კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი

(გადამისამართდა გვერდიდან კლემენტ ვენცელ ლოთარ მეტერნიხი)

კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი (გერმ. Klemens Wenzel Lothar von Metternich; დ. 15 მაისი, 1773 — გ. 11 ივნისი, 1859) — ავსტრიელი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, თავადი.

მეტერნიხი

1806–09 წლებში ელჩად იმყოფებოდა პარიზში. 1809–1821 წლებში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ფაქტობრივად მთავრობის მეთაური იყო. მეტერნიხი მიისწრაფოდა დაებრუნებინა ნაპოლეონის მიერ ავსტრიისათვის წართმეული მიწები. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ცდილობდა ინგლის–რუსეთის წინააღმდეგობები ავსტრიის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ხელი შეეშალა ევროპაში რუსეთის შემდგომი ექსპანსიისათვის. დიდი როლი შეასრულა ვენის კონგრესზე. იყო „საღვთო კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. 1821 წელს ავსტრიის კანცლერი გახდა. 1848 წლის რევოლუციამ დაამხო მეტერნიხის ხელისუფლება, რის შემდეგაც იგი საზღვარგარეთ გაიქცა. 1851 წელს ავსტრიის რევოლუციის შემდეგ ავსტრიაში დაბრუნდა, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა აღარ მიუღია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კ. ანთაძე, ახალი ისტორია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, თბ., „კონა“, 2001.