ლუი XVIII

(გადამისამართდა გვერდიდან ლუი XVIII (საფრანგეთი))

ლუი XVIII დე ბურბონი (ფრანგ. Louis XVIII de Bourbon; დ. 17 ნოემბერი, 1755, ვერსალი, საფრანგეთი — გ. 16 სექტემბერი, 1824, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1814-1815 და 1815-1824 წლებში, ბურბონთა დინასტიისა. 1791 წელს გაიქცა საფრანგეთიდან. ითვლებოდა საფრანგეთის ემიგრანტული კონტრრევოლუციის მეთაურად. ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ (1793 წ.) მეფედ გამოაცხადა მისი მცირეწლოვანი ვაჟი ლუი XVII, ხოლო თავისი თავი - რეგენტად. ტახტზე ავიდა ნაპოლეონ I-ის ხელისუფლების დაცემის შემდეგ. ასი დღის პერიოდში იყო ბელგიაში, 1815 წელს დაბრუნდა უცხოეთის სახელმწიფოების ჯარებთან ერთად. რევოლუციის შიშით თავდაპირველად ზომიერ პოლიტიკას ატარებდა, მთავრობაში ულტრაროიალისტების გაძლიერების შემდეგ კი მისი პოლიტიკა აშკარად რეაქციული გახდა.

ლუი XVIII
საფრანგეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 6 აპრილი, 1814
მმართ. დასასრული: 20 მარტი, 1815
წინამორბედი: ნაპოლეონ I
მემკვიდრე: ნაპოლეონ I
საფრანგეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 8 ივლისი, 1815
მმართ. დასასრული: 16 სექტემბერი, 1824
წინამორბედი: ნაპოლეონ I
მემკვიდრე: შარლ X
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 ნოემბერი, 1755
დაბ. ადგილი: ვერსალი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 16 სექტემბერი, 1824, (68 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: მარია ჯუზეპინა სავოიელი
(ქ. 1771 - გარდ. 1810)
სრული სახელი: ლუი სტანისლა ხავიერ დე ბურბონი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი, საფრანგეთის დოფინი
დედა: მარია ჟოზეფა საქსონიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება