიანობის მანძილზე უხვად დაგროვილი ვერაგობისა და უტიფრობის მდიდარი გამოცდილება. მან ძირითად ამოცანად საფრანგეთის წინააღმდეგ ინგლისის, რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის მიერ შექმნილი ერთიანი ფრონტის გარღვევა დაისახა.

ყველაზე მეტი ტერიტორიული პრეტენზიები ევროპაში რუსეთსა და პრუსიას ჰქონდათ. ეს ინგლისისა და ავსტრიის უკმაყოფილებას იწვევდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წამოაყენა ე.წ. "ლეგიტიზმის" (კანონიერების) პრინციპი – ევროპა რევოლუციური ომების დაწყებამდე, 1792 წლამდე არსებულ საზღვრებს უნდა დაბრუნებოდა. ეს ეწინააღმდეგებოდა ალექსანდრე I–ის მისწრაფებებს, რადგან ნაპოლეოზე გამარჯვების შედეგად რუსეთი ვარშავის საჰერცოგოზე აცხადებდა პრეტენზიას. ალექსანდრე I–ის ამ მოთხოვნის საპასუხოდ ტალეირანმა განაცხადა, რომ იგი "სამართლიანობას ყველაფერზე უფრო მაღლა აყენებს";;.

ყოველთვის თავშეკავებული და გარეგნულად ზრდილობიანი ალექსანდრე I ამჯერად წონასწორობიდან გამოვიდა და თავის თანამოსაუბრეს შეჰყვირა: "უმჯობესია ომიო". სიტუაცია მართლაც კომიკური იყო. ტალეირანი, რომელიც ნაპოლეონის ეპოქაში საფრანგეთის სასარგებლოდ ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე ჭრიდა და კერავდა ევროპის პოლიტიკურ რუკას, პირადი გამორჩენის მიზნით ღალატობდა და სათანადო თანხად ჰყიდდა ყველას და ყველაფერს, რუსეთის იმპერატორს ზნეობისა და სამართლიანობისაკენ მოუწოდებდა.

ამის შემდეგ ტალეირანმა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კასლრი და ავსტრიის კანცლერი თავადი მატერნიხი დაარწმუნა რუსეთისა და პრუსიის წინააღმდეგ ფარული ხელშეკრულების დადების აუცილებლობაში. სამ ცალად შედგენილი ინგლის–ავსტრია–საფრანგეთის საიდუმლო ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი ამ ქვეყნების დედაქალაქებში – ლონდონში, ვენასა და პარიზში ინახებოდა. საფრანგეთში ნაპოლეონის ძალაუფლების ასი დღით აღდგენისას ლუი XVIII ისე სასწრაფოდ გაიქცა საზღვარგარეთ, რომ ხელშეკრულების თან წაღება ვერ მოასწრო. ეს დიპლომატიური დოკუმენტი ნაპოლეონს ჩაუვარდა ხელში. მან იგი მაშინვე ვენაში, ალექსანდრე I–ს გაუგზავნა.

რუსეთის იმპერატორი აღშფოთდა. მან მიღებული დოკუმენტი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს მატერნიხს გადასცა. ეს უკანასკნელი იმდენად დაიბნა, რომ თავის სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად ვერ მოიფიქრა, რა სიცრუე მოეგონებინა მოულოდნელად შექმნილი საშინელი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. მაგრამ ამ შემთხვევას არ შეეძლო ბატონყმური რუსეთის თვითმპყრობელი ალექსანდრე I–ის შეურიგებელი პოზიციის შეცვლა რევოლუციის შედეგად აღზევებული ნაპოლეონის მიმართ. ალექსანდრე I–მა 1815 წლის 9 ივნისს ვენის კონგრესის მონაწილეებთან ერთად ხელი მოაწერა ვენის კონგრესის გენერალურ დასკვნით აქტს.

ნაპოლეონის "ასი დღის" შემდეგ ტალეირანი ხანმოკლე დროით მეთაურობდა საფრანგეთის მთავრობას, მაგრამ რესტავრაციის პერიოდის რეაქციონერებმა ვერ აპატიეს მას რევოლუციაში მონაწილეობა და აიძულეს გადამდგარიყო. ტალეირანი 15 წლით ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს. 1830 წლის რევოლუციის შემდეგ იყო საფრანგეთის ელჩი ლონდონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება